თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საპარტნიორო ფონდს შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საპარტნიორო ფონდს შორის

access_time2018-07-05 15:31:23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მოაწერეს.


საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, საპარტნიორო ფონდი კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს. „უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული სტუდენტების ჯგუფი იმ საწარმოებში გაივლის სტაჟირებას, სადაც ჩვენი კაპიტალი გვაქვს ჩადებული, ასევე ჩვენს სათავო თუ შვილობილ კომპანიებში. იმედია, მომავალში მათი დიდი ნაწილი თავის დასაქმების ადგილს იპოვნის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვისაც და იმ საწარმოსა და ბიზნესისთვისაც, რომელიც საქართველოში მაღალი დონის თეორიული მომზადების და პრაქტიკული ცოდნის მქონე კადრებს ეძებს.“- განაცხადა დავით საგანელიძემ.



თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საპარტნიორო ფონდი სტუდენტების სტაჟირების გარდა თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ. „ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედი მხოლოდ ეს არ არის. ცოდნის ტრანსფერი, საინოვაციო მიმართულებები - ეს ის თემებია, რომლებსაც საპარტნიორო ფონდთან განვიხილავთ და იმედია, უნივერსიტეტი და ფონდი კიდევ ბევრ სფეროს გამონახავენ, სადაც ერთმანეთს წაადგებიან,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.




თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საპარტნიორო ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. საწყის ეტაპზე თსუ სტუდენტებისთვის საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიებში 35 ადგილი იქნება გამოყოფილი.


(R) 





„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up