„თანამშრომლები 20-25 კილომეტრს გადიან ფეხით იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის“ - კომპანია „ცომი“ თვითგადარჩენისთვის მუშაობს

„თანამშრომლები 20-25 კილომეტრს გადიან ფეხით იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის“ - კომპანია „ცომი“ თვითგადარჩენისთვის მუშაობს

access_time2020-05-06 14:00:22

კომპანია „ცომი“ თვითგადარჩენისთვის, მხოლოდ ხარჯების ანაზღაურებაზე მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი „ბიზნესპრესნუსთან“ საუბრისას აცხადებს, საგანგებო მდგომარების პირობებში პროდუქციაზე მოთხოვნა 50%-ით შემცირდა, ნედლეული და შესაბამისი აღჭურვილობა კი გაძვირდა, რის გამოც, მხოლოდ თანამშრომლების შენახვას და ხარჯის ანაზღაურებას ახერხებს.


ნიკოლოზ სარაჯევის თქმით, იმის გამო, რომ კომპანიას ამ ეტაპზე ტრანსპორტირების რესურსი არ აქვს, თანამშრომლები დღეში 20-25 კილომეტრს ფეხით მხოლოდ იმიტომ გადიან, რომ კომპანიამ მუშაობა არ შეაჩეროს.


ცნობისთვის, კომპანიამ „ცომი“ ხინკლის ცომის წარმოება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი თავადაა მზარეულია. იდეა კი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე გაუჩნდა. მისი თქმით, მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.


ამჟამად კომპანია უკვე 8 დასახელების პროდუქტს ამზადებს და გარდა ხინკლის ცომისა, მომხმარებელს პელმენის, ანტრიების, ბლინჩიკების, აჭარული ხაჭაპურის, პიცისა, აჩმის და ახლა უკვე ე.წ ვარენიკების ცომსაც სთავაზობს.



„გარკვეული პერიოდი კომპანიის საერთოდ დახურვა მოგვიწია. დაახლოებით, 10 დღე ვერ ვიმუშავეთ. ამ ეტაპზე, ძირითადად, მიტანის სერვისით ვმუშაობთ. მოგეხსნებათ, ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად რესტორნები არიან, რომლებიც დაიკეტა, შესაბამისად, მოთხოვნა დაახლოებით, 50%-ით შეგვიმცირდა. ახლა მხოლოდ მოსახლეობის შეკვეთებზე ვმუშაობთ.


ამ პერიოდის განმავლობაში, შეიქმნა ტრანსპორტირების პრობლემაც. მაგალითად, ერთი თანამშრომელი რუსთავიდან გვყავს, რომელიც ქალაქების ჩაკეტვის გამო, საერთოდ ვერ ჩამოდის. რაც შეეხება დანარჩენ 3 თანამშრომელს, დღის განმავლობაში ჯამში, 20 -25 კლილომეტრს გადიან ფეხდით, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა პირადად ჩემთვის. თუმცა, მათ ტრანსპორტირებას საკუთარ თავზე ვერ ვიღებ, რადგან ხარჯები ძალიან გაგვეზარდა“,- ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.


მისი თქმით, მიუხედავად ნედლეულისა და აღჭურვილობის გაძვირებისა, კომპანიამ პროდუქციის ფასები არ გაზარდა. როგორც ნიკოლოზ სარაჯევი ამბობს, ეს მათთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რასაც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მომდევლო თვეებში კი, ბრუნვის მიხედვით გადაწყდება, გაძვირდება თუ არა პროდუქცია.


„ფასები გაძვირებულია ყველაფერზე, დაწყებული ხელთათმანიდან, თუ ადრე ერთ შეკვრაში 10 ლარს ვაძლევდით, ახლა 25 ლარი გახდა. პირბადეები, ფქვილი, შეფუთვა, ყველაფერი გაგვიძვირეს და წარმოდგინეთ, ამ პირობებში, კიდევ 50%-ით რომ შემცირდება შეკვეთები. მიუხედავად ამისა, პროდუქცია ნამდვილად არ გაგვიძვირებია. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ თემას. რაც ყველაზე მეტად არ გვინდა, ეს არის ფასის მომატება. შემდეგ თვეებში შევხედავთ, როგორი იქნება ბრუნვა და იმის მიხედვთ გადავწყვეტთ ფასის კორექტირებას მოვახდენთ თუ არა“,-ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.


bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up