შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად ტაქსის კომპანიები  მუშაობას აგრძელებენ

შემცირებული მოთხოვნის მიუხედავად ტაქსის კომპანიები მუშაობას აგრძელებენ

access_time2020-04-07 16:00:32

საქართველოში საკუთარი ავტომობილის გარდა ტაქსი ერთადერთი ტრანსპორტია, რომლით გადაადგილებაც „კომენდანტის საათის“ ფარგლებში მოსახლეობას შეუძლია.  საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, კი მომსახურე კომპანიებში  ტარიფის ზრდაზე არ საუბრობენ. 


 „საგანგებო მდგომარეობისა და „კომენდანტის საათის“ ამოქმედებასთან ერთად, შემცირდა ტაქსის გამოძახების რაოდენობა“.-ამის შესახებ „კომერსანტს“ ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალურმა დირექტორიმა  თორნიკე კირკიტაძემ განუცხადა.

 

 

 „ე.წ კომენდანტის საათის გამო გამოძახების საერთო რაოდენობა, რა თქმა უნდა, შეცვლილია. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი სამუშაო ადგილი გაჩერებულია და მოსახლეობას ხშირად გადაადგილდება არ უწევს, მათი უმეტესობა სახლებში რჩება. ასეთ სიტუაციაში ტაქსიზე მოთხოვნაც შესაბამისად იკლებს.  კარგია როცა მოსახლეობა ემორჩილება არსებულ დადგენილებებს, ჩვენ, ჩვენი მხრივ ვიცავთ ყველა მოთხოვნას, მძღოლებს ხშირად ვაწვდით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს.“-ამბობს თორნიკე კირკიტაძე.

 

 


„კომერსანტის“ კითხვაზე შეიცვალა თუ არა ტაქსის მომსახურების საფასური, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ „მაქსიმი“ ითვალისწინებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და ფასებს არ ზრდის და არც მომავალში განიხილავს.  მათი ინფორმაციით, ფასები არ შეცვლილა თავად მძღოლებისთვისაც, რომლების კომპანიას მიღებული შეკვეთებიდან საკომისიოს უხდიან.

 

ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალური  დირექტორის თქმით, მათ მომსახურებას სურსათის მიწოდებისა და კურიერის მომსახურებებიც დაემატა, რაც მომხმარებელს სასურველი პროდუქციის, ხოლო მძღოლებს შეკვეთების მიღებაში დაეხმარება .

 

 ფასთან დაკავშირებული ცვლილელბები არ გაუტარებიათ, არც ტაქსის კომპანია „200-200“-ში. როგორც მისი დამფუძნებელი ნიკა ხოფერია ამბობს, კომპანიას გამოძახების ტარიფთან ერთად, არ გაუზრდია მძღოლებისთვის დაწესებული საკომისიო, რომელსაც ისინი თითოეული გამოძახებიდან იღებენ.

 

„ჩვენს კომპანიას არ გაუძვირებია არც გადაადგილების ტარიფი და არც მძღოლების. გამოძახებების რაოდენობა იგივე დარჩა. დღის მანძილზე ვინც გადაადგილდება ძირითადად ტაქსით დადიან. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუქმებას გამოძახების რაოდენობაც არ გაუზრდია. არც ველოდით ამ მაჩვენებელს, რადგან ხალხის დიდი ნაწილი სახლებშია და არსად გადის გარდა ახლო ტერიტორიებისა, სადაც ქვეითად მოზრაობენ.“-ამბობს  ნიკა ხოფერია.


ნათია ლომიძე


თეგები:
ტაქსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up