TBC 2020 წლის დივიდენდებს არ გაანაწილებს

TBC 2020 წლის დივიდენდებს არ გაანაწილებს

access_time2021-05-01 12:00:14

TBC Bank Group PLC-ის ცნობით, ჯგუფმა გააუქმა 2020 წლის დივიდენდების გადახდის და უფროსი მენეჯმენტის ცვლადი ანაზღაურებები. საბჭო 2021 AGM– ზე რეკომენდაციას არ იძლევა 2020 წლის ფინანსური წლის დივიდენდის გადახდაზე.


გლობალური პანდემიისა და საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენის გათვალისწინებით, TBC-ის ბორდმა განიხილა, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო 2019 წლის ფინანსური წლისთვის დივიდენდების გადახდა ან უფროსი მენეჯმენტის წლიური პრემიის გადახდა და ჯილდოების გაცემა გრძელვადიანი წახალისების გეგმის მიხედვით (LTIP) 2020 წლის შესრულების პერიოდისთვის.


ბორდმა დაასკვნა, რომ ეს არ იყო მიზანშეწონილი და რომ ჯგუფში უნდა დარჩენილიყო თანხები კაპიტალის პოზიციების განმტკიცების მიზნით.


ბორდს მიიჩნია, რომ ჯგუფში თანხების შეკავება სარგებელს მოუტანდა აქციონერებს, მომხმარებლებს და თანამშრომლებს.



დივიდენდების გადახდა სათანადოდ შეჩერდა 2019 წლისთვის და უფროს მენეჯმენტს (სს თიბისი ბანკის აღმასრულებელ დირექტორებს და ხელმძღვანელობას) არ მიუღია ცვლადი კომპენსაცია 2020 წლის შესრულების პერიოდისთვის.


ყოველწლიურ შეხვედრაზე დივიდენდები ერთი-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო, რადგან მათი აქციონერების მნიშვნელოვანი უმრავლესობა დაინტერესდა 2020 წლისთვის დივიდენდების გადახდის განახლების პერსპექტივებით 2021 წელს. “ჩვენ ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე და აქტიურ დისკუსიებს ვაწარმოებთ მარეგულირებელ ორგანოებთან დივიდენდების გადახდის განახლების შესაძლებლობის შესახებ”, - აცხადებს ჯგუფი.


გადაწყვეტილების მიზეზი, ჯგუფის მიერ კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტის შენარჩუნებაა.


2019 წელს გადახდილი დივიდენდები 91.9 მლნ ლარია, ხოლო 2020 - ში გადახდილი კი 1.34 მლნ ლარი.


კომპანიის აქციონერებისათვის გადასახდელი ფინანსური წლის 2020 წლის 31 დეკემბრის მოგება, დაბეგვრის შემდეგ, შეადგენს 317.8 მლნ ლარს.


gbc.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up