თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში

თავისუფალი ვაჭრობა კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში

access_time2018-09-06 17:42:19

საქართველოს გარშემო იქმნება ახალი შესაძლებლობა - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის მთელი სარტყელი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც ევროკავშირი, ჩინეთი, ჰონგ-კონგი. ყოველივე კიდევ უფრო გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს საქართველოში. ის გარემოება, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ამ ქვეყნებთან, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საქართველოს ინვესტირებისთვის, რადგან თავისუფალი ვაჭრობის სარტყელი ჩვენი ქვეყნის გარშემო კიდევ უფრო ფართოვდება,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.



ნუკრი ხუნძაკიშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებას იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციების დაწყების ინიცირების შესახებ. „იაპონია ჩვენთვის ძალიან საინტერესო ბაზარია. ჩვენ ჯერ არ გაგვიყიდია იაპონიაში ჩვენი პროდუქცია, თუმცა ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობა იაპონიასთან ამ პროცესს დააჩქარებს. პოზიტიურად ვართ განწყობილი,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა.



ნუკრი ხუნძაკიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შეთანხმებაზე ისრაელის მხარესთან. დოკუმენტის თანახმად, სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მოხდება შესწავლა და გამოვლინდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები და ის სექტორები, რომელშიც მოხდება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება.



„ისრაელი ერთ-ერთი ცენტრალური ქვეყანაა, სადაც ჩვენი პროდუქცია მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. ამ კონტექსტში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროდუქტებზე, რომლებიც საქართველოში იწარმოება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში გადავიდეს, რაც გაზრდის ჩვენს ექსპორტს. თავისუფალი ვაჭრობა ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომ უფრო მეტად ფოკუსირებულები ვიყოთ,“ - განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრმა, კომპანია „ნატახტარის“ კომერციულმა დირექტორმა ნუკრი ხუნძაკიშვილმა.


„კომერსანტი“ 




მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up