„თაუერები,“ Park Inn by Radisson–ი და Golden tulip–ი – თბილისში სამი მასშტაბური პროექტი განხორციელდება

„თაუერები,“ Park Inn by Radisson–ი და Golden tulip–ი – თბილისში სამი მასშტაბური პროექტი განხორციელდება

access_time2016-08-18 09:34:37

საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ინვესტი" თბილისში სამი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის საინვესტიციო მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე ჯანაშვილი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, „ორბი ჯგუფთან" ერთად ყაზბეგის გამზირზე სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის ტერიტორიაზე,  თაუერების მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს. ჯანაშვილის თქმით, ამჟამად ძველი შენობის დემონტაჟი დასრულდა და პროექტირების ეტაპია, რაზეც ქართველი და უცხოელი არქიტექტორები მუშაობენ. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში აიღებენ ნებართვას და წლის ბოლომდე მშენებლობა უნდა დაიწყოს. თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, პარალელურად მიდის მოლაპარაკება ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ „ხრუშოვკების" მცხოვრებლებთან და თუ შეთანხმება მოხდა, პროექტში ამ ტერიტორიის განვითარებაც ჩაიწერება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 140 მილიონი დოლარია, პროექტის მიხედვით


120 ათას კვადრატულ მეტრზე ორი თაუერი აშენდება, რომელიც იქნება მულტიფუნქციური, შენობაში განთავსდება როგორც კომერციული ფართები ისე რამდენიმე სასტუმრო და აპარტ ოტელი. 


„ბლოკ ინვესტი"  „ საპარტნიორო ფონდთან" ერთად  სამვარსკვლავიანი სასტუმროს Park Inn by Radisson -ის პროექტზეც მუშაობს. სასტუმრო ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმრო  „თორის" ადგილზე უნდა მოეწყოს. თორნიკე ჯანაშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს ფინანსური ნაწილის დამუშავება და პროექტირება, სასტუმროს დემონტაჟი სექტემბერში უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე მომავალი წლის დასაწყისში მშენებლობაც დაიწყება.


პროექტის თანახმად, სასტუმრო 200–ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ.



სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.


რაც შეეხება მესამე სასტუმროს, ის „შერატონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. „ბლოკ ინვესტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ სასტუმროს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა გაზაფხულზე იგეგმება, სასტუმრო 80 ნომრიანია და Golden tulip-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება.


თბილისის პროექტების დასრულების შემდეგ „ბლოკ ინვესტი" სასტუმროების განვითარებას რეგიონებშიც გეგმავს.

 

 „ბლოკ ინვესტი" საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე.




წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს  რთველის სუბსიდირება, საუბარია, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში. ქართველმა მევენახეებმა უნდა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia

„კლუბის წევრებმა, დიდი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და დადგენილი წესები უნდა დაიცვან“ - World Class Georgia
access_time2020-07-09 11:30:37
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „World Class Georgia“. სპორტული დარბაზის მარკეტინგის დირექტორი ნინი ხუროძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც „World Class“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგან დადებით პასუხს მიიღებს ფიტნეს ცენტრს მეორე დღესვე გახსნიან. ამ ეტაპზე ხუროძისთვის უცნობია როდის...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up