ტარიელ ონიანი ესპანურ ციხეს მალე დატოვებს

ტარიელ ონიანი ესპანურ ციხეს მალე დატოვებს

access_time2020-02-02 13:00:22

რუსეთის მიერ ესპანეთისთვის კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის გადაცემის პირობა იყო უარის თქმა მის გასამართლებაზე ფულის გათეთრების ბრალდებით, შესაბამისად, მაფიოზს ელის მხოლოდ მოკლევადიანი პატიმრობა, შემდეგ კი ის შეძლებს ცხოვრებას ესპანეთში.

კარგად ინფორმირებული წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მადრიდსა და მოსკოვს შორის ექსტრადიციის თაობაზე დაიწყო 2019 წლის აპრილში, როდესაც ამოიწურა მისი რუსულ ციხეში ყოფნის საკმაოდ დიდი ვადა - 8 წელი.

განთავისუფლების შემდეგ ის ისევ დააკავეს საექსტრადიციო პატიმრობაში, თუმცა, მოლაპარაკებები ესპანურ მხარესთან მიმდინარეობდა ძალიან რთულად.

ესპანელებმა გამოუგზავნეს რუს კოლეგებს მასალები იმის შესახებ, რომ ონიანს ბრალდებოდა მონაწილეობა დანაშაულებრივ დაჯგუფებაში და ფულის გათეთრებაში - თანაც, მეორე პუნქტი ისჯება ბევრად უფრო მკაცრად, ვიდრე პირველი, და ითვალისწინებს 8-წლიან პატიმრობას.

თუმცა, რუსეთის პროკურატურამ, მასალების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ ბრალდებას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები ონიანის ფულის გათეთრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსკოვი თანხმდებოდა ექსტრადიციაზე  იმ პირობით, რომ ქურდს გაასამართლებდნენ მხოლოდ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობის გამო.

მადრიდი დიდხანს არ თანხმდებოდა ამ პირობაზე, თუმცა, საბოლოო ჯამში მას მოუწია დათმობაზე წასვლა.

2019 წლის ოქტომბერში ონიანი გადასცეს ესპანეთს  - ამ ეტაპზე ხდება მის მიმართ წაყენებული ბრალდების გადაკვალიფიცირება რუსულ მხარესთან შეთანხმების პირობების შესაბამისად - დარჩენილი მუხლების მიხედვით, კანონიერ ქურდს მოუწევს ყოფნა ციხეში 2-დან 4 წლამდე,.

ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ საექსტრადიციო და წინასწარ პატიმრობაში გატარებული დროს, ონიანი სულ მალე დატოვებს ციხეს.


არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება - რუსეთში აღიარეს, რომ ონიანმა მიიღო რუსული პასპორტი უკანონოდ, და ესპანეთში ის იმყოფება როგორც ადამიანი მოქალაქეობის გარეშე. ესპანური კანონების თანახმად კი, თუ პირი მოქალაქეობის გარეშე გასამართლდება ესპანეთში, განთავისუფლების შემდეგ მას აქვს უფლება დარჩეს ქვეყანაში საცხოვრებლად.

როგორც ჩანს, ექსტრადიცია ესპანეთში აღმოჩნდა ონიანისთვის საუკეთესო გაგრძელება რუსეთში მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ.

ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში, ონიანის განთავისუფლებამდე მცირე ხნით ადრე, მისი გარემოცვა, მათ შორის დიდი ფულის გამოყენებით, შეეცადა მიეღწია ქურდის ექსტრადიციას საქართველოში, საიდანაც ის უპრობლემოდ გაემგზავრებოდა თურქეთში, სადაც ცხოვრობს რამდენიმე მისი კოლეგა.

თუმცა, რუსულმა მხარემ მიიღო სხვა გადაწყვეტილება - ონიანი გადასცეს ესპანეთს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისთვის საუკეთესო პირობებით.

ექსტრადიცია მოხვდა 2019 წლის 23 ოქტომბერს, რის შემდეგაც ჩატარდა ესპანეთის ეროვნული სასამართლოს სხდომა აღკვეთის ზომის თაობაზე. კანონიერ ქურდის ადვოკატები მოითხოვდნენ ონიანისთვის, რომელმაც გაატარა საექსტრადიციო პატიმრობაში რუსეთში 8 თვე, შიდა პატიმრობას სხეულზე საკონტროლო მოწყობილობის დაყენებით.

მათ ასევე წარადგინეს ცნობა, რომ ნათესავებმა უკვე იქირავეს ბინა ბარსელონაში.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ტარიელ ონიანი არის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს. სასამართლოზე ითქვა, რომ 2005 წელს, როდესაც ესპანეთში ჩატარდა სპეცოპერაცია ონიანის დაჯგუფების წინაამღდეგ, მან მოახერხა გაქცევა თითქმის პოლიციელების ცხვირწინ. აღინიშნა ასევე, რომ მან ამ დროს მიატოვა არასრულწლოვანი ქალიშვილი, რომელიც მოათავსეს ბავშვთა ცენტრში კატალონიაში, შემდეგ კი გადააგზავნეს რუსეთში.

შესაბამისად, სასამართლომ დატოვა ონიანი წინასწარ პატიმრობაში, და დღეს ის იმყოფება გაძლიერებული დაცვის ქვეშ ქალაქ სოტო-დელ-რეალის ციხეში.

თუმცა, რუსული მხარის უცნაური ჰუმანურობის წყალობით, მისი პატიმრობა არ გაგრძელდება დიდხანს.

rosbalt





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up