TAV GEORGIA-ს ადგილობრივი მენეჯერი პირველად ეყოლება

TAV GEORGIA-ს ადგილობრივი მენეჯერი პირველად ეყოლება

access_time2021-06-24 14:50:33

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ს თეა ზაქარაძე უხელმძღვანელებს. “ავიანიუსის“ ინფორმაციით, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე თეა ზაქარაძე 23 ივნისს დაინიშნა, რომელიც 2005 წლიდან კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ბოლო 10 წელი კი გენერალური მენეჯერის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

TAV Georgia TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.

 


2017 წელს TAV Georgia ქვეყნის ერთ-ერთ უმსხივილეს ინვესტორ კომპანიად დაასახელეს.  TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1380 თანამშრომელი.

 






ევრო აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა

ევრო აშშ დოლართან გათანაბრების ზღვარზეა
access_time2022-05-15 17:21:07
ევრო 20 წლის განმავლობაში პირველად აშშ დოლართან გათანაბრების...

კრიპტო თაღლითობის სავარაუდო სქემები გაშიფრეს

კრიპტო თაღლითობის სავარაუდო სქემები გაშიფრეს
access_time2022-05-15 23:00:31
საერთაშორისო საგადასახადო ორგანოებმა დაადგინეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული პოტენციური დანაშაულები, მათ შორის ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს $1 მილიარდიანი თაღლითური...

რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა

რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა
access_time2022-05-15 22:00:16
გასულ თვეში რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა, რადგან სანქციებმა გაანადგურა ადგილობრივი წარმოება და უცხოური მწარმოებლების უმეტესობამ შეწყვიტა საქმიანობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის...

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა

საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები შემცირდა
access_time2022-05-15 19:00:28
მაღალი ინფლაციის ფონზე საპენსიო ფონდის რეალური ამონაგები...

საქართველოში მეორადების იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ second hand-ს

საქართველოში მეორადების იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა - სად ვყიდულობთ second hand-ს
access_time2022-05-15 18:00:24
საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში 6,270 მლნ აშშ დოლარის (2,293 ტონა) ე.წ   second hand-ის იმპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი...


მსგავსი სიახლეები

up