„თავისუფლები ვართ, მაგრამ ბიუროკრატიულ ნაწილში, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ეს ამ ხელისუფლების მუდმივ დაავადებად იქცა„- ბიზნესი ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე

„თავისუფლები ვართ, მაგრამ ბიუროკრატიულ ნაწილში, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ეს ამ ხელისუფლების მუდმივ დაავადებად იქცა„- ბიზნესი ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე

access_time2019-09-24 10:00:38

„ფინანსთა მინისტრს თავისუფლების ნაწილში ვეთანხმები... თუმცა, თავისუფლება არ უდრის მიმზიდველობას. მიმზიდველობის ნაწილში გვიჭირს, რადგან გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებთ“...ასე აფასებს ბიზნესი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებას.


მოგეხსენებათ, მაჭავარიანის თქმით  ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც თავის მეხსიერებაშია, არ ყოფილა.  კერძო სექტორი ამ ნაწილში მინისტრს ეთანხმება, მაგრამ პარალელურად არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ზუსტად ამ პრობლემების გამო საბოლოოდ საქართველოში დღეს ბიზნესგარემო არაჯანსაღია.


BEKO-საქართველოს ხელმძღვანელმა მეჰმედ მელექი:



„გააჩნია რა მხრივ შევაფასებთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას. მაგალითად, ადრე იყო შემოწმებები და დიდი ჯარიმები, ახლა კი პირველი გრძელდება და მეორე (ჯარიმები) ისეთი დიდი აღარაა. ამ მიმართულებაში ცვლილებები დადებითია, მაგრამ ზედმეტი თავისუფლება არაა კარგი. ასეთ დროს კონკურნეცია ზედმეტად დიდია. რატომ? - ვისაც 20-30 ათასი აშშ. დოლარი აქვს, ნებისმიერს შეუძლია სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქციის შემოტანა. ხშირად კი მათ არც შესაბამისი მომსახურება აქვთ და  არც სერვისი. ასეთი კომპანიები უფრო მეტად უნდა შემოწმდნენ და შეიზღუდონ, რადგან უხარისხოდ მიმდინარეობს რეალიზაცია. ესე იგი, ამ ნაწილში თავისუფლება არაა კარგი“.


„ტექნობუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე:



„მეც ვეთანხმები მაჭავარიანს, რადგან თავისუფლების ნაწილში  სწორი შეფასებაა. თუმცა, ბევრი პრობლემაა სხვადასხვა მიმართულებით და ამიტომ, მაჭავარიანის განცხადება არ ნიშნავს, რომ ეს სფერო ყვავის. დიახ, თავისუფლება გვაქვს, მაგრამ პრობლემების თანმიმდევრულად მოგვარება აუცილებელია“.



კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი:



 „ბიზნესი დღეს რეპრესიებს აღარ განიცდის, თუმცა, ბიზნესის კეთების მოტივაცია უფრო დაბალია.  თავს შედარებით თავისუფლად ნამდვილად ვგრძნობთ, მაგრამ ზოგადად ბიზნესში გარკვეული პრობლემებია და ამაზე კონკრეტული ბიზნესმენები ღიად არ საუბრობენ.

ძალიან ქმედითი ზომებია მისაღები იმისთვის, რომ მთლიანობაში გაჯანსაღდეს ეკონომიკა. მთავრობამ მისი მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, თან რაც შეიძლება მოკლე დროში. ეს დადებითად აისახება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე ლარის სტაბილურობაზე და მის შემდგომ გამყარებაზე“.



გადამზიდავი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი:


„დღეს არავინ  მორბის არც პაპკებით, არც თოფებით, არ მაყადაღებს, არ მაშინებს. მეშვიდე წელია ასეა. მოდიან, მაგრამ ძალიან ზრდილობიანად, გეგმიურ შემოწმობაზე. ამ ნაწილში თავისუფლები ვართ, მაგრამ ბიუროკრატიულ ნაწილში, რომ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ეს ამ ხელისუფლების მუდმივ დაავადებად იქცა. ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა. მიშას დროს თუ კულუარულად მოგელაპარაკებოდნენ, შეგისრულებდნენ მეორე დღესვე. დღეს ასე არ ხდება, ყველაფერი გამჭირვალეა, მთავრობასთან კულუარული ურთიერთობები აღარ არსებობს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან უჭირთ. გახარიას ამ ნაწილში ძალიან ბევრი სამუშაო აქვს“.



შეგახსენებთ,ფინანსთა მინისტრმა  ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ  ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა.ვანო მაჭავარიანის თქმით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დღეს ყველაზე თავისუფალი გარემოა ბიზნესისთვის და ამას არ ამბობს იმის გამო, რომ ის მთავრობის წევრია.


“მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელია. აქედან 22 წელია ვარ ბიზნესში, ერთი წელია ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს ვამბობ სრული პასუხისმგებლობით: ასეთი თავისუფალი ბიზნესგარემო ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ჩემს მეხსიერებაშია, არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ და დადონ, და თუ არ იქნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ... რაც ამ ქვეყანაში კერძო საკუთრება გამოცხადდა, კომერციული მაღაზიები დაიწყო სარდაფებში, იქიდან მოყოლებული დღემდე, ასეთი თავისუფალი არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, იმიტომ არა, რომ მთავრობის წევრი ვარ: შეიძლება დღეს ვარ, ხვალ არ ვიყო. ამ წლების განმავლობაში ადამიანი თუ აქ ცხოვრობდა და ამ სფეროსთან შეხება ჰქონდა, ამას დაადასტურებს. ეს არის ფაქტი: იქნება გამონაკლისი?ვიღაცას რამე პრობლემა აქვს...გამოიტანონ სააშკარაოზე და ვილაპარაკოთ”,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.




სალომე ლემონჯავა






ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up