ტაქსი maxim - მოქალაქეები საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის ტაქსით სარგებლობენ

ტაქსი maxim - მოქალაქეები საქალაქთაშორისო მგზავრობისთვის ტაქსით სარგებლობენ

access_time2020-03-26 17:55:53

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების საფრთიხს გამო, 24 მარტიდან ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მოსახლეობის გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებას ტაქსი წარმოადგენს.


ტაქსის გამოძახების სერვის „მაქსიმის" ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაქსით საქალაქთაშორისო მგზავრობების რაოდენობა 15-20 პროცენტით მოიმატებს, რადგან დედაქალაქიდან რეგიონებისკენ და პირიქით, მგზავრთა რაოდენობა დიდია.


მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, კომპანია მგზავრობის ფასს არ ზრდის და ის მოსახლეობისთვის კვლავ ხელმისაწვდომად რჩება. ბაზარზე არსებულ საშუალო ფასთან შედარებით, სერვისი „მაქსიმი" მგზავრებს დაახლოებით 20 %-ით იაფად გადაადგილებას სთავაზობს. მაგალითად, თბილისიდან გორში მგზავრობა 47 ლარი ღირს; ხოლო თბილისიდან რუსთავში, კი - 22 ლარი.


„არსებულ სიტუაციაში ტაქსის სერვისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ღირსეული ალტერნატივაა. ჩვეულებრივ, ავტობუსთან შედარებით მომსახურება ძვირია, მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ ეს ინდივიდუალური მომსახურებაა და კერძო ავტომობილში სხვა ადამიანებთან კავშირი მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც ამცირებს ვირუსის გავრცელების საფრთხეს. ჩვენი სერვისის მძღოლები იცავენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მეირ გაცემულ რეკომენდაციებს" - აცხადებს თორნიკე კირკიტაძე, ტაქსის გამოძახების სერვის «მაქსიმის» რეგიონალური დირექტორი.


ასევე, შეგახსენებთ, რომ არსებული სიტუაციის გამო ტაქსებში მგზავრების რაოდენობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ეკონომი(2 მგზავრი), კომფორტი (2-4 მგზავრი), კომპაქტვენი (3 მგზავრი), მინივენი (4 მგზავრი).


გთავაზობთ ყველაზე მოთხოვნად საქალაქათაშორისო მარშრუტებს და მგზავრობის ფასებს. აღნიშნული ფასები სავარაუდოა და შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა მიზეზის (მარშრუტის გაგრძელება, ბარგის რაოდენობა, საგზაო სიტუაცია და ა.შ.) გამო.


თბილისი - გორი 47ლ. (ეკონომი)
თბილისი - ქუთაისი 135 (ეკონომი)
თბილისი - რუსთავი 21.4 (ეკონომი)
თბილისი - ზუგდიდი 205 (ეკონომი)
თბილისი - ფოთი 195 (ეკონომი)
თბილისი- ბათუმი 220 (ეკონომი)
თბილისი - თელავი 83 (ეკონომი)
თბილისი - გურჯაანი 63 (ეკონომი)
თბილისი - ახალციხე 120 (ეკონომი)
თბილისი - ამბროლაური 205 (ეკონომი)
თბილისი - ბორჯომი 92 (ეკონომი)
თბილისი - ოზურგეთი 185 (ეკონომი)




თეგები:
maxim ტაქსი



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up