თავისუფალმა დემოკრატებმა პარლამენტში უიმედო საბანკო სესხების ჩამოწერის ინიციატივა დააყენეს

თავისუფალმა დემოკრატებმა პარლამენტში უიმედო საბანკო სესხების ჩამოწერის ინიციატივა დააყენეს

person access_time2016-03-14 11:00:42

რა სახის საბანკო სესხებზე გავრცელდება უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის საკანონმდებლო ინიციატივა, ამ ეტაპზე უცნობია. "თავისუფალი დემოკრატები" მმართველ გუნდს მოქალაქეებისთვის უიმედო საბანკო ვალების ჩამოწერის საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობენ. მათ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი.

 

კანონპროექტის ავტორი დავით ონოფრიშვილის განცხადებით, კანონპროექტში არ არის განსაზღვრული,სესხების ჩამოწერა სამომხმარებლო სესხებს შეეხება, იპოთეკურს თუ რომელიმე სხვას. მისი თქმით, ეს საფინანსო ინსტიტუტის გადასაწყვეტი იქნება.

 

ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ამის შედეგად, ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და სანქციის დაფარვის ვალდებულებისაგან, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შემუშავებული შიდა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში. მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, მის მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების ღირებულება ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს.


"ეს შესაძლებელი გახდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათების დაწესების მეშვეობით. ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ფიზიკური პირებისთვის სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად მიღებული სარგებელი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. არსებული მდგომარეობით, ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას გარკვეული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი კანონმდებლობის თანახმად, დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით ბანკები ამ გადასახადისგან გათავისუფლდებიან, რაც უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს. კანონპროექტით, სახელმწიფოს მხრიდან სტიმულირება ხდება და კომერციულ ბანკებს უფლება ენიჭებათ საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ", - აცხადებს ონოფრიშვილი.

 


მისი თქმით, მოსახლეობას სესხების გასტუმრებაში პრობლემები 2008 წლის ომმა, ფინანსურმა კრიზისმა შეუქმნა და არც შემდგომი წლები იყო ამ თვალსაზრისით მარტივი." ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ძალიან ბევრ ქვეყანაში ეხმაურებიან. არსებობს სხვადასხვა სახის სახელმწიფოებრივი ჩარევის, რეგულაციების მაგალითები, რათა საკუთარი მოსახლეობა მდგომარეობიდან გამოიყვანონ", - აცხადებს ონოფრიშვილი.

 

„საზოგადოება და ბანკების" ეკონომიკური ანალიტიკოსი გივი ადეიშვილი განმარტავს, რომ   ეს ინიციატივა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხება, ვისაც სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივა კარგია, თუმცა, ის საზოგადოებაში არასწორად იქნა აღქმული. კერძოდ, მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ მისი მოქმედება მხოლოდ იმ პირებზე გავრცელება, რომლებსაც სამომხმარებლო სესხი აქვს აღებული.

 

„ჩამოწერა არასწორად არ უნდა გავიგოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქმედ მომხმარებლებს უუქმდებათ ვალდებულებები საბანკო სისტემის მიმართ. საუბარია ისეთ არაუზრუნველყოფილ სესხებზე, რომელზეც კომერციულ ბანკებს არ აქვთ არანაირი ბერკეტი მოახდინონ აღნიშნული სესხების ამოღება. ეს შეეხება ისეთ სამომხმარებლო ტიპის სესხებს, როგორიცაა განვადება და ასე შემდეგ"-აცხადებს ადეიშვილი.

 

მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი ბანკებს ათავისუფლებს გარკვეული გადასახადებისგან, რათა მათ უფრო თავისუფლად შეძლონ უიმედო ვალების ჩამოწერა. ადეიშვილის განმარტებით, ეს ცვლილება ბანკებისთვის ქმნის დამატებით მოტივაციას, რომ მოქალაქეებს ის სესხები ჩამოაწერონ, რომლებიც უზრუნველყოფილი არ არის.

 

დაუჭერენ თუ არა მხარს „თავისუფალი დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივას უმრავლესობაში, ამის გარკვევა „კომერსანტმა" საპარლამენტო უმრავლესობაში სცადა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერ კომიტეტამდე მისული არ არის, თუმცა, მისთვის აღნიშნული ინიციატივის იდეა და შინაარსი ცნობილია. მეჭიაურის ინფორმაციით,ეს ცვლილება გარკვეულწილად გადაჭრის პრობლემას, თუმცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დაელოდება მთავრობის, კონკრეტულად კი ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი საკომიტეტო მოსმენების დაწყება.

 

მეჭიაურს მიაჩნია, რომ საკითხი აქტუალურია და მისი განხილვა საინტერესო იქნება. თუმცა, მისივე მტკიცებით, საინტერესოა, ხომ არ გააჩენს ეს ბიუჯეტში გადასახადების თავის არიდების მხრივ ეგრეთ წოდებულ ხვრელებს.



რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up