თავისუფლების მოედანზე რკინის ცნობილი კონსტრუქციის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება (რენდერები)

თავისუფლების მოედანზე რკინის ცნობილი კონსტრუქციის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება (რენდერები)

access_time2021-11-29 14:00:59

თავისუფლების მოედანზე, პუშკინის N 17-ში, რკინის ყველასათვის ნაცნობი კონსტრუქციის დემონტაჟი მოხდება. უკვე წლებია დედაქალაქის ცენტრში რკინებით შემოსაზღვრული ნაგებობის იერსახე არ იცვლება, თუმცა უახლოეს მომავალში ლითონის კონსტრუქციის ნაცვლად დამკვეთი დედაქალაქის ისტორიულ უბანში მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პროექტის დამკვეთი საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ადგილზე კომერციული და საოფისე ფართების მოწყობას გეგმავს.

 





მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის ავტორმა, შპს „STUDIO 9“-მ დედაქალაქის მთავრობას ესკიზის 2 ვარიანტი წარუდგინა. არქიტექტურის სამსახურმა ერთ-ერთ ესკიზს დადებითი შეფასება მისცა. არქიტექტურული გუნდი ახლა სწორედ ამ მოწონებული ვარიანტის შეთანხმებას ცდილობს. „STUDIO 9“-მ თბილისის მერიას 24 ნოემბერს მიმართა. 

 


განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მრავალფუნქციური შენობის ნულ და პირველ სართულზე დაგეგმილია კომერციული ობიექტების - მაღაზიისა და ბარის მოწყობა, ხოლო  2, 3, 4, 5 და მეექვსე სართულები საოფისე ფართებს დაეთმობა.

 






დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა. ბოლო პერიოდში ტერიტორიის მოწესრიგება მესაკუთრის მენაშენეთა ამხანაგობა „პუშკინი 17“-ის მცდელობით დაიწყო.

 





განმარტებით ბარათში წერია, რომ შენობის არქიტექტურის გადაწყვეტისას „STUDIO 9“-ის ჯგუფმა გაითვალისწინა არსებული ტერიტორიის ისტორიული ურბანული ქსოვილი, აშენებული შენობა ნაგებობების იერსახე. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ არეალს მაღალი, მასშტაბური მოცულობებსა და დაბალ განაშენიანებას შორის.  გამომდინარე აქედან მათ დაისახეს მიზნად შეექმნათ არქიტექტურული მასშტაბით და იერსახით ერთგვარი შემავსებელი მოცულობა, რომელიც არააგრესიულად ჩაეწერება ისტორიულ განაშენიანებაში.


 




პროექტს თან ახლავს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილმა მოამზადა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი გეგმარებითი და სარეკონსტრუქციო სახეცვლილების დროს, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იყოს არსებულ ქუჩათა განაშენიანების და ნაგებობების თავისებურებანი, რათა არ დაიკარგოს ამ ურბანული სტრუქტურის მხატვრულ-ისტორიული ღირებულება. ჭანიშვილის თქმით სასურველია, ისეთი ნაგებობის აგება, რომელიც შეესაბამება უბნის ხასიათს და უმტკივნეულოდ ჩაეწერება უბნის ისტორიულ განაშენიანებაში.




ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up