თავდასხმის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი გამოირთო -ენერგოატომი

თავდასხმის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბლოკი გამოირთო -ენერგოატომი

access_time2022-08-06 17:53:04

უკრაინული კომპანია ენერგოატომის ცნობით ავარიულად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სამი მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი.



ზაპოროჟიეს აეს-ზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთ ენერგობლოკზე ამოქმედდა ავარიული დაცვის მოწყობილობა, რის გამოც სამ მოქმედი ენერგობლოკიდან ერთ-ერთი გამოირთო, - ნათქვამი ენერგოატომის მიერ 6 აგვისტოს დილით გავრცელებულ განცხადებაში.


უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა რუსეთის მხრიდან ბირთვული ტერორიზმი უწოდა იმას, რაც სადგურზე ხდება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაიწყო წინასასამართლო პროცესი ომის კანონებისა და ნორმები დარღვევის ფაქტზე.



ერთი დღით ადრე ევროპაში ყველაზე დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიბომბა. ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი ბომბი მაღალი ძაბვის დენის ხაზს დაეცა. მოგვიანებით, კომპანიამ განაცხადა, რომ დაზიანდა ლუჩის ქვესადგური, რის გამოც შვიდი მიკრორაიონიდან ექვსი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.



კომპანიის ცნობით, არსებობს წყალბადის გაჟონვის და რადიოაქტიური ნივთიერებების გახლეჩის რისკი.



რუსეთი თავდასხმაში უკრაინელ სამხედროებს ადანაშაულებს. ომის შესწავლის საერთაშორისო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვინ განახორციელა დაბომბვა.


აგვისტოს დასაწყისში გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინაში ევროპის უდიდესი ატომური სადგური სრულიად კონტროლს მიღმაა და რუსეთსა და უკრაინას მიმართა თხოვნით ადგილზე სასწრაფოდ დაუშვან ექსპერტები, ვითარების სტაბილიზაციის და ბირთვული ავარიის თავიდან ასარიდებლად.



ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA ) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ სამშაბათს სააგენტო ასოშიეტედ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო სახიფათო ხდება ზაპოროჟიეს სადგურზე, სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ ენერგოდარში, რომელიც რუსეთის ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს - მალევე მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.


წყარო: radiotavisupleba.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up