თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

access_time2019-11-10 17:30:14

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2019 წლის 7 ოქტომბრის N 594 ბრძანების საფუძველზე კონკრეტული ნაბიჯები ჯერ კიდევ აუდიტის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადაიდგა, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და თავდაცვის ძალების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში ინვენტარიზაციის ჩატარება დაევალა.


„ბრძანების შესაბამისად დაიწყო ინვენტარიზაციის პროცესი, რომელიც ყველა სახის აქტივების სავალდებულო ინვენტარიზაციას, მათ შორის იმ აქტივების აღრიცხვას მოიცავს, რომელიც წლების განმავლობაში არ იყო აღრიცხული და შეფასებული.


აღსანიშნავია, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდს ეხება, თუმცა აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პრობლემა ათწლეულებია, არსებობს. სამინისტროს ბალანსზე არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის პრობლემა ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებიდან მიღებული აქტივებით იწყება.



აღსანიშნავია, რომ არ ხდებოდა სისტემური რეგისტრაციები, რომელიც ხორციელდებოდა მხოლოდ ერთეულ ობიექტებზე, იყო მიღება-ჩაბარების თუ აღრიცხვის კუთხით უზუსტობები, გაუმართავი პროცედურები და ასევე, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა. თავდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, დაიწყო ამ პრობლემის გადაჭრის პროცესი, რაც წლების განმავლობაში მოუგვარებელი და უყურადღებოდ დატოვებული იყო.


გეგმის თანახმად ასევე დაწყებულია მუშაობა ქონების აღრიცხვის ელექტრონული პროგრამის შემუშავების მიზნითაც, რაც შემდგომში უზრუნველყოფს ერთიანი სისტემის დამკვიდრებას და გამორიცხავს აღრიცხვიანობასთან დაკავშირებულ უზუსტობებს“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.


კომერსანტი





Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up