"თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი დაშვება მსოფლიო ბაზრის 1/3-ზე"

access_time2017-09-18 10:12:09

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. გიორგი გახარია 2017 წლის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატსა და ქვეყნის სატრანზიტო  როლზე რეგიონში.  მისი განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას აძლევს გახდეს აბრეშუმის გზის ინიციატივის ძირითადი პლატფორმა და ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და თურქეთთან გააფორმა. გიორგი გახარიას განცხადებით, უახლოეს მომავალში  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერაზე მოლაპარაკებებიდაიწყება ჰონგკონგთან და ინდოეთთან.

 


,,როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ჩინეთს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებს, დსთ ქვეყნებსა და თურქეთს. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან,  დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ჰონგკონგთან. არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, ჩვენ გვაქვს თავისუფალი და შვებამ სოფლიო ბაზრის 1/3-ზე“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

  

მინისტრის შეფასებით, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე სტრატეგიულად განლაგებულ საქართველოს პოტენციალი გააჩნია გახდეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის საკვანძო პლატფორმა და დამაკავშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. 

 

„შესაბამისად ,საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას და მის ჩამოყალიბებას რეგიონის სავაჭრო და ლოჯისტიკურ ჰაბად,-“განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up