თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

access_time2019-04-24 22:00:40


დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის.


ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად.


თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც, დანარჩენები, ვინც წესით მოიაზრებიან ირანული რეჟიმის მხარდამჭერებად,  ისინიც დაღალა ქვეყნის მკაცრმა მმართველობამ.


დღევანდელი ირანი ახალგაზრდები არ არიან 1979 წლის სტუდენტები, რომლებიც იდგნენ ისლამური რევოლუციის ავანგარდში. ახალგაზრდებს სურთ საკუთარი ქვეყნის ხილვა განვითარებულ სახელმწიფოთა რიგში, მათ აღშფოთებთ შიდა პოლიტიკის არაეფექტურობა და საგარეო აგრესიულობა. პირველ რიგში ისინი ვერ ხედავენ როგორ შეძლებს დღევანდელი ხელმძღვანელობა ირანის გადაქცევას დიად სახელმწიფოდ ძლიერი ეკონომიკით, როგორც  მოსახლეობას ჰპირდებიან.


ირანული საზოგადოება უკვე არაა მონოლითი და თაობათა კონფლიქტი ჩანს შეუიარაღებელი თვალით. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ქსელები, ადგილობრივი მოსახლეობა ადვილად ახერხებს ამ აკრძალვის გვერდის ავლას.


სტუდენტი ფერნბაზ გიულანი აღიარებს, რომ აკრძალვები  ახალგაზრდებს ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებაში და განათლების მიღებაში.


„ირანის ხელისუფლებაში არიან ბებრები, ისინი მოწყდნენ რეალობას, კომპიუტერის ხმარებაც კი არ შეუძლიათ. მითხარით, რატომ ვარ ვალდებული მე, თეირანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ვალდებული თანამედროვე იურისპოდენციის ნაცვლად ვისწავლო ისლამური რევოლუციის ლიდერების თეზისები? ჩვენ ჩაგვკეტეს გალიაში და არ გვიშვებენ გარეთ. რატომ უნდა ვუყუროთ ფილმს „ბოჰემური რაფსოდიას“, მსოფლიოში განთქმული ჩვენი თანამემამულის  ფრედი მერკურის შესახებ ფარულად, სახლებში და არა კინოთეატრებში, როგორც ფრანგები, ამერიკელები ან რუსები? რით ვართ ჩვენ მათზე ნაკლები? რატომ არ შემიძლია ცოცხლად მოუსმინო ჯენიფერ ლოპესს ან რიანას აქ, თეირანის სტადიონზე? ან რატომ არ შემიძლია ფრანგული ცირკის „დუი სოლეის“ ნახვა? ბოლოს და ბოლოს, რატომ ამ შემიძლია მე დავპატიჟო ვინმე თეატრში ან კაფეში, რომ მშვიდად ვისაუბროთ სასიამოვნო გარემოში? მოგვბეზრდა ასეთი ცხოვრება. არ გვინდა მოლების მარაზმის მოსმენა,“ - ამბობს სტუდენტი ფერნაზ გიულანი.


ირანის კიდევ ერთი თავისებურება იმაშია, რომ ახალგაზრდობა ამსხვრევს ისლამურ სტერეოტიპებს და აჩვენებს განათლების მაღალ დონეს, დასავლური ფასეულობებისადმი ლტოლვას და, რამდენადაც შესაძლებელია, ჩაცმულობის თანამედროვე სტილსაც.  უკვე ხშირად ნახავთ ღია ფერებში ჩაცმულ ახალგაზრდებს, რომლებიც სხედან კაფეში და მშვიდად საუბრობენ, როგორც მათი თანატოლები სადმე ლონდონში ამ პარიზში.



თეირანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ხამიდ ალიადი დარწმუნებულია, რომ ქვეყანას დგას დიდი ცვლილებების წინაშე.


„ჩვენ არ გვინდა არც მონარქიის დაბრუნება და არც დღევანდელი რეჟიმი, ჩვენ გვჭირდება დემოკრატია, როგორც ევროპაში. ირანი - უმდიდრესი ქვეყანაა და თუ ჩვენ წავალთ დემოკრატიული გზით, ვიქნებით ყველაზე განვითარებულ ქვეყანა მსოფლიოში. სამწუხაროდ, აშშ და ისრაელი ხედავენ ჩვენში მტრებს, მაგრამ მტერი ჩვენ კი არა, დღევანდელი რეჟიმია. ცოტა ხნის წინ ვიყავი პარიზში და ამსტერდამში და შემიძლია გითხრათ, რომ თეირანი და თებრიზი არაფრით არაა მათზე უარესი. ჩვენ გვაქვს მშვენიერი კლიმატი, ბევრი ხილ-ბოსტნეული, მოკლედ, ყველაფერი რაც გინდა, თავისუფლების გარდა. რად გვინდა ეს სიმდიდრეები თავისუფლების გარეშე? დარწმუნებული ვარ, რომ ირანი მომავალში იქნება დემოკრატიული ქვეყანა, რადგანაც მსოფლიო სწრაფად ვითარება და შეუძლებელია ქვეყანა მუდამ იყოს გალიაში. ხომ ხედავთ, თურქეთში ისლამისტებმა წააგეს არჩევნები, ასე იქნება აქაც,“ - თვლის ხამიდი.


ირანის კონსტიტუცია უზრუნველყოფს პრესის, შეკრებების და დემონსტრაციების თავისუფლებას, ოღონდ ერთი შეზღუდვით - თუ ამ უფლებების რეალიზება არ ეწინააღმდეგება შარიათის ნორმებს. ასევე შარიათს ეყრდნობა სამართლებრივი სისტემა და კანონმდებლობა.


ირანის უმაღლესი ხელისუფალია რაჰბარი - სულიერი ლიდერი, რომელსაც უვადოდ ირჩევს სპეციალური საექსპერტო საბჭო. სამხედრო-პოლიტიკური ელიტასთან და რეჟიმის მთავარ დასაყრდენ - ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსთან ერთად, ის აყალიბებს სახელმწიფოს განვითარების ზოგად მიმართულებას აკონტროლებს მასმედიას, ჯარს, დაზვერვას, ფინანსური ნაკადების დიდ ნაწილს და ასევე ამტკიცებს სახალხოდ არჩეულ პრეზიდენტს.


ქვეყანაში იზრდება უკმაყოფილება, რომელიც პერიოდულად გამოვლინდება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც მოიცავს მთელ ქვეყანას. ჯერჯერობით, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით ხელისუფლება ახერხებს პროტესტის ჩახშობას, თუმცა ესმის, რომ ერთხელაც ეს ხერხი არ გაჭრის.


პოლიტოლოგი რახიმ გედაის თქმით, მოლების რეჟიმი ხვდება, რომ განწირულია, ამიტომაც დებს ფსონს არა თავად რეჟიმზე, არამედ ქვეყანაში პოპულარულ გენერალ კასემ სულეიმანიზე, რომელიც ხელმძღვანელობს „დარაჯთა კორპუსს“.


„ისინი ცდილობენ შეცვალონ რელიგიური დიქტატურა სამხედროთი, თუმცა, ეს არ გამოუვათ. ხალხი არ მიიღებს ასეთ მმართველობას და მალე ყველაფერი ჩამოეშლებათ. დღეს ჩვენ უკვე ვართ იმ სტადიაზე, როდესაც ძველებურად ქვეყნის მართვა შეუძლებელია,“  - მიიჩნევს ის.


მისი თქმით, გახშირდა დღევანდელი, ძალით მოხვეული ცხოვრების წესის წინააღმდეგ ღია გამოსვლები და ფლეშ-მობები, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.


ერთ-ერთი ასეთი ფლეშ-მობის მონაწილე მიდა კახრამანი აღშფოთებულია დაუსრულებელი აკრძალვებით.


,მე ვარ მოცურავე, მაგრამ ვერ ვიღებ მონაწილეობას შეჯიბრებებში შარიათის გამო. ამ დროს, ჩემი ბიძაშვილი, რომელიც ცხოვრობს შტატებში, უკვე გახდა ამერიკის ჩემპიონი. მე კი დაუმთავრებლად უნდა ვუსმინო ამ ბებრებს. ხშირად ვსაყვედურობ ჩემს მშობლებს იმის გამო, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა 1978 წლის რევოლუციაში და გაგვაუბედურეს. მე გამოვხატავ უკმაყოფილებს ფლეშ-მობებში, ასევე ათასობით ჩემი თანატოლი ირანში,“  - ამბობს გოგონა.


მას არ ეშინია ხელისუფლების, რადგანაც ბევრი მაღალჩინოსნების შვილებიც კი განუდგნენ მშობლებს.


„ჩემი დაქალი, ისლამური რევოლუციის დარაჯთა კორპუსის ოფიცრის შვილი, ოცნებობს ევროპაში გადასახლებაზე. ამბობს, რომ არ სურს ასეთ ქვეყენაში ცხოვრება. ამ ფონზე  რა გასაკვირია ჩემი პოზიცია?“ - ამბობს ფლეშ-მობის ორგანიზატორი.


ასეა თუ ისე, სულაც არაა გასაკვირი, რომ რელიგიური შეზღუდვების, დიქტატურის, და პარალელურად განათლებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდის პირობებში, ქვეყანაში სუფევს აჯანყების და პროტესტის სული.



Haqqin.az



თეგები:
ირანი



საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება

საირმის ტყეში რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიციით სამონადირეო მეურნეობა გაშენდება
access_time2019-08-19 17:30:56
საირმის ტყეში სამონადირეო კომპლექსის მოწყობის მიზნით რამდენიმემილიონიანი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება. აუქციონი სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მოპოვების მიზნით 2...

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება

„ფორსაჟი 9“-ში ქართული წარმოების ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება
access_time2019-08-19 15:55:25
ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები საქართველოში დღეს დაიწყო.  გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ ბლოკბასტერში ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდება.  ინფორმაცია “კომერსანტს“ თავდაცვის სამინისტროშიც დაუდასტურეს. ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, როგორი იღებენ ქართული წარმოების მრავალ ფუნქციური ჯავშანმანქანა ერთ-ერთ ყველაზე...

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს

RBC. საქართველოს რუსეთის 40 მილიონი დოლარი ვალი აქვს
access_time2019-08-19 20:00:34
სახელმწიფო კრედიტების პროგრამა, რომელსაც მოსკოვი  სხვა ქვეყნებს სთავაზობს გასაიდუმლოებულია, თუმცა რუსულმა სააგენტო  rbc.ru-მ აღმოაჩინა სულ ცოტა  17 სახელმწიფო, რომელთა ვალდებულება რუსეთის მიმართ ჯამში 27 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთის ხელისუფლება ტრადიციულად საიდუმლოდ ინახავს სხვა სახელმწიფოებისთვის მიცემულ ფინანსურ და საექსპორტოო კრედიტებს. ინფორმაცია  საჯარო მაშინ ხდება, როდესაც რუსეთი ხელს მთავრობათ...

„Gulf Georgia“ „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს

„Gulf Georgia“  „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს
access_time2019-08-19 14:30:32
“კომერსანტის“ ინფორმაციით, ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელიც ამავდროულად  „Gulf Georgia“-ს  უმსხვილესი აქციონერია, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვას გეგმავს. როგორც “კომერსანტს“ წყარომ განუცხადა მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „Gulf“-ი „ვისოლის“ რამდენიმე ავტოგასამართი სადგურების შეძენით იყო დაინტერესებული, ამჟამად კი მოლაპარაკებები მთლიანად „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” ყიდვაზე...

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე არსებულ “შავ წერტილებს“ ადამიანების სიცოცხლე ეწირება -  ახალი გზის ერთი წლის სტატისტიკა - 10 დაღუპული, 48 - დაშავებული -
access_time2019-08-19 13:00:19
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე წლის განმავლობაში 23 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. 10 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა. ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზა 2018 წელს არის აშენებული. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზა გამართულია და მაქსიმალურად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საგზაო ნიშნით. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო...


მსგავსი სიახლეები

up