თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში 18-წლიან მინიმუმამდე მცირდება

თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებაში 18-წლიან მინიმუმამდე მცირდება

access_time2021-10-15 12:00:00

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით  მასზე 12 მლნ-ით ნაკლები 918 მლნ იქნება გამოყოფილი. მშპ-სთან მიმართ კი კიდევ უფრო მეტად 1.4%-მდე კლებულობს, რაც 18 წლიანი მინიმუმია. რეგიონში ისედაც ყველაზე დაბალბიუჯეტიანი არმია ნეგატიურ სტატუსკვოს მომავალ წელსაც შეინარჩუნებს.

 

2020 წელს ყარაბაღის მეორე დიდ ომში გამარჯვებულმა აზერბაიჯანმა თავდაცვაზე მშპ-ის 5.4% დახარჯა, დამარცხებულმა სომხეთმა 4.9%, ბირთვულმა რუსეთმა 4.3%, ნატოს წევრმა თურქეთმა 2.8%, საქართველომ კი მხოლოდ 1.8%.

 

2020 წელს რუსეთმა თავდაცვაზე  $60 მლრდ დახარჯა, რაც საქართველოს მთლიან ბიუჯეტზე 10-ჯერ მეტია და მასთან გატოლება წარმოუდგენელია. უფრო მეტიც რიცხვებში გამოხატული დანახარჯებით კონკურენციაში შესვლა ბაქოსთანაც გაჭირდება, მაგრამ რთული ასახსნელია რატომ მცირდება ხარჯები მშპ-სთან მიმართებაში. სომხეთი, რომლის ეკონომიკაც საქართველოზე პატარაა, თავდაცვაზე 2.5-ჯერ მეტს ხარჯავს.

 

ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, დაფინანსების შემცირება საერთაშორისო მისიების შეკვეცას უკავშირდება, რაზეც 33 მლნ-ის ნაცვლად 2 მლნ ლარი დაიხარჯება. ავღანეთი შეერთებულმა შტატებმაც დატოვა და შესაბამისად იქ გაისად აღარც ქართველი ჯარისკაცები იმსახურებენ.

 

თანამედროვე მსოფლიოში ფულს დროითი ღირებულება გააჩნია და 2021 წლის 1 ლარი, 2020 წლის 1 ლარს არ უდრის, ისევე როგორც 2021 წლის 1 დოლარი 2020 წლის 1 დოლარს არ უდრის და უფრო ნაკლებია. ოფიციალურად აღიარებული ინფლაციითაც კი 2021 წლის 930 მლნ ლარი 2020 წლის 812 მლნ ლარის ტოლია. 2020 წელს კი თავდაცვის ბიუჯეტი 842 მლნ ლარს შეადგენდა. 2022 წელს ინფლაცია 5%-მდეც რომ შემცირდეს, რისი ალბათობაც დაბალია, 918 მლნ ლარი მსყიდველუნარიანობით წლევანდელ 872 მლნ ლარს და 2020 წლის 765 მლნ ლარს გაუტოლდება.


 

2003 წელს ისედაც მწირი ბიუჯეტიდან თავდაცვაზე მშპ-ის 1% იყო გამოყოფილი, 2004 წელს ის 1.4%-მდე გაიზარდა, 2005 წელს 3.3%-მდე, 2006 წელს 5.2%-მდე, 2007 წელს რეკორდულ - 9.2%-მდე. ამის შემდეგ კლება იწყება. 2008 წელს 8.5%-მდე, 2009 წელს 5.6%-მდე, 2010 წელს 3.7%-მდე, 2011 წელს 3.1%-მდე. 2011 უკანსკნელი წელი იყო, როდესაც თავდაცვის დაფინანსებას ეკონომიკის 3%-ზე მეტი მოხმარდა. 2018 წელს უკვე 2%-ს ჩამოსცდა. 1.5%-ზე ნაკლები კი 2004 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

 

მაშინ როცა აზერბაიჯანი თურქეთიდან და ისრაელიდან ულტრათანამედროვე დრონებს ყიდულობს, საქართველო ძველ SU 25-ების რეაბილიტაციას სჯერდება. სომხეთს შედარებით თანამედროვე SU 30-ები გააჩნია. მისი შეძენა სომეხ გადასახადის გადამხდელებს რუსული კრედიტით $120 მლნ დაუჯდათ, თუმცა მოსკოვს თვითმფრინავებისთვის საჭირო რაკეტები აღარ მიუყოლებია, რის გამოც ყარაბაღის ბოლო ომის დროს ოთხივე გამანადგურებელს ანგარში დარჩენა მოუწია.

 

სამხედრო ძლიერების შეფასება მრავალი კრიტერიუმით ხდება, ითვალისწინებენ როგორც რაოდენობრივ ასევე ხარისხობრივ მაჩვენებლებს. პრაქტიკულად ყველა მიუკერძოებული ორგანიზაცია რუსეთს მე-2 ადგილს ანიჭებს. სხვა მეზობლების მიმართ რეიტინგი ასე თანმიმდევრული აღარ არის, მაგრამ თურქეთი TOP 15 ქვეყანას შორის აუცილებლად ხვდება. სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა 50-ს მიღმაა. მათში აზერბაიჯანი მაინც გამოკვეთილი ლიდერია. ტანკებისა და თვითმფრინავების რაოდენობით საქართველოს სომხეთიც უსწრებს, ზოგი შემფასებლის აზრით ეს ფაქტი საქართველოზე წინ დასაყენებლად საკმარისია, თუმცა ზოგი ფიქრობს, რომ ნატოსთან მეტ-ნაკლებად თავსებადობა საქართველოს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

 

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ევროპელ კოლეგებს თავდაცვაზე მცირე თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით გამუდმებით საყვედურობდა. გარდა იმისა, რომ ნატოს წევს ქვეყნებს მისი მეხუთე მუხლი კოლექტიურ თავდაცვას ჰპირდება, არც ბენილუქსის ქვეყნებს და არც ისლანდიას მეზობლად რუსეთი არ ჰყავს და არც მათი ქვეყნების 20%-ა ოკუპირებული.

 

რუსეთთან ომის მოგება მშპ-ის 10%-ის დახარჯვის შემთხვევაშიც შეუძლებელია, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობა მის რაც შეიძლება დიდხანს შეჩერებას და წინააღმდეგობის მაქსიმალურ გაწევას ენიჭება. მოსკოვისთვის საოკუპაციო ხაზის გადმოლახვა იოლი გასერნება არ უნდა იყოს.


გიორგი ელიზბარაშვილი




ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, რუბლთან გაუფასურდა
access_time2021-12-03 18:00:48
3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.73 თეთრით 3.1210-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1093 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.39 თეთრით 3.5302-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 2.16 თეთრით 4.1447-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.46 თეთრით 1.8375-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.40 თეთრით 0.2291-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.39 თეთრით 6.3327-მდე გამყარდა. 100 რუსულ...

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება

მოქალაქეებს სახელმწიფო და კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობის უფლება მიეცეთ – სადაზღვევო კომპანიების შეთავაზება
access_time2021-12-03 15:32:51
სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ინიციატივით გამოდიან. ისინი მთავრობას სთავაზობენ, მედიკამენტების ფასების რეგულირების ნაცვლად, სხვა სახის გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. მათი ნაწილის ინიციატივა შემდეგია: როგორც ცნობილია, 2017 წლიდან „საყოველთაო ჯანდაცვის“ პროგრამაში ცვლილებები შევიდა და დიფერენცირებული პაკეტები მოქმედებს. კერძოდ, ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები,...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-03 21:00:10
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თემურ ჭიჭინაძე ენერგოკომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გადახედვას ითხოვს ენერგომომარაგების ხელშეკრულებების უმეტესობა გაუმჭვირვალობის გამო უამრავ კითხვას აჩენს. ეს მხოლოდ ტარიფებს არ ეხება,  ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ თავიდან ბოლომდე  ეჭვს იწვევს როგორც ჰესების...

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი

საქართველოში, მხოლოდ გრატოს სათბურებში მოყვანილი, შობის ვარსკვლავი
access_time2021-12-03 14:55:22
გრატო, ერთადერთი სათბურია საქართველოში, რომელსაც 10 წელია შობის ვარსკვლავი ადგილზე მოჰყავს. პოინსეტია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება კონკრეტული პირობების შექმნა, რაც გრატოს სათბურებში მაქსიმალურად არის მიღწეული. გრატოს სათბურებში, მცენარეებს, ჩითილის ფაზიდანვე უტარდება მუდმივი, ყოველკვირეული კონტროლი მავნებელ-დაავადებებზე. ვინაიდან, მათი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მომხმარებელს მიაწოდონ ჯანმრთელი და ხარისხიანი მცენარე. ასევე, პოინსეტიას...

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა

სამომხმარებლო კალათაში შემავალი 305 დასახელების პროდუქტიდან 270 გაძვირდა
access_time2021-12-03 14:30:17
ნოემბერში საქართველოში ინფლაციის წლიურმა განაკვეთმა 12.5% შეადგინა, თუმცა ცალკეულ პროდუქციაზე ფასები ბევრად უფრო მეტად გაიზარდა. სამომხმარებლო კალათაში შესული 305 დასახელების პროდუქტიდან და მომსახურებიდან 270 შემთხვევაში ფასები გაიზარდა, 10 დასახელების პროდუქტზე უცვლელად შენარჩუნდა 25 შემთხვევაში კი შემცირდა.   ბოლო ერთ წელიწადში თევზის კონსერვი და მოხარშული ძეხვი 13-13 პროცენტით გაძვირდა, შოკოლადი, ნიგოზი, ბანანი და კარაქი 14-14 პროცენტით, შებოლილი ხორცი 16%-ით, სულგუნი...


მსგავსი სიახლეები

up