პერიოდი როდესაც გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, ვერ გამოვიყენეთ - DOTS

პერიოდი როდესაც გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, ვერ გამოვიყენეთ - DOTS

access_time2020-05-22 16:30:44

კორონავირუსის პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი  გახსნისთვის მზად არის. მთავრობისგან  რეგულაციების დამტკიცებას და გახსნის ზუსტ თარიღს ელოდებიან ტანსაცმლის მაღაზიებიც. მათ შორის,  ქართული ბრენდული მაღაზია „DOTS”, რომელმაც წარმოება გააქტიურა, თუმცა მაღაზია ჯერ კიდევ დახურულია და მომხმარებელთან დაბრუნებას ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალიწინებითა და კოლექციებზე ფასდაკლებით გეგმავს.

 

როგორც „კომერსანტს“  „DOTS”-ში განუცხადეს ბოლო ორი თვე მაღაზია უშემოსავლოდ დარჩა, რის გამოც კომპანიამ დიდი ფინანსური ზარალი მიიღო. მათივე თქმით, შეზრუდვების პერიოდი იმ თვეებს დაემთხვა რომელიც ტურისტულად ყველაზე აქტიური იყო და  გაყიდვის მაღალ მაჩვენებელზეც უნდა ასახულიყო.   

 

„ზარალი რომელიც ამ დროის განმავლობაში კომპანიას მიადგა კონფიდენციალურია , თუმცა რიცხვი საკმაოდ  მაღალია. იმის გათვალისწინებით, რომ 20 მარტიდან დღემდე მაღაზია დაკეტილია და კომპანიაში არ ფიქსირდება შემოსავალი, მაშინ როდესაც ხარჯი უცვლელი დარჩა.  ეს იყო ტურისტულად ყველაზე აქტიური პერიოდი  და ჩვენ ვერ გამოვიყენეთ. წინა  წლების ანალოგიურ პერიოდს, რომ გადავხედოთ, ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი გაზაფხულზე ფიქსირდებოდა.



დგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ არ ვიცით როდის შევძლებთ მუშაობის განახლებას, ჯერ ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა  უსაფრთოხოების ყველა ზომა მიღებული გვაქვს, არა მატო ჩვენ არამედ ყველა ობიექტი მზადაა მუშაობისთვის და გაუგებარია რატომ გაახანგრძლივეს ვადა. რაც უფრო მალე შეძლებს ბიზნესი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს, უფრო სწრაფად და უკეთ შეიცლება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარება“, განგვიცხადეს „DOTS”-ში.

 

კომპანიის წარმომადგენელმა „კომერსანტთან“ ისაუბრა, თუ რას გეგმავს DOTS გახსნის შემდეგ რა ფორმით დაბრუნდებიან ბაზარზე.

 

„მაღაზიასთან ერთად გვაქვს წარმოებაც,  რომელზეც მოიხსნა შეზღუდვა და ყველა რეკომენდაციის დაცვით განვაახლეთ სამუშაო პროცესი.  მუშაობას დავიწყებთ დიდი შეთავაზებით, მაქსიმალურად დავტვირთავთ ონლაინ მომსახურებას. ასევე ვაპირებთ კონკრეტული კოლექციებზე ფასდაკლებას.  ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ არის პირველადი გამოყენების ნივთი, მაგრამ გვაქვს სიახლე -კრიზისის დროს DOTS-ში   დავიწყეთ პირველადი მოხმარების ნივთების წარმოებამათ შორის პირბადეები, რომელიც უკვე გაყიდვაშია და მსურველს რამდენიმე სახეობის/დიზაინისა და ზომის,  სახის დამცავ ნიღბებს ვთავაზობთ. მხოლოდ დიზაინი არ არის  პირბადის პირდაპირი დანიშნულება, არამედ შევქმენით  ლუგარის ლაბორატორიის რეკომენდაციით”,- აცხადებენ კომპანიაში.


ნათია ლომიძე 


თეგები:
DOTS



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up