ტაქსების რეფორმა არ გადავადდება - მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლები B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ

ტაქსების რეფორმა არ გადავადდება - მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლები B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევას 2021 წლის პირველ იანვრამდე შეძლებენ

access_time2019-04-17 12:30:37


მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მძღოლებს მიეცემათ შესაძლებლობა, B კატეგორიაში ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე განახორციელონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების რეფორმის განხორციელება, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


„რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტრანსპორტის მიმართულება, რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მოწესრიგდეს. სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთია ის რეფორმა, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით გასულ წელს დავგეგმეთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს რეფორმა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნული სერვისით სარგებლობენ, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რეფორმამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო, რაც გულდასაწყვეტია. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ჩვენი ქალაქისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა უნდა იყოს. ის დამოკიდებულება და გზავნილები, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ვისმენდით, ნამდვილად არ არის მისაღები. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ძალიან დიდი მოთხოვნა აქვს, რომ აღნიშნული მიმართულება მოწესრიგდეს, ძალიან დიდი მხარდაჭერა გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, ტაქსის მძღოლებმა სპეციალური საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, რომელთანაც აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. შეხვედრების დროს, მძღოლების თხოვნა იყო, რომ მერიას მათთვის დროებით,გარკვეული შეღავათები დაეწესებინა.



„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მოსაზრებები გავითვალისწინეთ.რასაკვირველია, ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება და მის გადავადებას არ განვიხილავთ. რეფორმის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიც არის ვადა - პირველი ოქტომბერი, ვიზუალური მხარე - თეთრიფერი, მერიის მიერ უფასო მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა, ინტერიერის ქიმიური წმენდისა და ავტომანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რასაც საინიციატივო ჯგუფის თხოვნით ფირის გადაკვრის ვაუჩერები დაემატა, თითოეული ეს დეტალი ძალაში რჩება. მძღოლებს ექნებათ ალტერნატივადა უნდათ გადაღებვის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - ფირის. აქვე მინდა მოვუწოდო ტაქსის ყველა იმ მძღოლს, რომელმაც უკვე აიღო ვაუჩერი, დროულად მიმართონ შესაბამის უწყებას, რათა მათი განაღდება მოხდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.


მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს ეხება, 2020 წლის ბოლომდე გადავადდება და 2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენა საჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში გადანაცვლება ავტომატურად აიკრძალება.


„საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრაზე ასევე, მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მარჯვენა საჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული პრობლემა გაგვეთვალისწინებინა. აგვიხსნეს, რომ ერთი წელი არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მძღოლები მომზადებულიყვნენ. გვთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი B კატეგორიაში გაეგრძელებინათ მუშაობა. გვინდა, რომ აღნიშნული  2020 წლის ბოლომდე გადავწიოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან ცვლილება ავტომატურად შევა ძალაშიდა მარჯვენა საჭიანი ავტომობილებით ტაქსის სერვისის B კატეგორიაში განხორციელება ავტომატურად აიკრძალება. მძღოლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ავტომობილების ჩანაცვლება მოახდინონ და ტაქსის სერვისის განხორციელება 2021 წლის პირველი იანვრიდან მარცხენა საჭიანი ავტომობილებით იმ კატეგორიაში განაგრძონ, რომელზეც თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განმარტა თბილისის მერმა.


რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, კახა კალაძის განცხადებით, მათთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ყველა სიახლე, ტაქსის მძღოლებთან კომუნიკაციის შედეგად განხორციელდება.


„ჩვენ ისეთ საქმეს ვაკეთებთ, რომლის მსგავსი ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ეს მხოლოდ ტაქსების რეფორმასარ ეხება. სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მსგავსი რეფორმა ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა. მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხდება მეტროს ვაგონების განახლება, მეტროსადგურების მოწესრიგება და მარშრუტების გადალაგება, რაზეც დიდი საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მოგვიწევს. ტაქსების რეფორმის ფარგლებში, რომელიც აუცილებლად განხორციელდება, ორ მნიშვნელოვან საკითხზე მოხდა შეთანხმება - პირველი: შემოგვაქვს ფირის უფასოდ გადაკვრის კომპონენტი და მეორე: მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს ვაძლევთ უფლებას,ტაქსის სერვისის გაწევა 2021 წლის პირველ იანვრამდე B კატეგორიაში განაგრძონ. ამ პერიოდში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up