ტარიფების მატებასთან ერთად პური დაპატარავდება

ტარიფების მატებასთან ერთად პური დაპატარავდება

access_time2018-01-08 16:48:20

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მატება პურის ბაზარზე თავისთავად აისახება.


მისი თქმით, პურის თვითღირებულებაში ფქვილს 60% უჭირავს, წისქვილები დიდი მოცულობის ელექტროენერგიას იყენებენ, ცხობა კი გაზზე ხდება, ანუ თუკი წისქვილი ფქვილის ღირებულებას გაზრდის, ამას ცხობის გაზრდილი ხარჯიც დაემატება.


დოლიძის აზრით ეს “ბაზარზე პურის ფასის მატებას არ გამოიწვევს, თუმცა ყველა მიმართავს მწარმოებლის ხერხს, გაზრდილი ხარჯების შესაბამისად შეამციროს პურის მასა”.


მალხაზ დოლიძის თქმით, 2016 - 2017 წლებში ქვეყანას გაუმართლა, საქართველოშიც და რუსეთშიც, რომელიც საქართველოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორია, მოსავალი კარგი იყო და ფასიც შესაბამისად სტაბილური. 1 ტონის ფასი დაახლოებით 34-35 ლარი იყო. ამან კი განაპირობა ის, რომ პურის ფასი არ გაიზარდა.



ქვეყანას პრობლემა მაშინაც ექმნება როცა რუსეთში მოსავალი არაა, რადგან ბაზარზე კონკურენცია მცირდება და წისქვილები ფქვილის ფასს 60 ლარამდე ზრდიან. ქვეყანა ყოველ წელს დაახლოებით, 800,000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საქართველო კი მხოლოდ 300,000 ტონას აწარმოებს.


დოლიძის თქმით, 2017 წელს კომპანიებმა “ქამრები უკვე შემოიჭირეს”, ზოგიერთს თანამშრომელთა შემცირებაც მოუწია და საკუთარი ხარჯები რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, მათაც შეკვეცეს.


“სხვა გზა არ გვქონდა”, - აღნიშნავს დოლიძე.


 GBC




ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up