“როცა მძღოლების 80 პროცენტს  თეთრ ფერზე აქვს პროტესტი, უნდა მოხდეს შეთავაზების გადახალისება და დათმობებზე წასვლა“   -  ჩავარდება თუ არა თეთრი ფერის ტაქსების რეფორმა

“როცა მძღოლების 80 პროცენტს თეთრ ფერზე აქვს პროტესტი, უნდა მოხდეს შეთავაზების გადახალისება და დათმობებზე წასვლა“ - ჩავარდება თუ არა თეთრი ფერის ტაქსების რეფორმა

access_time2019-08-14 14:30:45

 „ჩემი აზრით, ტაქსების რეფორმა შედგება და საბოლოო ჯამში არ ჩავარდება. თუმცა, თეთრი ფერის  თემა გაიწელება, იქნება კიდევ მეტი წინააღმდეგობებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გადავალთ ერთიან თეთრ ფერზე,“ -   ასე აფასებს ტაქსების კომპანია 200-200-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია ტაქსების რეფორმის მიმდინარე ეტაპს და მძღოლების  ტაქსების თეთრად გადაღებვასთან დაკავშირებით მინიმალურ დაინტერესებას. 


 მანქანების თეთრად გადაღებვის მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელი კომპანიის, „ალმას“ დირექტორის განცხადებით, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ შესაბამის მომსახურებას დაახლოებით 15 ათას ტაქსს გაუწევდნენ. თუმცა, ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის მხოლოდ 2610 ვაუჩერია გაცემული. 7 აგვისტოს მდგომარეობით კი განაღდებულია 994 ვაუჩერი. აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემის ვადა ამოიწურა.


ნიკა ხოფერია მიიჩნევს, რომ რეფორმაში ჩართვის მსურველების ასეთი მცირე მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ ტაქსების გადაღებვას  გარკვეული ვალდებულება მოყვება იმ კომპანიის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის თეთრად გადაღებვის ხარჯებს. კერძოდ, კომპანია, რომელიც იღებს საკუთარ თავზე  ტაქსის თეთრად გადასაღებვას, ითხოვს თავისივე გადაღებილ მანქანაზე სარეკლამო სტიკერის გაკვრას ორი წლის მანძილზე. იმ ხალხისთვის კი ვინც არა მხოლოდ სამუშაოდ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახისთვისაც იყენებს მანქანას, სტიკერის გაკვრა და მანქანის შეღებვა მიუღებელია და სწორედ ამას მოჰყვა  მძღოლების 80 პროცენტის მხრიდან წინააღმდეგობა. 


„ე.წ. ტაქსების რეფორმაში ჩვენთვის  უფრო მისაღებია უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ფერი კი უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს. მარცხენა  საჭე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ისევე, როგორც ტექდათვალიერება,  თვითონ ფერის ცვლილება ნაკლებად პრინციპულია.  ყველას უნდა ესთეტიური ტაქსებით მგზავრობა ქალაქში, მაგრამ ხვალ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ გვინდა თბილისი ეკოლოგიური ქალაქი იყოს და მწვანე იყოს ყველაფერი , მაშინ უნდა გადავამწვანოთ, მერე შეიძლება ვიღაცას სხვა აზრი დაებადოს და გახადოს იასამნისფერი და სულ გადასტიკერებებში უნდა ვიყოთ? შემდეგ ეტაპზე თუ ავტოპარკის ჩანაცვლება მოხდებოდა, ყველაფერი დამშვიდდებოდა, მერე უნდა გაეთვალათ ფერის საკითხი. როცა 2018 წელს  დაიწყებ რეფორმას და იტყვი რომ 20121 წლისთვის ტაქსი უნდა იყოს თეთრი, მაშინ რეკომენდაციას მისცემ მძღოლს, რომ შეიძინოს არა წითელი არამედ თეთრი ფერის მანქანა. ახლა ამ გადაღებვას და დასტიკერებას მოჰყვება ვალდებულება, ეუბნება რომელიმე კომპანია მძღოლს, მე გადაგიღებავ ტაქსს ვითომ უფასოდ, მაგრამ შენ ჩემი რეკლამა უნდა განათავსო მანქანაზე. ტაქსის მძღოლები კი სავალდებულო პროცესს  წინააღმდეგობას უწევენ,“ - აღნიშნა ნიკა ხოფერიამ




ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ტაქსების თეთრად გადაღებვა ამ რეფორმის დასკვნით ნაწილში უნდა ყოფილიყო, მაღალი პროტესტის გამო საზოგადოების მხრიდან, თუმცა მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში გარკვეულ დათმობებზე წასვლა მერიას მაინც მოუწევს.

 


„ეს რეფორმა არის იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ხარისხი და უსაფრთხოების ნაწილი და არა იმისთვის, რომ მაინც და მაინც ერთფერიანი ტაქსები ვიხილოთ თბილისის ქუჩებში. როდესაც ქალაქის ხელისუფლება ატარებს რეფორმას, უნდა დავინახოთ რისთვის კეთდება ის. გადაღებვა იყო კარგი ინიციატივა ხელისუფლების მხრიდან, თუმცა როცა ვხედავთ, რომ  ტაქსების 80 პროცენტს  თეთრ ფერზე აქვს გარკვეული პროტესტი და ვერ იმუშავა ამ შეთავაზებამ,  უნდა მოხდეს გარკვეული გადახალისება და დათმობებზე წასვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეფორმა უნდა ჩავარდეს, არ უნდა ჩავარდეს და ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ უნდა დავინახოთ სექტემბერში რა ვითარება იქნება, რა მოცემულობა გვექნება და ამის შემდეგ ხელისუფლებამ მოდიფიცირება უნდა გაუკეთოს ამ შეთავაზებებს. ვინც გადაღება იმათაც არ უნდა იგრძნონ თავი უსამართლო პოზიციაში,  მაგრამ თუ ასეთი პრინციპული წინააღმდეგობაა, არ უნდა ჩავაჯინდეთ  ფერის  საკითხს.  თუ არ მუშაობს ეს შეთავაზება, უმჯოებსია გარკვეულ დათმობებზე წავიდეთ, ვიდრე უსაფრთხოება და თავად რეფორმის საკითხი დადგეს  უკვე საფრთხის ქვეშ, - ასე აფასებს კომერსანტთან ტაქსების რეფორმის პროცესს ეკა ლალიაშვილი

 


ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, და ფლობდეს ლიცენზიას.

ამ დროისთვის ლიცენზია თბილისში 31784 მძღოლს აქვს აღებული.

 

მარიამ მორგოშია






BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას

BBC-ის მთავარი ბიზნეს კორესპონდენტი - ირლანდია ევროკავშირში სიმდიდრით მეორე ქვეყანაა, საქართველოსაც შეუძლია გაჰყვეს ამ გზას
access_time2019-10-22 19:30:35
თქვენ გაქვთ კანონი, გაქვთ ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალი. თუ ამ გზას გაჰყვებით, საქართველო 15 წელიწადში კავკასიის ლიდერი იქნება, - ასე შეაფასა BBC-ის მთავარმა ბიზნეს კორესპონდენტმა ჯო ლაინამმა განვითარების პროცესში საქართველოს მიერ აღებული გეზი. ჯო ლაინამი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა. ფორუმზე ის ერთ-ერთი პანელის მოდერატორი იყო. დასრულების შემდეგ კი მსოფლიოს ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისა და განვითარების პერსპექტივის შესახებ...

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ

კარგი კურსი, კარგი რეგულაციები -ჩენი სხვა ჩინელ ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, შემოვიდნენ
access_time2019-10-22 17:31:38
კარგი პოლიტიკური კურსი, კარგი რეგულაციები, პირდაპირი ინვესტიციების წახალისებაზე და ქვეყნის პოტენცილაზე ჩინქსინ ჩენი აღნიშნავს. ამბობს, საქართველოში ჩინური კომპანიების ფართო წარმომადგებლობაზე და სურვილზე, მეტი ჩინური კომპანია იყოს წარმოდგენილი, რადგან საქართველოს გზაა ყველა მოკლეა ევროპასა და აზიას შორის. აბრეშუმის გზის ფორუმზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ანაკლიის პორტის პროექტის ბარიერებზე საუბრობს. ვაპირებთ შეხვედრას...

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი
access_time2019-10-22 16:54:10
„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან, - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ,...

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“

რატომ მოიტყუა საჯაროდ ქალბატონმა მინისტრმა?-„არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ ის თავის სიტყვებზე პასუხისმგებელია“
access_time2019-10-22 15:30:11
„თუ ბიძინა ივანიშვილი პატიობს შეცდომას, ჩვენ რა პრობლემა გვაქვს.  დღეს ასე იტყვის, ხვალ ისე, მთავარია ის იყოს კმაყოფილი.“ - ასე აფასებს მაია ცქიტიშვილის „შეცდომას“ FDI-ს მაჩვენებლებთან დაკავშირებით ექსპერტი გია ხუხაშვილი. ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა, რომ 2018 წელს საქართველომ “ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) მიიღო”, თუმცა ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 2018...

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“

ნათია თურნავა: „ანაკლიის პროექტს მთელი დერეფანი ელოდება, იმედი გვაქვს, ის მომავალი წლიდან დაიძრება“
access_time2019-10-22 14:51:39
„ანაკლიის პორტის პროექტის დაწყება ზედმეტად დაგვიანდა, დიდი იმედი გვაქვს, მომავალი წლიდან ამ პროექტს უკვე დავძრავთ“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ყველა პრეზენტაციაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. „როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა გამოვიყენოთ უკეთ შავი ზღვის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up