თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ გენერალურ მენეჯერს ეძებს - სასტუმროს გახსნის თარიღი ცნობილია

access_time2019-05-23 15:30:44

თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“ აგვისტოს პირველ ნახევარში გაიხსნება და პირველ სტუმარსაც ამ დროს მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ჩენელ ჯორჯიას“  ერთ-ერთმა პარტნიორმა  მაია სიდამონიძემ განუცხადა, რომელიც სასტუმროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს.


სიდამონიძის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება შედარებით გაჭიანურდა. ამჟამად ბოლო დეტალებზე მიდის მუშაობა. მისი განმარტებით, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. ამჟამად სასტუმრომ გენერალურ მენეჯერზე გამოაცხადა მიღება, ივლისის დასაწყისიდან კი დანარჩენი თანამშრომლების შერჩევაც მოხდება.


პროექტის განმახორციელებელ დეველოპერულ კომპანია Well House-ია. მაღალი სტანდარტის მქონე ლაქშერი ბუტიკ სასტუმრო პუშკინის 5/7 ნომერში (საქართველოს ბანკის ყოფილი სათაო ოფისის გვერდით) განთავსდება.


გასულ წელს კომპანიაში განმარტავდნენ, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა სასტუმროში არ იგეგმება და „მონოგრაფი“ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება. მათივე ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 20 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.



როგორც ცნობილია, კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ამ დროისთვის კი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. 2017 წელს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ღვინაძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო 37-40 ნომრიანი იქნებოდა და ოთახები ცნობილი იტალიური ბრენდების მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ავეჯით მოეწყობოდა. „რაც შეეხება ფასებს, იქნება დემოკრატიული და მისაღები როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის-აცხადებდა ღვინაძე.


ღვინაძე განმარტავდა, რომ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სასტუმროს ზედა სართულებზე მოეწყობა მაღალი ევროპული სტანდარტების მქონე რესტორანი და  ლაუნჯ ბარი ტერასით და პანორამული ხედებით. თუმცა, მაშინ ღვინაძე იმასაც ამბობდა,, რომ სასტუმრო „პლაზა დე ლიბერტეს სახელით ოპერირებას 2018 წლის 19 ივნისიდან დაიწყებდა.


დეველოპერული კომპანია Well House-ი ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მისი პირველი პროექტი საცხოვრებელი ტიპის კომპლექსის მშენებლობა იყო.


ავტორი: სოფო ქსოვრელი





„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up