TANAP გაიხსნა - ქართული დელეგაციის გარეშე

TANAP გაიხსნა - ქართული დელეგაციის გარეშე

access_time2018-06-13 10:06:48

12 ივნისს თურქეთში, ქალაქ სეიდგაზში ოფიციალურად გაიხსნა ტრანსანატოლიური გაზსადები TANAP, პროექტ სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილი, რომლის მეშვეობითაც ევროპაში  კასპიური გაზის ტრანზიტი დაიწყება.

 

ცერემონიაში  მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, ასევე უკრაინიას და სერბეთის პრეზიდენტებმა.


ოფიციალური მოსაწვევი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმაც, თუმცა მარგველაშვილი გახსნას არ დაესწრო. მიზეზი პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ განუმარტავს. ჩვენი ინფორმაციით, საქმე კვლავ შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებასთან უნდა გვქონდეს.

 

 ამავე გაუგებარი მიზეზის გამო, სტრატეგიული გაზსადენის გახსნას არ დასწრებია საქართველოს  არც ერთი წარმომადგენელი.

 

საგულისმხმოა ისიც, რომ ქართული მხარე არ იყო წარმოდგენლი არც გაზსადენის გასხნის ცერემონიაზე აზერბაიჯანში, 28 მაისს.


 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, პროექტი TANAP არის რეგიონის ქვეყნების დიდი გამარჯვება.

 

„დღეს ჩვენ ერთად ვწერთ 21-ე საუკუნის ენეგრეტიკულ ისტორიას. ეს არის თანამშრომლობის და სტაბილურობის ისტორია. ჩვენს სტრატეგიულ პროექტებს მოაქვს რეგიონისთვის სტაბილურობა. პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანა და ყველა ერი იღებს სარგებელს მისგან. ისეთი გრანდიოზული პროექტის რეალიზება, როგორიც არის TANAP, შესაძლებელი გახდა თურქეთის და აზერბაიჯანის ლიდერთა ურყევი პოლიტიკური ნების წყალობით. ეს არაა ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი. 2006 წელს ჩვენ გახსვენით გაზსადენი ბაქო-თბილისი - ჯეიხანი, 2007 წელს გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერუმი, 2017 წელს - სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო-თბილისი-ყარსი.  ყველა ამ ცერემონიაში ჩვენ ვმონაწილეობდით ჩვენს ძმასთან, რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან ერთად. დღესაც, ამ ისტორიულ დღეს, ჩვენ ისევ ერთად ვდგევართ აქ, და ეს ნათლად მეტყველებს იმაზე,  რომ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული ნებისმიერი პროექტი აუცილებლად განხორციელდება, რადგანაც მის უკან დგეს გააზრებული პოლიტიკა, ურყევი ნება და ჩვენი ძმობა,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.


პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსლაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ  ერდოღანმაც.

 

„როდესაც თურქეთმა და აზერაიჯანმა დააპირეს პროექტ TANAP-ის რეალიზება, ბევრს არც კი სჯეროდა, რომ რეალურია. თუმცა, ჩვენ ეს მოვახერხეთ.  პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითრებას. TANAP-ის წყალობით, თურქეთი გახდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოთამაშე მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზარზე და მე ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლიერი ამ  პრიოექტის რეალიზებისთვის. ეს არაა ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი  - თურქეთმა და აზერბაიჯანმა უკვე განახორციელეს ისეთი სტრატეგული პროექტები, როგორც ბაქო-თბილისი-ჯეიხანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი და ბაქო-თბილისი - ყარსი,“  - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

გაზსადების მნიშვნებობაზე ისაუბრა ანკარაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ენერგეტიკულ საკითხებში  სანდრა ოუდკირკმაც.


„ახალი გაზსადენი არის თურქეთის და ევროპის ენერგოუსაფრთხეობის დამატებითი ელემენტი. იმის მიუხედავად, რომ აშშ-ს არ გააჩნია პირდაპირი ინვესტიციები TANAP-ში, ჩვენ ვუჭეთ მხარს ამ პროექტს. TANAP-ის ამუშავება ნამდვილად კარგი აბმავია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნეში განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე. ჩვენი მოკავშირეების ენეგეტიკული უსაფრთხოება ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-სთვის,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.





მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up