ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ

ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ

access_time2018-07-11 21:32:32

ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაგუამ განმარტა, ტაქსის მძღოლებს არ ექნებათ არანაირი საგადასახადო და სალარო აპარტის ქონის ვალდებულება. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შევიდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რომლის თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობებით დაკავებული პირები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ.

 

როგორც ცნობილია, თბილისის მერია 2018 წლის შემოდგომიდან ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს. „ტაქსის მძღოლები, შესაძლოა, დარეგისტრირდნენ ე.წ. მიკრომეწარმეებად, რომლებსაც არანაირი საგადასახადო ვალდებულება არ ექნებათ, ასევე არ ექნებათ სალარო აპარტის ქონის ვალდებულება და მათი საქმიანობა გათავისუფლებული იქნება ყველა გადასახადისგან. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პირებს სამოქალაქო კოდექსის ბოლო რეგულაციით გარკვეული შეზღუდვები არ შეექმნათ სესხზე წვდომასთან დაკავშირებით. ამ პირებს საშუალება ექნებათ დაადეკლარირონ თავიანთი შემოსავალი, გადასახადები არ გადაიხადონ და სალარო აპარატის ქონის ვალდებულებაც არ ექნებათ. ტაქსის მძღოლებისთვის მიკრომეწარმეებად დარეგისტრირება იქნება ნებაყოფლობითი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომხიბლავი საგადასახადო რეჟიმი მათთვის მიმზიდველი იქნება“, - განაცხადა გაგუამ.








„m2 უძრავი ქონება“ და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ

„m2 უძრავი ქონება“  და კომპანია „ცენტრ-პოინტი“ ჯერ ვერ შეთანხმდნენ
person access_time2018-07-23 15:23:00
m2 უძრავ ქონებასა“...

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს ითხოვს

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციისთვის თბილისის განვითარების ფონდი დამატებით 11 მილიონ ლარს  ითხოვს
person access_time2018-07-23 12:05:00
,,თბილისის განვითარების ფონდი“ ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და მიმდებარე ტერიტორიების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დამატებით, 11 მილიონ ლარს ითხოვს გამარტივებული შესყიდვის უფლებით. როგორც ფონდში აცხადებენ გასულ წელს გამოყოფილი თანხის ოდენობა (52 მლნ. ლარი) საკმარისი არ აღმოჩნდა.   ფონდში ასევე აცხადებენ, თავის დროზე გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის, რადგან შენობების მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე წინასწარი შეფასებით...

აქციზის გაძვირებამ საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა

აქციზის გაძვირებამ  საწვავის ფასი 25 თეთრით გაზარდა
person access_time2018-07-23 13:33:00
„კომერსანტს“ კომპანია „ლუკოილ ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილემ შავლეგ მიშველაძემ განუცხადა, რომ ბოლო ერთ თვეში მათ საცალო ქსელში საწვავი 3 თეთრით გაძვირდა. ნავთობიმპორტიორი საწვავზე ფასის ზრდის სამ მიზეზს...

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან რეგიონები შეურთდებიან

სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს - აქციას ხვალიდან  რეგიონები შეურთდებიან
person access_time2018-07-23 13:32:05
ტყიბულელი მეშახტეების აქცია დღეს დასრულდა, თუმცა მათი თქმით ხვალიდან პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და აქციას შეურთდებიან გაერთიანებული პროფკავშირები, ჭიათურელი მაღაროელები,ზესტაფონის ფეროს, ქსნის და რუსთავის ქარხნების თანამშრომლები.   ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე და მთავარი ინჟინერი გიზო...

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება

„მწვანე ზრდის ფონდისა“ (GGF) და „კრისტალის“ თანამშრომლობის შედეგად საქართველოში ენერგოეფექტურობის დაფინანსება იზრდება
person access_time2018-07-23 12:03:44
• „მწვანე ზრდის ფონდის“ (GGF) მიერ პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გაცემული კრედიტი 1.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც სოფლის მოსახლეობასა და ფერმერებს ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი სიახლეების დანერგვაში უნდა დაეხმაროს. • პროგნოზის მიხედვით, GGF-ის კრედიტით დაფინანსებული ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი ღონისძიებები წელიწადში 2,620 მვტ.სთ-ზე მეტ ენერგიას დაზოგავს და ნახშირორჟანგის ემისიას...


მსგავსი სიახლეები

up