ტაქსის კომპანიების წინააღმდეგობის მიუხედავად, მომხმარებლების უმრავლესობა სფეროს რეგულაციას ითხოვს

ტაქსის კომპანიების წინააღმდეგობის მიუხედავად, მომხმარებლების უმრავლესობა სფეროს რეგულაციას ითხოვს

person access_time2016-04-12 09:22:30

ტაქსით მომსახურების სფეროში თბილისის მერია რეგულაციების შემოღებას იწყებს. თავად ტაქსის კომპანიებსა და კერძო "ტაქსისტებს" შორის აღნიშნული ინიციატივა წინააღმდეგობას იწვევს. ისინი ცდილობენ, ინიციატივას საკუთარი არგუმენტები დაუპირისპირონ, თუმცა ეს არგუმენტები დამატებითი დასტურია იმის, რომ ეს სფერო რეგულაციებს საჭიროებს. კერძოდ, ტაქსის კომპანიებში, რომლებსაც "კომერსანტი" ესაუბრა, აცხადებენ, რომ არ უნდა შეიზღუდოს ძველი, 2000 წლამდე გამოშვებული ავტომობილების გამოყენება ტაქსით მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ამბობენ, რომ რეგილაციები მომსახურების ტარიფს გააძვირებს, შექმნის მონოპოლიის საფრთხეს და ა.შ. თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ სოციალურ ქსელებში აღნიშნულ თემაზე გამოხმაურებებს, ნათელია, რომ ტაქსების სფეროს რეგულაცია საზოგადოების მოთხოვნაა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტარიფები გაიზრდება: მომხმარებლების დიდი ნაწილი აფიქსირებს, რომ თუ ტაქსით მომსახურების ხარისხი და უსაფრთხოება გაუმჯობესდება, მზად არიან ამ სერვისში უფრო ძვირი გადაიხადონ.

 

როგორც ცნობილია, 2017 წლიდან თბილისში ტაქსების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. მერიის ინიციატივის მიხედვით, 2017 წლიდან უნდა დაიწყოს ტაქსების რეგისტრაცია, რის შემდეგაც, მათთვის შეიქმნება შესაბამისი რეგლამენტი, ანუ ის მოთხოვნები, რაც ტაქსის მძღოლებმა და მათმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა უნდა დააკმაყოფილონ.


„ტაქსის რეგულაციის ნაწილში, რაც ეხება ავტომობილის გამართულობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სავალდებულო რეგულაცია დაემთხვეს საყოველთაო ტექნიკური დათვალიერების შემოღების პროცესს, ამ ნაწილში ჩვენ დამატებით მოთხოვნებზე რომ არ გავაკეთოთ აპელირება, ეს დაემთხვევა იმ პერიოდს როცა ქვეყანაში იქნება ისედაც ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო," - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე.


„კომერსანტი" დაინტერესდა თავად ბაზრის მოთამაშეების პოზიციით, ეთანხმებიან თუ არა თბილისის მერიის ინიციატივას, მისაღებია თუ არა მათთვის ის კონკრეტული რეგულაციები, რასაც მერია სთავაზობთ? თავად ტაქსის კომპანიები ამბობენ, რომ მათთვის დამატებითი რეგულაციების დაწესება პოტენციური რისკია, რადგან, მათივე თქმით, ამან შესაძლოა სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვიოს, ასევე შესაძლოა ბაზარი მკვეთრად შემცირდეს, ან რაც ყველაზე რეალურია - გაიზარდოს მომსახურების საფასური.


„ომეგა ტაქსის" ხელმძღვანელი ვანო თოდუა აცხადებს, რომ რეგულაციების დაწესება იდეალური ვარიანტია, თუმცა, აუცილებელია მერიის მხრიდან ამ რეგულაციების სწორად ჩამოყალიბება. მისი თქმით, ის რაც დღემდე მერიის მიერ არის ნათქვამი, არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც საქართველოშია.


თოდუასთვის მიუღებელია რეგულაციის დაწესება მანქანების წლოვანების მიმართულებით. მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მერია ტაქსების კომპანიებისთვის ევრო 3-ის სტანდარტის (2000 წელი და ზევით) დაწესებას აპირებს, რაც მისი მტკიცებით, გაუმართლებელია.



„საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც ევრო 3-ის სტანდარტი უნდა შემოიღო და რატომ ვითხოვთ ამას, გაურკვეველია. ჩვენ ევრო 1-ის სტანდარტის გზებიც კი არ გვაქვს, ევრო-3-ის სტანდარტის მანქანა კი ამ გზაზე ვერასოდეს ვერ ივლის. ამ კონკრეტული რეგულაციის ამოქმედება, პირველ რიგში ხალხზე აისახება, მათთვის იქნება ტაქსის სერვისი მიუწვდომელი. ამ ეტაპზე ტაქსის სერვისი პირდაპირ მორგებულია ხალხზე და გადაადგილების კომფორტულ და იაფ საშუალებად არის მიჩნეული, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებშია. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ კი ეს ვითარება უარესობისკენ შეიცვლება,"-აცხადებს თოდუა.

 

მისი თქმით, არის რეგულაციების ნაწილი, რომლის ამოქმედებაც აუცილებელი და საჭიროა. თოდუას შეფასებით, დღეს არსებული ტაქსოპარკი გაცხრილვას საჭიროებს. კერძოდ, რეგულაციები უნდა შეეხოს მძღოლების ქცევას, ქალაქის ცოდნას, ტექდათვალიერებას,  ფასებს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ტაქსის მომსახურების საფასურს გააძვირებს.


რეგულაციების გარკვეულ ნაწილს ეთანხმება ტაქსის კომპანია 200-200-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია. მისი თქმით, ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება აუცილებელია, თუმცა, დღევანდელ პირობებში შეუძლებელი. კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ტაქსოპარკის 95 პროცენტი გაზის ბალონებზე მუშაობს, ამ დროს კი არ არსებობს აკრედიტირების ორგანო, რომელიც გაზზე მომუშავე ავტომანქანებს შეამოწმებს. „აქედან გამომდინარე, გაურკვეველია, როგორ აპირებს მთავრობა ამ რეგულაციის შემოღებას. აქამდე შემმოწმებელი ორგანო ვერ ამოქმედდა და ვერც ამოქმედება. ამით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა."-აცხადებს ხოფერია.


მისი თქმით, ტაქსების ლიცენზირება ბაზრის მონოპოლიზებას გამოიწვევს, დაარღვევს მოთხოვნა-მიწოდებას და ტაქსები დეფიციტი გახდება. "თუ ლიცენზიას მხოლოდ კომპანიებზე გასცემენ, მაშინ ასეთი კომპანია სულ 2-3 იქნება, რომელთა ავტოპარკი ჯამში 100 თუ იქნება. ეს უკვე დეფიციტი იქნება. ახლა კი სფერო ბუნებრივ რეგულაციაშია"-აცხადებს ხოფერია.

 

მისივე განმარტებით, რეგულაციების უმრავლესობა მომსახურების საფასურს გააძვირებს, შესაბამისად, ბაზარი „მოკვდება“, რადგან ამ ღირებულების გადახდის საშუალება ბევრს არ ექნება. ხოფერია აქედან ერთერთ გამოსავლად დაზღვევის სისტემის ამოქმედებას მიიჩნევს. „მთელ მსოფლიოში დაზღვევა მუშაობს. ჩვენთან კი ტაქსს არცერთი სადაზღვევო კომპანია მაღალი რისკის გამო არ აზღვევს, ან თუ აზღვევს, ძალიან მაღალი ტარიფით"-აცხადებს ხოფერია.

 

„ელიტ ტაქსის" დამფუძნებელი ლევან გაგუნაშვილი აცხადებს, რომ ტექდათვალიერება და ლიცენზირება აუცილებელია, თუმცა, გარკვეულ ჩარჩოებში, ისე, რომ ამან მძღოლის შემოსავალზე არ იმოქმედოს.


„ყველა ეს რეგულაცია ტაქსის მომსახურებას გააძვირებს. ყველას ვისაც სურს, ტაქსაობს. ასე არ შეიძლება. ყველა მძღოლს მანქანა გამართული უნდა ჰქონდეს, თუმცა დღეს უჭირს ხალხს, შეძლებისდაგვარად აკეთებენ,"-აცხადებს გაგუნაშვილი.

 

სხვადასხვა გათვლებით, თბილისში ყოველდღიურად 50 000 - 60 000 ტაქსი მოძრაობს. 

 




Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს

Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს
access_time2021-05-16 09:55:32
Glovo პარტნიორ კურიერებს ანაზღაურების ახალ სისტემას სთავაზობს: საათების მაქსიმალურად შემცირება და ბონუსების სტრუქტურის თითოეულ შეკვეთაში გადატანა - კურიერების უსაფრთხოება და ანაზღაურების უფრო სამართლიანი სტრუქტურა Glovo მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა მულტი კატეგორული მიტანის სერვისის ინდუსტრიაში. კომპანია 26-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და თანამშრომლობს 25 000-ზე მეტ პატნიორ კურიერთან. Glovo უკვე ორ...

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი

„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა“ - არდი
access_time2021-05-16 10:00:44
„2020 წელი ბაზრის საერთო მდგომარეობით კარგი იყო, თუმცა ამ კუთხით მაინც მინდა აღვნიშნო, ის რომ ეს გამოწვეული იყო ცალკეული, რამოდენიმე, კომპანიების წარმატებით, რომელმაც ჯამურად კარგი სურათი მოგვცა, თუმცა ზოგადად სადაზღვევო კომპანიებისთვის კარგი წელი არ ყოფილა” - ამის შესახებ რადიო კომერსანტის გადაცემაში „დაზღვევის დრო გიორგი ჩაჩუასთან ერთად“ არდის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა. მისი თქმით, 2020 წელი „არდისთვის“ გამოწვევებით სავსე და ფინანსურად რთული წელი იყო....


მსგავსი სიახლეები

up