თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ადასტურებს, რომ  საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა  მაღალ ნიშნულზეა  - დავით ზალკალიანი

თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მაღალ ნიშნულზეა - დავით ზალკალიანი

access_time2020-07-22 19:25:26

„აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზეა როგორც არასდროს."- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტის დამტკიცების შეფასებისას განაცხადა.

 

 

მინისტრის თქმით, დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და ხაზს უსვამს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მდგრადობის ამაღლებისა და შეკავების გაძლიერებისთვის, ლეტალური და არალეტალური შესაძლებლობებით საქართველოს დახმარებისა და რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას. აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, დოკუმენტის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მზადყოფნის ხელშეწყობას, ნატო-ს ძალებთან ურთიერთავსებადობის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოსა და შავი ზღვის სხვა რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ჩართულობის გაძლიერებას.

 

 

ამასთან, მინისტრის განცხადებით,  აქტის ამოქმედებიდან 180 დღის განმავლობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, ევალება კონგრესს მიაწოდოს ანგარიში  - საქართველოში (ასევე, უკრაინაში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია აღნიშნული ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უცხო ძალების მიერ მოკლულ პირთა რაოდენობის შესახებ და ასევე, ანგარიში აშშ-ის მიერ ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორებისათვის, მათ შორის საქართველოსთვის ეკონომიკური ან მსგავსი სახის სხვა დახმარების შესახებ.

 


 

მინისტრის შეფასებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობა ორი ქვეყნის ურთიერთობებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, რაც გამყარებულია როგორც კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, ისე აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით, დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი სენატში პროცედურებს ასევე წარმატებით გაივლის "მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კანონპროექტი, რომელიც სენატში გადაინაცვლებს, ასეთივე წარმატებით გაივლის პროცედურებს და მიღებული იქნება სენატის ვერსია, იმისთვის, რომ ის საბოლოოდ იქცეს კანონად"- აღნიშნა მინისტრმა.

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი (NDAA)  2021 წლის 21 ივლისს დაამტკიცა, რომელშიც აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა. დოკუმენტში, როგორც ევროპული უსაფრთხოების ნაწილი, საქართველო მოაზრებულია, აშშ-ის ფასეულ პარტნიორად.

 

 

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს აღნიშნული კანონპროექტის სენატის ვერსიის (NDAA FY21 S.4049) განხილვა. კანონის მიღებამდე ორივე პალატა საკუთარ  ვერსიებს  შეაჯერებს, რაც გადაეგზავნება აშშ-ს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up