თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვამ თელასს კლიენტები შეუმცირა

თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვამ თელასს კლიენტები შეუმცირა

access_time2019-04-25 17:45:47

 ენერგოსექტორის რეფორმამ და ახალი, თავისუფალი ბაზრის პრინციპების დანერგვამ "თელასის" მომხმარებელთა ბაზა შეუმცირა.


“თელასის” 2019 წლის I კვარტლის ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ელექტროენერგიის მოხმარება 763,1 მლნ კვტ*სთ-მდე, 7,45%-ით (60.9 მლნ კვტ*სთ-ით) შემცირდა, რასაც კომპანიაში ელექტროენერგიის შემსყიდველი კომპანიოების ნუსხიდან ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებლის, „ბი ეფ დი სი ჯორჯიას“ ამოვარდნით ხსნიან. „კომპანია ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის მონაწილე გახდა და „თელასისგან“ შესყიდვებს აღარ ახორციელებს”, - განმარტავენ თელასში.


შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო 2018 წლის 1 მაისიდან ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ შესყიდვები თავისუფალ ბაზარზე.



2019 წლის იანვარ-მარტში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (84,4 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 725,1 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირება ასევე განაპირობა ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლამ.


„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2019 წლის სამი თვის მონაცემებით 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით (26,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 638,8 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 575,8 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 63 ათასი – იურიდიური პირი.


2019 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 697 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (257 კმ-ით) აღემატება 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (5 440 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.


GBC



თეგები:
თელასი



რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება

რადიო თავისუფლება: სოხუმში ვითარება იძაბება
access_time2019-05-22 17:30:37
სოხუმში საპროტესტო მიტინგებს მართვას ადგილობრივი ოპოზიცია; გრძელდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაც. ოპოზიცია 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ნოემბერში გადატანას მოითხოვს, რასაც პარლამენტი მხარს არ უჭერს. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი გახსნეს . სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა,...

პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“

 პრემიერმა ივანიშვილის კომპანიას წითელ ნუსხაში დაცული 109 ხის მოჭრის უფლება მისცა - “სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად“
access_time2019-05-22 16:30:15
“სახელმწიფო ვალდებულია ბოლომდე იზრუნოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი ხეების გადასარჩენად. ამისათვის საქართველოში შესაბამისი ტექნიკაც არსებობს და ისეთი ადგილებიც, სადაც თავისუფლად შეიძლება მათი გადარგვა. დაცული ხეების მოჭრა უკიდურესი მდგომარეობაა. ამისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული ბევრი ფაქტორი, მათ შორის რა მდგომარეობაშია ხე. ვერ ვხვდები ამ საქმესთან რა შუაშია პრემიერი. ჯერ სპეციალისტებს დასკვნა უნდა დაეწერათ, რომ ამ ხეების გადარგვა არ შეიძლება და იგი უნდა...

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის
access_time2019-05-22 11:48:30
თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის ხედვას დეველოპერები და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები უკვე იცნობენ და ეთანხმებიან კიდეც. რამდენიმე დღეში გვექნება დეტალური პრეზენტაცია. ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში  სამშენებლო მიმართულებით გარკვეული რეგულაციები შემოდის. ძველი თბილისის არეალი,...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანიები - The Trade Desk, Inc, რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია:  კომპანიები - The Trade Desk, Inc, რომლებიც მომავალი ბიზნესოპერირების წარმატების გარანტი იქნება
access_time2019-05-22 19:30:32
საკითხავ/გასაანალიზებელი დრო 16 წუთი მოგესალმებით  ფინანსურ სამყაროში უამრავი სახის ფინანსური გარიგებები ხდება. ინვესტორები, ჰეჯ-ფონდ მენეჯერები ყოველდღიურად ყიდულობენ და ყიდიან უამრავი კომპანიის აქციებს. მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის აქციებზე აღებული პოზიციები ძირითადად გრძელვადიანია. ამგვარ გარიგებებს ჩვენც ვახორციელებთ. Jdinvestment-ის  გრძელვადიან პორტფელში ამ...

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია

„ანაკლიის კონსორციუმის“ გენდირექტორი - ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია
access_time2019-05-21 18:00:27
ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან 7-ზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია ,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. ლევან ახვლედიანი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს დაა აცხადებს, რომ ინვესტორების 8 მოთხოვნიდან 7-ზე შეთანხმება შედგა, ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ...


მსგავსი სიახლეები

up