თანამედროვე ინჟინერიის სასწაული – ყველაზე დიდი ხიდი მსოფლიოში

თანამედროვე ინჟინერიის სასწაული – ყველაზე დიდი ხიდი მსოფლიოში

access_time2017-01-29 18:00:32

თანამედროვე ინჟინერიის სასწაულმა, მსოფლიოში ყველაზე გრძელმა ხიდმა, რომლითაც იაპონიის უდიდესი კუნძული ჰონსიუ, კუნძულ სიკოკუს დაუკავშირდა, ახალი სამშენებლო ინოვაციების განვითარებას ბიძგი მისცა და ამით გზა გაუხსნა უფრო გრძელი ხიდების აშენების პრაქტიკას.

 


​აკაში -კაიკიოს დაკიდებული ხიდის მშენებლობა, რომელსაც "მარგარიტის ხიდსაც" უწოდებენ, 1998 წელს დასრულდა. მისი ცენტრალური მასალა 1991 მეტრის სიგრძისაა და მსოფლიოს სხვა დიდ ხიდებს ბევრად აღემატება. წინა რეკორდის მფლობელი დანიის სტორბელტსრონი ("დიდი ბელტის ხიდი") იყო, რომელიც იმავე წელს გაიხსნა და აკაში - კაიკიოზე 366 მეტრით მოკლეა. სან - ფრანცისკოს ცნობილი "ოქროს კარიბჭე" კი იაპონურ რეკორდსმენს 710 მეტრით ჩამორჩება. b100_2ხიდის აშენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 1995 წელს, სრუტეში ორი ბორანი ჩაიძირა და მრავალი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 168 ბავშვი. აკაშის სრუტე სახიფათო საზღვაო მონაკვეთია. ძლიერი ქარი და შტორმი აკაშის სრუტისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს მოქცევითი დინების სიჩქარე 4,5 მ/წმ-ს აღწევს.

 

 

ხიდის დაპროექტებისას არქიტექტორებსა და ინჟინრებს უპრეცედენტოდ გრძელი ხიდის მალის გარდა, სხვა სირთულეების გადალახვაც უწევდათ. რეგიონში ხშირია მიწისძვრა. თვით ხიდის მშენებლობის დროსაც მოხდა მიწისძვრა. შედეგად საყრდენმა კოშკებმა ადგილი იმდენად შეიცვალეს, რომ ხიდი დაგეგმილზე ერთი მეტრით გრძელი გამოვიდა. ამ პრობლემების დასაძლევად უახლესი სამშენებლო მეთოდები გამოიყენეს. ხანგრძლივი შემოწმების შედეგად (რომლის დროსაც მსოფლიოში უდიდესი აეროდინამიკური გვირაბი აიგო) ხიდის ათწლიანი მშენებლობა დაიწყო. გამოიყენეს ინოვაციური სამშენებლო მასალები და სისტემა.


 


​საძირკველი ახალი სახის ცემენტით გაამყარეს, ხიდის ბურჯები სქელ ფირფიტებზე დადგეს და უნიკალური მეთოდით ისე გაამაგრეს, რომ ქარის ძლიერ წინაღობას უძლებს. ბაგირები, რომლებითაც ხიდია დაკიდებული, სპეციალურად დაამზადეს - თითოეული მათგანი 36 830 მავთულისგან არის დაწნული, ყოველი ბაგირის დიამეტრი 1,12 მეტრია. შემდეგ დემპფერები დაამზადეს, რომლებიც ხიდის რხევას აკონტროლებს. ხიდი ყოველ დღე თითქმის 2 მეტრით ფართოვდება და ვიწროვდება.

 


​შედეგად მივიღეთ ელეგანტურად დაპროექტებული ხიდი, რომელიც ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის მოშორებით რიხტერის სკალით 8,5 მაგნიტუდის მიწისძვრას და 286 კმ/სთ სიჩქარის ქარს უძლებს. მისი ორი კოშკი 298 მეტრის სიმაღლისაა.

 

 

city.kvira.ge



საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია
access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up