„ტაქსებზე რეგულაციების შემოღება არსებული ქაოსური მოძრაობის დასარეგულირებლად აუცილებლია“

„ტაქსებზე რეგულაციების შემოღება არსებული ქაოსური მოძრაობის დასარეგულირებლად აუცილებლია“

access_time2018-02-18 14:00:31

„ტაქსებზე რეგულაციების შემოღება არსებული ქაოსური მოძრაობის დასარეგულირებლად აუცილებლია“,- ამის შესახებ ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს. როგორც ცნობილია თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე მუშაობს. ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება, პირველ ეტაპზე მოხდება ტაქსების რეგისტრაცია, დადგინდება რეგისტრაციის საფასურიც.


„რეგულაციები არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე უმუშევარი დარჩეს. ამიტომ ამას უნდა სწორად განსაზღვრა და მივესალმები, რომ ხდება სტატისტიკური ასახვა. უნდა მოხდეს იმის დადგენა, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ სფეროში, ამისთვის საჭიროა დარეგისტირება. ჩვენ გვაქვს სამი ტიპის დასაქმება ამ სექტორში: არიან ადამიანები, რომლებიც ქირაობენ მანქანას კომპანიისგან, ადამიანები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით ტაქსაობენ და ადამიანები, რომლებიც სხვაგანაც მუშაობენ და პარალელურად საღამოს საათებში ამ საქმიანობით არიან დაკავებული. აქ არ გვჭირდება უცხოური გამოცდილება, უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაზე მორგებული რეგულაციები. ჩვენ ვიცით რა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს, გვაქვს უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და აქედან გამომდინარე ორი თვითდასაქმების პერსპექტივა რჩება მოქალაქეს: ეს არის ვაჭრობა და ტაქსაობა“,-განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა.


ლავრენტი ალანიას თქმით, დაუშვებელია გაუმართავი ავტომობილები მუშაობდნენ ტაქსებზე. თუმცა  გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი.


„2018 წლიდან შემოდის ტექდათვალიერება და ეს დაარეგულირებს იმას, რომ გაუმართავი ავტომობილით არ იტაქსაონ. მაგრამ საქართველო ერთადერთი ქვეყანა დარჩა მსოფლიოში, სადაც მგზავრების გადასაყვანად იყენებენ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და ე.წ. მინივენებს, რომლებიც აუცილებლად უნდა აიკრძალოს მგზავრების გადასაყვანად“,-ამბობს ლავრენტი ალანია.



ტრანსპორტის პროფკავშირის  თავმჯდომარის განცხადებითვე, დღეს დაუდგენელია რეალურად რამდენი ადამიანია დასაქმებული ტაქსის ბიზნესში. მისივე მტკიცებით, ფასიანი  რეგისტრაციის შემოღება ტაქსების მომსახურებას არ გააძვირებს.


„დღეს რეალურად არავინ არ იცის რამდენი ადამიანია დასაქმებული ტაქსაობით... ფასიანი რეგისტრაციის შემოღება არავითარ შემთხვევაში არ გააძვირებს მომსახურებას, რადგან მათ არაფერი არ აქვთ ახლა გადასახდელი და სიმბოლური გადასახადი, რომელიც დაწესდება ისევ მათ კომფორტზე იქნება ორიენტირებული, შესაბამისად მათ უღირთ მიზერული თანხის გადახდა“,-აცხადებს ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი.


ამასთან, ლავრენტი ალანიას თქმით, იმისათვის რომ სამუშოა ადგილები არ შემცირდეს საჭიროა ტაქსის მფლობელებს გარკვეული დრო მიეცეთ.


თუ ამ ადამიანებს დროს არ მივცემთ იქნება შემცირება, მაგრამ მათ დრო აქვთ იმისთვის რომ ავტომანქანები მოაწესრიგონ ეტაპობრივად. როგორც მე მოვისმინე, ნებართვა ყველასთის გაიცემა, მაგრამ მეორე ეტაპის წესები და რეგლამენტები უნდა შეიმუშაოს მერიამ“,-ამბობს ალანია.




კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მოგება 48.5 მლნ ლარით გაიზარდა
access_time2020-01-21 12:25:30
2019 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 132,019 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 48,462 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,916 მლნ ლარით მეტია.კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის დეკემბერში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 119,103 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის ნოემბერში - 83,557 მლნ იყო. ამასთან, გასული წლის დეკემბერში, ბანკების შემოსავლებმა 452,796 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა...

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“

თემურ ბასილია: „კაზინოების ინკოგნიტო ბარათი უკვე პრაქტიკულად ფულის გათეთრებაა“
access_time2020-01-21 10:45:48
„კაზინოების ინკოგნიტო ბარათები სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ფულის გათეთრების მიმართებაში და ამიტომაც, მისი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია“-ამის შესახებ „კომერსანტს“ აშშ-ში მცხოვრებმა ფინანსისტმა, აშშ-ის საგადასახადო სამსახურის მიერ ლიცენზირებულმა ექსპერტმა თემურ ბასილიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ეხება არა მხოლოდ კაზინოსთან დაკავშირებულ ბარათებს, არამედ ყველა...

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია

ქართული მიკროავტობუსების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის ბედი გაურკვევლია
access_time2020-01-21 13:20:34
რამდენიმე თვის წინ კახა კალაძემ თბილისში მიკროავტობუსების წარმოების შესაძლო დაწყება დააანონსა.  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზე პროექტი, რომელშიც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ინვესტორი  $30 მილიონის  ჩადებას გეგმავდა. როგორც ცნობილია ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“ აწარმოებს. დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. „კომერსანტის“ კითხვაზე -ვისთან მიმდინარეობს...

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში

ინვესტიციების ქვეყნიდან ვალების ქვეყნამდე - რა გზა გაიარა საქართველომ ბოლო 3 წელში
access_time2020-01-21 10:00:32
ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი  ინვესტიციებს უჭირავს.  ჯერ კიდევ 2016 წელს საქართველოს ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა  ბიძინა ივანიშვილმა, „ ქართული ოცნების“ 4 წლიანი მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეკონომიკა ვალების ეკონომიკიდან ინვესტიციების ეკონომიკად გადააქცია. თუ „საქსტატის“ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ყოფილი პრემიერის შეფასება რეალობას არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყანაში...

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო მოძრაობის საფრთხეს...


მსგავსი სიახლეები

up