თანხა გაზის ნაცვლად – საქართველოს „გაზპრომთან“ ტრანზიტის პირობების შეცვლა სურს

თანხა გაზის ნაცვლად – საქართველოს „გაზპრომთან“ ტრანზიტის პირობების შეცვლა სურს

access_time2016-01-11 16:11:20

საქართველოს სურს, „გაზპრომისგან“ გაზის ტრანზიტის საფასურად აღნიშნული გაზის 10%–ის ნაცვლად შესაბამისი ფულადი ანაზღაურება მიიღოს. 

 

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მანვე „გაზპრომთან“ დაკავშირებით ექსპერტების შეფასებებს „მარაზმი“ უწოდა.



როგორც კალაძემ განმარტა, მოლაპარაკებები ქართული მხარისთვის "ძალიან მნიშვნელოვანია". ამასთან, მან ხაზი გაუსვა რომ არ არის პირველი წელი, როდესაც ქართულ მხარეს "გაზპრომთან" ურთიერთობა აქვს და აღნიშნა, რომ არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება. "თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები - გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე ანუ ჩვენს მიერ გატარებული 10 პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე – მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას", - განაცხადა კალაძემ. 


რაც შეეხება კითხვას, რატომ იგებს ქართული მედია "გაზპრომის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ძირითადად რუსული და აზერბაიჯანული მედიით, კალაძის განცხადებით, ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გააკეთა. "თუმცა მინდა გითხრათ, რომ შეთანხმება არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შედეგად, რომელიც რამდენჯერმე შედგა, რეზულტატი არ დამდგარა. როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის იქნება ცნობილი ", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ საუბარია "გაზპრომთან" ახალ, 1-წლიან ხელშეკრულებაზე.



დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up