თავდაცვის სამინისტროში აუდიტმა ნაშთების დადარებისას 697 მლნ ლარიანი უზუსტობა აღმოაჩინა

თავდაცვის სამინისტროში აუდიტმა ნაშთების დადარებისას 697 მლნ ლარიანი უზუსტობა აღმოაჩინა

access_time2021-04-21 19:00:39

აუდიტის სახელმწიფო სამსახურმა რიგი დარღვევების, კონტროლის მექამიზმის არ არსებობისა და სხვა შეუსაბამობების გამო თავდაცვის სამინისტროს შემოწმებისას უარყოფითი დასკვნა გასცა. მხოლოდ ნაშთების შედარებისას 697 მლნ ლარიანი უზუსტობა აღმოჩნდა.


დასკვნის თანახმად სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონება 1994 წლის სახელმძღვანელოს მიხედვით Excel-ის ფაილშია აღწერილი, რომელიც აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში არ არის. განსხვავებული ფორმატისა და არაიდენტიფიცირებული მონაცემების გამო კი რაოდენობრივი აღრიცხვისა და თანხობრივი ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია.


სამხედრო ქვედანაყოფებიდან მიღებული ფინანსური ინფორმაციის მხოლოდ ყოველთვიური ჯამის აღრიცხვის გამო სარდლობებისა და ქვედანაყოფების დონეზე სააღრიცხვო მონაცემები არაინფორმაციულია, ხოლო ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად ვერ ხორციელდება ეკონომიკური მოვლენების კონტროლი.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევევის შედეგად, არასწორი აღრიცხვიანობის გამო აუდიტმა 697 მლნ ლარიანი უზუსტობა აღმოაჩინა. დარღვევა ამ მოცულობის თანხის გაფლანგვა-მითვისებას არ გულისხმობს. სამინისტროს განმარტებით, 2020 წელს განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები მონაცემებს შორის სხვაობების შემცირების მიზნით და აღნიშნული უზუსტობების ჯამური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.



აუდიტის სამსახურმა სამინისტროს რეკომენდაცია მისცა, რომ სამართლიანი და უტყუარი ფინანსური ანგარიშგების მომზადების მიზნით, შეიმუშაოს ერთიანი, სრულყოფილი ორგანიზაციული სისტემა და ინსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერთშესადარისობას, აღრიცხვის დროულობას, სისრულესა და სიზუსტეს.


2019 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ მთელ რიგ ობიექტებზე ინვენტარიზაცია ან საერთოდ არ იყო ჩატარებული, ან იყო, მაგრამ არასრულყოფილად. ჩამონათვალს შორის მოხვდა იარაღის მწარმოებელი - დელტაც, სადაც ინვენტარიზაცია არასრულად ჩატარდა.


აღრიცხვიანობაში არსებულ პრობლემების განმარტებისას სამინისტროში აღნიშნეს, რომ დარღვევის მიზეზი აქტივების ღირებულების გარეშე არსებობაა, რაც მათ იძულებულს ხდის ინვენტარი მხოლოდ რაოდენობრივად აღრიცხონ.


პრობლემის გაგრძელებაა ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტრო, სხვა ძალოვანი უწყებების მსგავსად ფლობს სპეციფიკურ აქტივებს, (ნაწილი გადმოცემულია საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად, ნაწილი შეძენილია 1990-იან წლებში, მიღებულია სხვადასხვა სახელმწიფოსგან) რომელთა ფასები გარკვეულ შემთხვევებში ობიექტური მიზეზების გამო უცნობია. აუდიტის სამსხაურის დასკვნით აღნიშნული ნაკლოვანების გამოსწორება კომპლექსურ მიდგომას და შეფასების პოლიტიკის შემუშავებას საჭიროებს. სამინისტროს განმარტებით, დაწყებულია ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული მიმართულებით შესაფერისი მიდგომებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის


კიდევ ერთი დარღვევა რომელიც აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა ძველი ნაშთებია. თავდაცვის სამინისტრო ბალანსზე იტოვებს 239 მლნ ლარის, ისეთ დებიტორულ დავალიანებას, რომელიც 1996-2010 წლებშია წარმოშობილი და თანხების მიღების ალბათობა აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად ძალიან დაბალია. აუდიტის რეკომენდაციის მიხედვით სამინისტრომ უნდა შექმნას სპეციალური კომისია, რომელიც შესაბამისი დოკუმენტების მოძიებისა და ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით დებიტორული დავალიანების მოცულობის კორექტირებას მოახდენს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up