თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი იწყება

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგი იწყება

access_time2017-02-16 17:00:39

მთავრობის დადგენილებით, საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი იწყება.


როგორც მთავრობის 14 თებერვლის დადგენილებაშია აღნიშნული, მონიტორინგის მიზანი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენციაა.

 

რაც შეეხება დეკლარაციების შერჩევას, ეს პროცესი რამდენიმე პრინციპით მოხდება - შემთხვევითი შერჩევა, დასაბუთებული წერილობითი განცხადება და ა.შ. მონიტორინგისა და შერჩევისთვის კი ხუთი კაცისაგან შემდგარი სპეციალური კომისიაც შეიქმნება, რომელსაც, ყოველწლიურად არაუგვიანეს 15 დეკემბრისა, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი შექმნის.

 

კომისიის ფორმირება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან მოხდება. კერძოდ, მის შემადგენლობაში იქნება არასამთავრობო ორგანიზაციის სამი და აკადემიური წრეების ორი წარმომადგენელი. კომისიის შემადგენლობაში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ ერთი წევრით უნდა იყოს წარმოდგენილი. თითოეული წევრის არჩევა კი მაქსიმუმ ორჯერ უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრობა, მის საქმიანობაში მონაწილეობა ანაზღაურებად სამუშაოს არ წარმოადგენს.

 

დადგენილების თანახმად, შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა დეკლარაციებიდან, ხოლო 1/2 - განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით. როგორიცაა მაგალითად, განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევები.

 

მონიტორინგს მხოლოდ იმ პირის დეკლარაცია დაექვემდებარება, რომელიც შერჩევის მომენტისათვის წარმოადგენს თანამდებობის პირს ან მისი გათავისუფლების მომენტიდან ერთ წელზე მეტი არ არის გასული.

 

კომისია ვალდებულია მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში, ყოველი წლის 15 იანვრამდე მოამზადოს, რომელიც ბიუროს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს.

 

დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ, მის დაწყებამდე ხუთი დღის განმავლობაში თავად თანამდებობის პირსაც ეცნობება. დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

ამასთან, პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, თუ გამოვლენილი უზუსტობა ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით არ არის გამოწვეული, ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს.

 

მთავრობის დადგენილება 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, გარდამავალი 2017 წლის პერიოდისათვის მონიტორინგი მხოლოდ დასაბუთებული წერილობითი განცხადებითა და ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევით შერჩეულ დეკლარაციებს შეეხება.

 

 

 



Liberation: თქმით, მსოფლიოს შიშმილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: თქმით, მსოფლიოს შიშმილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელ მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხპოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და სტუდენტების მოზღვავების გამო, დახმარების მიმღებთა რაოდემობა...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...


მსგავსი სიახლეები

up