თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

თავდაცვის მინისტრმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

access_time2021-01-25 17:30:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


„შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.



თავდაცვის მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის შორის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი როგორიც დღეს. ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილმა კელი დეგნანის მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა აშშ-ის ელჩს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიანი გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ 2021 წელს და მომდევნო წლებში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება, შეიარაღების მოდერნიზაცია, საჰაერო თავდაცვისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდა, დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა აქტიურად გაგრძელდება.




2021 წელს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებით დასრულებაზე, დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების გაძლიერებაზე, საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ერთობლივ მონაწილეობაზე გამახვილდება. აშშ-ის ელჩმა საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი დაესწრნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები

ბიზნეს საზოგადოება გაცილებით პატრიოტულად არის განწყობილი ქვეყნის მიმართ და გაცილებით ერთგულია, ვიდრე პოლიტიკოსები
access_time2021-02-28 11:00:17
“მინდა ვუთხრა პოლიტიკოსებს და პარლამენტარებს, რომ ბიზნესს არ აინტერესებს მათი აბდაუბდის მოსმენა”-ეს განცხადება bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გააკეთა.ის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესის როლზე საუბრობს და პოლიტიკოსებს ბიზნესის კრიტიკის ნაცვლად ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.“ბიზნესი მიეჩვია განვითარდეს, იპოვოს თავისი გაზა, მოუაროს თავის ბიზნესს. აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საზოგადოება...

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი 2021 წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის
access_time2021-02-28 10:00:11
თიბისი კაპიტალში საქართველოში იანვარში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნას მოლოდინებთან შესაბამისს უწოდებენ. ამავდროულად საინვესტიციო კომპანია არც წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის და მიიჩნევს, რომ მომდევნო 2 თვეში ქვეყანაში იანვართან შედარებით ეკონომიკური ატივობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ კლება ასახავს გასული წლის იანვრის მაღალ საბაზო ეფექტს, ლოქდაუნის შემოღების შედეგებს და ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული...

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...


მსგავსი სიახლეები

up