თავისუფლების მოედანზე, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

თავისუფლების მოედანზე, ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

access_time2019-12-14 17:20:41

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ღონისძიება მიმდინარეობს.

 

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

 


„მოგესალმებით თანატოლებს, რომლებმაც გადადეთ ყველა საქმე და დღეს აქ მოხვედით, დღეს შევიკრიბეთ, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ საქართველოს კიდევ ერთი წარმატება ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, დიდი მადლობა ამისთვის. მივესალმები უფროს თაობას, თაობას, რომელმაც მრავალი გაჭირვება გადაიტანა, ურთულესი გამოწვევები დაძლია, რათა დღეს ჩვენ აქ შეკრების და ამ დღის აღნიშვნის უფლება მოგვეპოვებინა. მადლობა თქვენ ყველაფრისათვის. მადლობა, რომ ჩვენ დღეს თავსუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები გვქია. აქ ვართ ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი თაობის ამოცანაა, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩვენმა ქვეყანამ დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ევროპულ ოჯახში. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გააკეთა და ვეღარავინ მოახერხებს საქართველოს ამ გზიდან გადაყვანას, სწორედ ამ პოლიტიკური კურსის გამტარებელია „ქართული ოცნება“. ამ კურსს საქართველოს მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს, ამიტომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას, არათუ სურვილი, არამედ ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ ჩვენი თაობის ხმა გაეგო მთელ საქართველოს, მთელს ევროპას. ჩვენ ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა უნდა გვეთქვა, რომ ჩვენ ვართ უძველესი ერი, რომელიც საუკუნეებია ცხოვრობს ევროპული ღირებულებელებით და ამკვიდრებს ევროპას ჩვენს რეგიონში. დიახ, ჩვენ სწორედ ამ ღირებულებებით, ჰუმანიზმით, ტოლერანტობით, სოლიდარობით ვცხოვრობდით, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ მომავალშიც, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე ახლოა ევროპულ ოჯახში ჩვენი სრული ინტეგრაცია. დღეს საერთო ძალისხმევით ხმას მივაწვდენთ თანატოლებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ამისთვის მადლობა პარტიის ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს ამ საქმეში, თუ ასე ერთად დავდგებით, ერთად შევქმნით იმ საქართველოს, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

 

ღონისძიებას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.





ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია

ყველა დახმარების პაკეტი ყველა რესტორანს ვერ მოერგება - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-03-05 13:00:52
ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი რესტორნებისთვის ასოციაცია ეკონომიკურ გუნდთან მოლაპარაკებების გაგრძელებას გეგმავს. მსჯელობა იქნება როგორც რეგიონში არსებული ასევე მსხვილი რესტორნებისთვის გარკვეული დახმარების გამოყოფაზე. „პანდემიის დაწყებიდან დღემდე იყო დახმარების რამდენიმე პაკეტი. ეს იყო საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, საბანკო პროცენტების სუბსიდირების პროგრამა და ბოლო ფულადი დახმარება. რა თქმა უნდა, ყველა რესტორანი ერთდროულად ამ სამ დახმარების პაკეტს ვერ...

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით“ საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა
access_time2021-03-05 14:00:00
2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „ქვეყანა მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში. 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ...

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“

საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხები გაორმაგებულია - ლიდერი „ქართუ ბანკია“
access_time2021-03-05 11:00:01
2020 წლის კრიზისის ფონზე, საკრედიტო პორტფელში უმოქმედო სესხების წილი წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სხდომის გადაწყვეტილების...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...


მსგავსი სიახლეები

up