თანამედროვე მონობა სავაჭრო ობიექტებში

თანამედროვე მონობა სავაჭრო ობიექტებში

access_time2020-02-22 14:00:44

თუ არ გინდა, წადი - ეს საქართველოში დამსაქმებლის და დასაქმებულის მთავარ დაუწერელ კანონად იქცა და სამწუხაროდ, ამით რეგულირდება ბაზარიც. ამის გამო კი ახალგაზრდეს უწევთ მონურ პირობებში იმუშაონ, რადგან მათი დამცავი მექანიზმი კანონი ვერ გახდა. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, სახალხო დამცველი და პროფკავშირები, დღემდე უშედეგოდ იბრძვიან, რომ მშრომელის უფლება ევროპულ სტანდარტს მიუახლოვდეს მაინც.


საქართველოში ძალიან ხშირად იღვევა მომხმარებლის უფლებები, მაგრამ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობეიქტებში ასევე პრობლემურია დასაქმებულთა შრომის პირობებიც. განსაკუთრებით მაინც სასურსათო ქსელური სუპერმარკეტები და ტანსაცმლის მაღაზიები გამოირჩევა დაბალი ანაზღაურებით და შეუსაბამოდ დატვირთული გრაფიკით თუ თანამშრომელთა მიმართ ულმობელი პირობებით.


ამის არაერთი მაგალითი ისეთ დიდ ქსელებში იყო როგრებიცაა ბიბლუსი, ფრესკო, ნიკორა და სხვა, არაერთი კომპანია. დასაქმებულები, ძირითადად სტუდენტები არიან, რომელთაც სწავლის პარალელურად უწევთ მუშაობდა და სხვა გზა უბრალოდ არ აქვთ. დამსაქმებლები კი ნაცვლად კანონის აღსრულებისა, მათ ეუბნებიან - თუ არ გინდა წადი. სწორედ ეს იქცა ქართული ბაზრის მთავარ პრინციპად.


ღირსეული შრომითი პირობების დადგენისთვის ახალგაზრდებმა 2015 წელს დაიწყეს ბრძოლა ლოზუნგით - შრომა არ არის იოლი. მომდევნო წლებში მას მოჰყვა სხვადასხვა სუპერმარკეტის ქსელების თანამშრომელთა პროტესტი, კომპანია ბიბლუსის შრომითი უფლებების დარღვევაში დადანაშაულება, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან 150 თანამშრომლის უფლებების დასაცავი პროტესტი, კომპანია „თბილისის ბიზნეს სახლის“ 30-მდე თარჯიმნის გაფიცვა და სოციალურ ქსელში ახალი კამპანიის არამონობას წამოწყება.


ჯერ კიდევ ორი წლის წინ მოსახლეობის 27% მიიჩნევდა, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვეოდა. კიდევ უფრო საგანგაშო იყო თბილისის სოლიდარობის ქსელის 2017 წლის მონაცემები, რომელთა თანახმადაც, შემთხვევითი შერჩევის პირინციპით სუპერმარკეტებში დასაქმებული 114 რესპოდენტიდან 98%-ს სამუშაო პირობები არ მოსწონდა. ყოველი 10 დასაქმებულიდან კი 5 მათგანი ფიქსირებულ ხელფასს სრულად არ იღებდა. მას შემდეგ ვითარება არ გაუმჯობესებულა.


ლალი დვალიშვილი მეოთხე კურსის სტუდენტია, რომელიც სტაჟირებაზე, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მაღაზიაში 2 კვირა იყო და არაადამიანური შრომითი პირობების გამო წამოსვლა მოუწია, მიუხედავად იმისა, რომ მენეჯერი სულ მალე დასაქმებას პირდებოდა.


,,გალერია თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მაღაზიაში ვიყავი სტაჟირებაზე. პირველი მოთხოვნა ენების ცოდნა იყო, რაც დავაკმაყოფილე. მოთხოვნებთან შედარებით ხელფასი ძალიან სასაცილო - 500 ლარი შემომთავაზეს, მაგრამ რადგან სტუდენტი ვარ დავთანხმდი. ან დილის 10 საათიდან შუადღის 3 საათამდე, ან 15 საათიდან 22 საათამდე უნდა მემუშავა. სკამი, რა თქმა უნდა, არ დგას და ნახევარ საათიანი შესვენების გარდა, არ მქონდა უფლება დავმჯარვიყავი, მაგრამ ხშირად ის დასვენების დროც პროდუქციის გასწორება-დალაგებაში გადიოდა, რასაც მენეჯერი ითხოვდა. მანვე მომცა შენიშვნა, როცა სტენდს ოდნავ ჩამოვეყრდენი ძალიან დაღლილი. იგივე მენეჯერი დასაქმებას მპირდებოდა, მაგრამ ჯანმრთერლობის ხარჯზე უნდა მემუშავა და ამიტომ წამოსვლა ვარჩიე და მიმაჩნია, რომ სწორადაც მოვიქეცი”, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს” ლალი დვალიშვილმა.



იდენტურია მდგომარეობა ,,ბატაშიც”. ერთ-ერთი დასაქმებულის დედა ჰყვება, რომ მისი შვილი 340 ლარად 8 საათის განმავლობაში ფეხზე დგას მაშინაც კი, როცა მაღაზიაში კლიენტი არ არის.


,,შრომითი ტრეფიკინგი, ასე შემიძლია აღვწერო ჩემი შვილის სამუშაო გარემო, რომელიც 340 ლარის გამო ყოველ დღე 8 საათის განმავლობაში მაშინაც კი ფეხზე დგას, როცა კლიენტები არ ჰყავთ. ჩამოყრდნობის უფლებაც კი არ აქვთ, რადგან კამერებია ჩართული, ასე არიან მოლარეებიც და კონსულტანტებიც. არ ვიცი რა ჰქვია ამას მაშინ, როცა ჩემი შვილის ხელფასზე გაცილებით ძვირი ღირს იმ პროდუქციის დიდი ნაწილი სათითაოდ, რასაც ყიდიან”, - განაცხადა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა. გარდა იმისა, რომ პირობები კაბალურია, მის შვილს პრობლემა შეექმნება სამსახურში, თუ გაიგეს, რომ ამაზე საჯაროდ საუბრობს.


,,ბიზნეს-რეზონანსი” კიდევ არაერთ დასაქმებულს თუ სტაჟიორს ესაუბრა და მათი პრობლემები მოისმინა, რომელიც თითქმის იდენტურია: მცირე ხელფასი, დიდი სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა, ხელფასის დაქვითვა სხვადასხვა, ხშირად გაურკვეველი მიზეზით და იმ ფუნქციების შეთავსება, რომელიც საერთოდ არ შედის მათ მოვალეობებში.


ამ ეტაპზე ქართულ შრომის ბაზარზე პირობების შეცვლის მიზნით, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი სოლიდარობის ქსელთან ერთად იბრძვის და ამის მისაღწევად პარლამენტში 17 თებერვალს ახალი კანონპროექტი წარადგინეს.


პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, რა შეიცვლება დასაქმებულებისათვის და რა კუთხით ირღევევა მათი უფლებები ყველაზე ხშირად, ,,ბინზეს-რეზონანსს” სოლიდარობის ქსელის იურისტი ესაუბრა:


,,პირველ რიგში, შრომის კოდექსში შევა, სამუშაო დროის შესვენებების დროისა და დასვენების დრის განმარტება, რაც საშუალებას მისცემს დასაქმებულს, რომ დამსაქმებელს აღარ გამოაყენებინოს ბოროტად შესვენებისა და დასვენების დრო. კანონპროეტში გვიწერია ეს პრობლემა როგორ უნდა აღმოიფხვრას და ასევე რამდენი უნდა იყოს შესვენების დრო. თუ ადამიანი მუშაობს 4 საათზე მეტს, მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს.


რაც შეეხება სამუშაო დროის ხანგრძლივობას, კანონპროექტი საშუალებას იძლევა ადამიანმა ისარგებლოს 40-საათიანი სამუშაო კვირით და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. ზეგანაკვეთური სამუშაო კი ანაზღაურდება ხელფასის 1,5-ჯერადი გაზრდილი ოდენობით მაინც.


სამუშაო კვირის ხანგრძლივობა იქნება 6-დღიანი სამუშაო კვირა და მინიმუმ ერთი დღე დასვენება. ეს ახლა კანონში არ წერია და ხშირად ადამიანებს კვირაში შვიდივე ამუშავებენ.


ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავრი პროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში. რადგან სასამართლოში წავლის შემთხვევაში, დავისას დღევანდელი მოცემულობით მტკიცების ტვირთი დასაქმებულს აქვს, ხოლო პროექტის მიხედვით თუ არ იქნება ზუსტად პროცესი წარმართული, მტკიცების ტვირთი გადავა დამსაქმებელზე.


კიდევ ერთი სიახლე იქნება, ღამის სამუშაო - 22:00 საათიდან 06:00 საათამდე - ანაზღაურება დღის სამუშაოს ხელფასის 25%-ით გაზრდილი ოდენობით. ცვლებს შორის დასვენება - თუ დასაქმებული ერთ ცვლაში მუშაობს 12 საათზე მეტს (მოქმედ კოდექსში 12 საათი არის უკვე გათვალისწინებული), მან უნდა დაისვენოს მინიმუმ იმდენი ხანი, რამდენიც ცვლაში იმუშავა”, - აღნიშნა ბიზნეს-რეზონანსთან საუბრისას დავით ომსორაშვილმა.


გაზეთი „რეზონანსი“






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up