„თათის ბუტიკი“ 31 დეკემბერს მომხმარებელს სიურპრიზს ჰპირდება

„თათის ბუტიკი“ 31 დეკემბერს მომხმარებელს სიურპრიზს ჰპირდება

access_time2017-12-30 21:00:19

ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია „თათის ბუტიკი“ ბაზარზე დაახლოებით ორი წლის წინ გამოჩნდა. ორი მეგობრის მიერ დაწყებული ბიზნესი უკვე გაფართოვდა და საბავშვო ხაზის მაღაზია „თათის ბუტიკი ქიდსი“ გახსნა.



როგორც „თათის ბუტიკის“ მფლობელი თათია მელუა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მომავალი წლის მარტში „გლდანი მოლში“ დიდ მაღაზიას გახსნიან, რომელშიც ქალისა და ბავშვების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ერთად იქნება თავმოყრილი. ამჟამად კი მათ  ჭავჭავაძის 34 ნომერში მდებარე „პიქსელის“ სავაჭრო ცენტრში ორი მაღაზია აქვთ.




 „თათის ბუტიკი“ გაფართოებას რეგიონის მასშტაბითაც გეგმავს. მანამდე კი, საახალწლოდ 31 დეკემებერს მომხმარებლისთვის სიურპრიზი აქვთ მომზადებული.


- თათია, როგორ დაიწყეთ ბიზნესი და რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ, სანამ აქამდე მოხვიდოდით?


- ბიზნესი დაახლოებით ორი წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა ნატო გაბელაიამ ერთად დავიწყეთ. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მაღაზია, სადაც  იქნებოდა კარგი გარემო, პროდუქციის დიდი არჩევანი და მისაღები ფასები. ონლაინ გაყიდვებით დავიწყეთ. პროდუქციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით, ონლაინ ვყიდდდით. თავიდანვე მაქსიმალურად ორიენტირებულები ვიყავით, რომ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩენილიყო. ბიზნესის წამოწყება მარტივი არ ყოფილა. თავდაპირველად საბანკო სესხები ავიღეთ, მეგობრებიც დაგვეხმარნენ. რთული გზა გამოვიარეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით. ვცდილობთ, არ გავჩერდეთ, გავფართოვდეთ და წინ წავიდეთ.






კონკრეტულად რა სირთულეები გხვდებათ ამ ბიზნესში?


  არ არის მარტივი ასეთი ბიზნესის კეთება. ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ძირითათად ამერიკიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, ინგლისიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოგვაქვს.  ზოგჯერ პროდუქცია თავად ჩამოგვაქვს, ზოგჯერ ვიწერთ. როდესაც ვიწერთ, უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, რადგან ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის ზომები და ხარისხი ყოველთვის არ არის ისეთი, როგორიც ფოტოზე. ჩვენ არ გვინდა, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩეს, ამიტომაც ასეთ შემთხვევებში თუ პროდუქცია უხარისხოა, ახლით ვცვლით.




  კონკურენციასაც აუცილებლად უნდა შევეხოთ. არის თუ არა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია?


  ბაზარზე არის როგორც ჯანსაღი, ასევე არაჯანსაღი კონკურენცია. ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. არის ბევრი ისეთი მაღაზია, რომელიც ძალიან მომწონს, კარგი პროდუქცია აქვთ და ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას ვუწევთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ. ერთხელ, დიდი ტვირთი ჩამოგვივიდა. ჩემი გადაღებული ფოტო „ფეისბუქიდან“ მოიპარეს და თავიანთი მაღაზიის გვერდზე გამოაქვეყნეს, თითქოსდა ეს ტვირთი მათი იყო. ასევე, ჩვენს მოდელებს, რომლებიც ფოტოსესიებში იღებენ მონაწილეობას და ჩვენთან კონტრაქტი აქვთ დადებული, სხვა მაღაზიები ურეკავენ და უნდათ, რომ გადაიბირონ. ჩვენ არ გვინდა სხვა მაღაზიასთან გაგვაიგივონ, ამიტომაც არაჯანსაღი კონკურენციის საკითხი ყველაზე მეტად გვიშლის ხელს.




  „თათის ბუტიკის“ პრუდუქცია მომხმარებლის რა სეგმენტზეა გათვლილი?


  ყველა სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენთან შოპინგობენ როგორც თინეიჯერები, ასევე ასაკოვანი ადამიანები. ფასები საკმაოდ მისაღებია. დაბალი ფასები არ არის, თუმცა არც მაღალია.


  ახალი წლისთვის რა შეთავაზებები გაქვთ მომხმარებლისთვის?


  18 დეკემბრიდან თითქმის სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. 31 დეკემბერს კი დილის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩვენთან მოსული მომხმარებელი ნივთის საფასურის გადახდამდე, ფასდაკლების სპეციალურ ბარათს მიიღებს. ეს იქნება 20, 30, 40 და 50%-იანი ფასდაკლების ბარათები. შესაბამისად, მომხმარებელი თავისით აირჩევს ფასდაკლებას.



რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ბიზნესის გაფართოებას გეგმავთ?


  რეგიონების ათვისებას ვგეგმავთ. პირველ რიგში, ბათუმში გვინდა მაღაზიის გახსნა, რადგან ბათუმს თითქმის ყოველდღე ვემსახურებით. ისინი პროდუქციას ონლაინ უკვეთავენ. შეკვეთიდან ორ სამუშაო დღეში ან უფრო ადრე, კურიერს მათთან შეკვეთილი ნივთი მიაქვს. მეორე წელია, რაც მაღაზია გვაქვს და მომხმარებელს თავი შევაყვარეთ, რადგან პროდუქციას  სწორად ვაწოდებთ. ამისთვოს ბევრს ვშრომობთ. ყოველი ახალი პროდუქციის ჩამოსვლისთანავე, ფოტოსესიას ვაწყობთ. ჩვენს ფოტომედელებს სხვადასხვა „ლუქებს“ ვარგებთ და შემდეგ ფოტოებს სოციალურ ქსელში (fb: Tati’s Boutique)  და ვებსაიტზე ვანთავსებთ. ამგვარად მომხმარებელს საქმეს ვუადვილებთ და მათ უფრო მარტივად შეუძლიათ შეარჩიონ საუკეთესო „ლუქი“. მომავალი წლის მარტში „გლდანი მოლში“ დიდ მაღაზიას გავხსნით, სადაც ქალისა და ბავშის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი ერთად გაიყიდება. ამჟამად ჩვენი მაღაზიები „პიქსელის“ შენობაშია. ერთი მაღაზია მხოლოდ ქალის პროდუქციას ყიდის, მეორე კი ნულიდან ათ წლამდე ბავშვების პროდუქციას. უკვე ჩაშვებულია ჩვები ვებ საიტიც www.tatisboutique.ge , საიდანაც შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ვიზა ან მასტერქარდით პროდუქციის შეძენა.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი


 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up