ტაქსის მძღოლები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ - „იქნებ ეს რეგულაციები კარგია და ჩვენ ვერ ვხვდებით“

ტაქსის მძღოლები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ - „იქნებ ეს რეგულაციები კარგია და ჩვენ ვერ ვხვდებით“

access_time2019-03-27 19:00:56

ტაქსის მძღოლების აქცია პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. საპროტესტო აქციას, რომელიც თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ ტაქსების რეფორმას ეწინააღმდეგება, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. შელაპარაკების შედეგად დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატებთან და აქციის რამდენიმე მონაწილესთან ერთად იმყოფება.



აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ახალი რეგულაციების გადავადებას, რომელიც ტაქსების თეთრად გადაღებვასა და ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ორჯერ ჩატარებას გულისხმობს.



საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი სიამაშვილი „კომერსანტთან“ მძღოლების პროტესტის ძირითად მიზეზებსა და მთავარ მოთხოვნებზე საუბრობს: „ჩემი აზრით, მანქანები არ უნდა გადაიღებოს. მერია კი არ მოდის ჩვენთან შესახვედრად და არ გვესაუბრება, იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით და ეს რეგულაციები კარგია. არც დღეს და არც სხვა დღეებში არავინ შემოგვხმიანებია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოლაპარაკება არის ურთიერთობის ფორმა და ალაგებს ყველა სიტუაციას,“ - ამბობს გიორგი სიამაშვილი.



რუსთაველზე და შემდეგ უკვე პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციას ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გუგავა დედაქალაქის მთავრობის რეგულაციების გაუქმებას მოითხოვს და აცხადებს, რომ თბილისის მერს ფინანსური მოტივი ამოძრავებს.




„მთავარი მოთხოვნაა იმ უსამართლო რეგულაციების გაუქმება, რომლებიც კალაძემ დააწესა. მას უნდა, ამ ტაქსის მძღოლებს წაართვას სამუშაო ადგილები, რადგან უკვე შექმნილი აქვს ტაქსების კომპანია და სურს მონოპოლიური გზით თვითონ განახორციელოს ეს ბიზნესი. პირველ რიგში, საკუთრების შელახვაა ავტომობილის გადაღების მოთხოვნა, ამას ბევრი არ მიესალმება. ახალი რეგულაციებით, ბევრი ადამიანი დაკარგავს შემოსავალს. თბილისში 50 000-მდე ტაქსი მოძრაობს და მათ უკან დგას შვილები, ოჯახის წევრები,” – აცხადებს გუგავა „კომერსანტთან“.



ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ტაქსის კომპანიის დამფუძნებელმაც დააფიქსირა.


„200 200“-ის დირექტორი ნიკა ხოფერია თბილისის მერიის ახალ რეგულაციებს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ მათი დანერგვა დედაქალაქში ტაქსების სიმრავლის პრობლემასაც მოაგვარებს და კომპანიებზეც დადებითად აისახება.


„ტაქსის კომპანიების მომსახურების ხარისხი გაიზრდება, მომსახურების ტარიფთან ერთად. თუ კომპანიას შემოსავალი დღეში 1000 ლარი ჰქონდა, ახლა 1500-1700 ლარი ექნება. კერძო ტაქსისთვის, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ კომპანიის შემთხვევაში, თანამშრომლები უკეთეს პირობებში იქნებიან. ეს რეგულაცია ასევე მოაწესრიგებს ტაქსების სიმრავლით გამოწვეულ პრობლემას.“



როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს A და B კატეგორიის ტაქსები მოემსახურება. თეთრ ტაქსებს A კატეგორია მიენიჭებათ. მათ მერია ტაქსის მანათობელ ნიშანს, წარწერით „TAXI თბილისი“, უფასოდ გადასცემს.


მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ კი ტაქსებს მხოლოდ იმ მძღოლებს გადაუღებავს, რომლებიც თანახმა იქნებიან, კომპანიის რეკლამა ავტომანქანაზე 2 წლის განმავლობაში განათავსონ.


B კატეგორიის ტაქსებს შეეძლებათ მგზავრების აპლიკაციებითა თუ ქოლცენტრების მეშვეობით მომსახურება. ამავდროულად, B კატეგორიის ტაქსები, A კატეგორიისგან განსხვავებით, ტაქსის ნიშნის ტარებასა და მგზავრის ქუჩიდან აყვანას ვერ შეძლებენ.





არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს

რუსეთი სპორტული ოლიმპიადებიდან და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მოხსნეს
access_time2019-12-09 14:42:26
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებზე, მათ შორის ოლიმპიადებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე 4 წლით აუკრძალა მონაწილეობის მიღება.ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია WADA-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისობის კომიტეტის რეკომენდაცია ერთხმად დაკმაყოფილდა,- ნათქვამია...

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად იყიდება

ლონდონში რუსი მილიარდერის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები 20-50 ფუნტად  იყიდება
access_time2019-12-09 18:15:33
ლონდონში, მილიარდერ ევგენი ჩიჩვარკინის ღვინის მაღაზია „ჰედონიზმში“ „ბადაგონის“ და „ლაგვინარის“ ღვინოები შედის. ამის შესახებ „კომერსანტს“ დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა ბერდია ყამარაულმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, Cenimex-Georgian Wine Club (London)-სენიმექსი-ლონდონის ქართული ღვინის კლუბი დიდი ბრიტანეთში ქართული ღვინის ექსპორტს ახორციელებს, ჩიჩვარკინის კომპანიის მიმწოდებელიც მისი...


მსგავსი სიახლეები

up