თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა

თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა

access_time2020-09-09 19:30:28

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.



მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღე მიულოცა და სახელოვანი სამხედრო პირების ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიმბოლური თარიღი იყო მისთვისაც, რადგან, სწორედ, ერთი წლის წინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.




თავდაცვის სამინისტროს ფოიეში, ასევე გამოიყო მემორიალური სივრცე გმირების უკვდავსაყოფად წარწერით - „დიდება გმირებს“. გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. სამომავლოდ გია ჯაფარიძე თავდაცვის სამინისტროსთვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტსაც შექმნის.



თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების ინტერიერისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.



თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up