თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი - ჩინეთში ექსპორტმა 3 წელიწადში მილიარდს გადააჭარბა

თავისუფალი ვაჭრობის ეფექტი - ჩინეთში ექსპორტმა 3 წელიწადში მილიარდს გადააჭარბა

access_time2021-05-21 10:00:35

ჩინეთი უკვე მეორე წელია საქართველოსთვის საექსპორტო პარტნიორებში ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. მთავარი საექსპორტო პროდუქცია არც ღვინოა და რაც რაიმე სხვა ადგილობრივი ნაწარმი. 83%-იანი წილით პირველ ადგილზე სომხეთიდან ნაყიდი სპილენძის მადნებია. მიზეზი რის გამოც სომხური ნაწარმის ჩინეთში გაყიდვა სომხეთზე იაფი საქართველოს უჯდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა.


ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება პრემიერ კვირიკაშვილის დროს, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. გადაწყვეტილება პროტექციონისტების კრიტიკის მიზეზი გახდა, რომლებიც ქართულ ბაზრის „იაფი და უხარისხო ჩინური საქონლით წალეკვის საფრთხეზე“ საუბრობდნენ. პარალელებს ავლებდნენ ასევე კოლონიზაციის პერიოდთან, საქართველო გასაღების ბაზრად შეარჩიესო.


რეალობამ აჩვენა, რომ საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ზარალზე გაცილებით მეტი სარგებელი ნახა. იმპორტის გადასახადი ისედაც დაბალი იყო, მაქსიმუმ 12%, თუმცა მოქმედებდა ასევე 5 და 0 პროცენტიანი ტარიფებიც. წინა 2017 წელს ბიუჯეტში მთლიანი იმპორტიდან სულ 72 მლნ ლარი შევიდა რაც ჯამური გადასახადების 0.8%-ს შეადგენდა. 2018 წელს 73 მლნ. ხელშეკრულების ძალით ბიუჯეტს 1 ან მაქსიმუმ 2 მლნ დააკლდა, რაც 12.7 მლრდ-იანი შემოსულობების პირობებში ვერ იქნებოდა არსებითი გავლენის მქონე.


თუ იმპორტის გადასახადი ისედაც მცირე იყო, გამოდის რომ ჩინურ პრიდუქციაზეც უმნიშვნელოდ შემცირდებოდა ფასი და მისი კონკურენტუნარიანობა დიდად ვერ გაიზრდებოდა. მაშინაც კი თუ ასე მოხდებოდა, გაიაფებული პროდუქციით სარგებელს მოსახლეობა ნახავდა და თანხის დაზოგვას შეძლებდა. ქართული კომპანიების გაკოტრება ამ შემთხვევაშიც შეუძლებელი გახდებოდა, რადგან ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი ელექტრონიკა და სპეცტექნიკაა, რასაც საქართველო არ აწარმოებს.



იმას, რომ ხელშეკრულებით საქართველომ მოგება ნახა, რიცხვებიც ადასტურებს. 2017 წელს ჩინეთში გატანილმა პროდუქციის ღირებულებამ $202 მლნ შეადგინა, 2020-ში კი ექსპორტის საერთო 12%-იანი ვარდნის ფონზე $476 მლნ. იმავე პერიოდში ჩინეთიდან იმპორტი $733 მლნ-დან $709 მლნ-მდე შემცირდა. თუ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებამდე დეფიციტი $530 მლნ-ს შეადგენდა, 2020 წელს ის $233 მლნ-მდე შემცირდა. პროცენტულად 2017 წელს დეფიციტი 57%-ს უდრიდა, 2020 წელს - 20%-ს.


2020 წლის ტენდენცია 2021-შიც გაგრძელდა და ექსპორტმა $199 მლნ-ს მიაღწია,ანუ თითქმის იმდენივეს რაც 2017 წელს მთლიანად. 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 176%-ს შეადგენს. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში $227 მლნ-მდე გაიზარდა იმპორტიც, მაგრამ ექსპორტის გაცილებით უფრო სწრაფი ზრდის ფონზე სავაჭრო დეფიციტი 6.6%-მდე შემცირდა.


1995 წლიდან დღემდე, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტზე  სულ $1.855 მლრდ-ს პროდუქცია გავიდა, საიდანაც  59% - $1.097 მლრდ ბოლო 3 წელსა და 4 თვეზე მოდის. შედარებისთვის იმავე პერიოდში საერთო ექსპორტის წილმა ჯამურ 1995 წლიდან მოყოლებულ ექსპორტთან მხოლოდ 29.6%-ს მიაღწია.


ჩინეთის გარდა, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ან სხვა მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, EFTA-სთან (შვეიცარია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ლიხტენშტეინი), ჰონგ-კონგთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. წლებია გრძელდება მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან, განიხილება ინდოეთისა და კორეის ვარიანტებიც.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up