სპეცოპერაცია დასრულდა – ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

სპეცოპერაცია დასრულდა – ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

access_time2021-09-09 17:40:48

ყვარელში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, ბანკზე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია.


ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„ყველა მძევალი არის თავისუფალი, შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. გამოძიება არაერთი მუხლით მიმდინარეობს. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა“, - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა.



...


„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალი უკვე ყველა მძევალმა დატოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა განუცხადა.


„მძევალი უკვე აღარ ჰყავს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანხას იძახის. ისე, რომ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სამართალდამცველებსა და მას შორის. ვნახოთ შედეგი, დაველოდოთ შედეგს. მარტო არის ახლა ბანკში თავად. ჯერ არაფერს ამბობს, მოლაპარაკება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.


...


თვითმხილველის ინფორმაციით, ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა.


როგორც აღნიშნული პირი ამბობს, მძარცველს ხელყუმბარა აქვს.

„ბანკში დასალაგებლად შევდიოდი და ეს კაცი გამოვარდა, ხელში „ლიმონკა“ აქვს. დაიყვირა „გადით ახლავე გარეთო“ და გამოვვარდი. შიგნით დარჩენილია მძევლები. როგორც ვიცი ადამიანების ნაწილი დარჩა, ასევე, თანამშრომლებიც. ბანკში დაახლოებით, 20-მდე თანამშრომელი მუშაობს. რომ იყვირა გარეთ გადითო, თავიდან მეგონა ხუმრობდა... შემეშინდა და გამოვიქეცი. შეფუთული იყო, სათვალე ეკეთა“, - განაცხადა ბანკის ფილიალის დამლაგებელმა.


...


საქართველოს ბანკის ყვარლის ფილიალში შეჭრილი შეიარაღებული პირი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 ლარს ითხოვს.


გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ბანკში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფება, რომელთა შორის როგორც მომხმარებლები, ისე ბანკის თანამშრომლები არიან.


...


ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, რომელიც ყვარელში, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. როგორც მან „მაესტროს“ ეთერში განმარტა, სამართალდამცავები ცდილობენ, რომ მასთან კომუნიკაცია შედგეს.


მისი თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფება ბანკის ფილიალში.


„სამართალდამცავები ადგილზე უსაფრთხოების ყველა ნორმას იცავენ. მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით ვინაობა დადგენილი არ არის. ყველა სამართალდამცველი ადგილზეა მობილიზებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რამდენი მოქალაქე და რამდენი თანამშრომელია ადგილზე. სამართალდამცავები ცდილობენ, რომ კომუნიკაცია შედგეს“, - განაცხადა სესიაშვილმა.


...


შსს ადასტურებს, რომ საქართველოს ბანკის ფილიალში, ყვარელში, შეჭრილია შეიარაღებული პირი. პოლიცია ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზეა მობილიზებული. 


„პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.


თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up