თავისუფლების მოედანზე „პლაზა დე ლიბერტე“  “მონოგრაფმა“ ჩაანაცვლა, სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე „პლაზა დე ლიბერტე“ “მონოგრაფმა“ ჩაანაცვლა, სასტუმრო 2019 წელს გაიხსნება

access_time2018-10-01 12:00:00

2019 წლის გაზაფხულზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „მონოგრაფი“ გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი დეველოპერული კომპანია Well House-ში აცხადებენ, რომ მაღალი სტანდარტის მქონე ლაქშერი ბუტიკ სასტუმრო პუშკინის 5/7 ნომერში (საქართველოს ბანკის ყოფილი სათაო ოფისის გვერდით) განთავსდება.



კომპანიაში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა სასტუმროში არ იგეგემბა და „მონოგრაფი“ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება. მათივე ინფორმაციით, ინვსტიციის ოდენობა 20 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.



როგორც ცნობილია, კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ამ დროისთვის კი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. 2017 წელს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ღვინაძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო 37-40 ნომრიანი იქნებოდა და ოთახები ცნობილი იტალიური ბრენდების მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ავეჯით მოეწყობოდა. „რაც შეეხება ფასებს, იქნება დემოკრატიული და მისაღები როგორც ტურისტებისთვის,ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის-აცხადებდა ღვინაძე.




მაშინ ღვინაძე აცხადებდა, რომ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სასტუმროს ზედა სართულებზე მოეწყობა მაღალი ევროპული სტანდარტების მქონე რესტორანი და ფრანგული ბრენდის ლაუნჯ ბარი. თუმცა, მაშინ ღვინაძე განმარტავდა,, რომ სასტუმრო „პლაზა დე ლიბერტეს სახელით ოპერირებას 2018 წლის 19 ივნისიდან დაიწყებდა.



დღეს კომპანიაში არ საუბრობენ იმაზე, თუ რატომ ჩაანაცვლა „მონოგრაფმა“„პლაზა დე ლიბერტე . რაც შეეხება სამუშოების გაჭიანურებას, აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გართულებული სარემონტო სამუშოებია.



დეველოპერული კომპანია Well House ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მისი პირველი პროექტი საცხოვრებელი ტიპის კომპლექსის მშენებლობა იყო.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up