თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

access_time2019-10-18 11:00:52

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.


ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. მოცემულ ბლოგში წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს.


თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:


ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.


არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.




სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.



სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.


ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სამსახურში დასაქმების პროცესის მიმართ ნდობა არ გააჩნია. 2019 წლის თებერვალ-მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ ჩატარებული კვლების მიხედვით, გამოკითხულთა 59% თვლის, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გავრცელებულია, 91% მიიჩნევს, რომ თანამდებობის პირები საკუთარ პოზიციას ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების დასასაქმებლად იყენებენ. 2019 წლის აპრილში “ღია საზოგადოება - საქართველოს დაკვეთით გამოქვეყნებული CRRC-საქართველოს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68,8% მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მინისტრის ნათესავი უფრო დასაქმდება სახელმწიფო სტრუქტურაში, ვიდრე პროფესიული უნარებით და ცოდნით გამორჩეული კანდიდატი. 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53% თვლის, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია. მათ შორის, ვინც თვლის, რომ სამინისტროებში კორუფციაა გავრცელებული, 63% კორუფციის ფორმად ნეპოტიზმს მიიჩნევს. გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ კორუფცია გავრცელებულია ადგილობრივ თვითმმართველობებში, მათგან 59% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს. რესპონდენტთა 47% თვლის, რომ სასამართლოში კორუფცია გავრცელებულია, მათგან 49% გულისხმობს მასში ნეპოტიზმს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დიდი ხანია საუბრობს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევების შესახებ ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და პატრონაჟის მიმართულებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, რადგან სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების პრინციპები, მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება. ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს. ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, სწორედ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში მუშაობენ.


ბუნებრივია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.


ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი).



საჯარო სამსახურში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები, რომლებიც ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს:

კახი კანდელაკი - 2013-17 წლებში  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

მისი მეუღლე, ელენა იავორსკაია 2016 წლიდან შპს თბილისის სახ. საკონცერტო დარბაზის მარკეტინგის დირექტორია

გიორგი ხანიშვილი - 2018 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2016-17 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე 

მისი შვილი, თამარ ხანიშვილი 2017 წლიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია

ნიკოლოზ დიდიძე - 2013 წლიდან სსიპ-სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს უფროსის მოადგილე

მისი მეუღლე, სოფიო ქორჩაშვილი 2017 წლიდან  სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოს მთავარი სპეციალისტია

გიორგი ახვლედიანი - 2014 წლიდან ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

მისი მეუღლე, ქეთევან ახვლედიანი 2016 წლიდან შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამსახურის უფროსია

კობა კობალაძე - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

მისი შვილი, ზურაბ კობალაძე 2018 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელია

ანზორ ბოლქვაძე - 2008 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, შუახევის, ხულოსა და ქედის მაჟორიტარი

მისი მეუღლე, თინა ბოლქვაძე 2018 წლიდან ააიპ ხულოს სამხატვრო გალერეის წამყვანი სპეციალისტია

გოგა გულორდავა - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი

მისი მეუღლე, ნათია მოლაშხია 2017 წლიდან  ააიპ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კოორდინატორია

დიმიტრი ხუნდაძე - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

მისი მეუღლე, ლია ხუნდაძე 2017 წლიდან შპს. მცხეთის სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია

ქეთევან ჯაჭვაძე - 2008 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

 

მისი შვილი, სალომე მემარნიშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია

ლელა კალიჩენკო - 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

მისი შვილი, მარიამ ბაძგარაძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მთავარი კონსულტანტი-მოსამართლის თანაშემწეა

გიორგი ებანოიძე - 2012 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

მისი მეუღლე, მარიამ კერნერი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსულტანტია

 

თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების შემთხვევები იმავე უწყებასთან დაკავშირებულ საჯარო დაწესებულებაში:

ზვიად დავითიძე - 2014-17 წლებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების,“ შემდგომში კი ფრაქცია  „ერთობის“ თავმჯდომარე

მისი მეუღლე, მაია დავითიძე 2016 წლიდან ააიპ - გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ღონიძიებების სპეციალისტია

ანზორ სვანიძე - 2014-17 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე

მისი მამა, თეიმურაზ სვანიძე 2017 წლიდან ააიპ ბორჯომის სოფლის წყალის  საავარიო ოპერატიული ჯგუფის ხელმძღვანელია

ბექა ყანჩელი - 2014-17 წლებში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

მისი მეუღლე, ელმირა ადეიშვილი 2016 წლიდან ააიპ-ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტ. საზ. ჯანდაცვის და პრევ. მედიცინის ცენტრის მთავარი სპეციალისტია

ინეზა ბანძელაძე - 2014 წლიდან ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

მისი შვილი, ლევან გაგოშიძე 2017 წლიდან ააიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილეა

ნუკრი ანდრიაძე - 2014-17 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

მისი მეუღლე, თამარ სარაული 2016 წლიდან ააიპ ბოლნისის კულტურის სახლის მშობელთა და ბავშვთა კოორდინატორია

ვარლამ ხვინგია - 2014 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე

მისი მეუღლე, თამარ თაგვაძე  2018 წლიდან ააიპ - ბორჯომის კულტურის და ხელოვნების ცენტრში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია

ვლადიმერ გელაშვილი - 2014 წლიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

მისი მეუღლე, ლია ლომსაძე 2016 წლიდან ააიპ ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის მუსიკალური სკოლის მენეჯერია

სერგო უგრეხელიძე - 2014-17 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი

მისი მეუღლე, ზეინაბ უგრეხელიძე 2017 წლიდან ააიპ შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრატორია

შუქურა ჯაფარიძე - 2014 წლიდან ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მისი მეუღლე, მერაბ ჯაფარიძე 2017 წლიდან ააიპ ონის სასპორტო სკოლის კლუბებთან ურთიერთობის მენეჯერია

გიორგი ივანიაძე - 2014 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

მისი მეუღლე, ინდირა გოგოძე 2016 წლიდან ვანის მუნიციპალიტეტის ააიპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის სპეციალისტია

ალექსანდრე ოზბეტელაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის მხარდაჭერისა და ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი

მისი მეუღლე, ნინო ვერულაშვილი 2017 წლიდან სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის პროფესიული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტია

სოფიკო ბელქანია - 2016 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

მისი დედა, მარინე დარსაველიძე 2017 წლიდან სსიპ - გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსია

ანტონ ვარდია - 2014 წლიდან ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი

მისი მეუღლე, ირინე ჩაკაბერია 2016 წლიდან შპს ხობი დასუფთავების უფროსი სპეციალისტია

თამაზ მოძღვრიშვილი - 2014-17 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

მისი ძმა, მალხაზ მოძღვრიშვილი 2016 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შპს ,,სოფწყალის მთავარი სპეციალისტია

თამაზ ჩუბინიძე - 2014 წლიდან  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

მისი მეუღლე, ელისო ქლიბაძე 2014 წლიდან შპს  ბოლნისის მუნიციპალური ტრანსპორტის ბუღალტერია

მალხაზ სურმანიძე - 2013 წლიდან შპს - ქედის კომუნალურსერვისის ხელმძღვანელი

მისი შვილი, მანონი სურმანიძე 2018 წლიდან  შპს  ქედის კომუნალურსერვისის წამყვანი სპეციალისტია შესყიდვების საკითხებში

გოჩა მეშველიანი - 2017 წლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე

მისი შვილი, გიორგი მეშველიანი 2018 წლიდან ბოლნისის რაიონის მუნიციპალიტეტის შპს კომუნალური მეურნეობის დირექტორის მოადგილეა

 

საქართველოს პარლამენტის წევრები

შოთა ხაბარელი - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი

მისი შვილი, ანი ხაბარელი 2017 წლიდან თბილისის წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტია

კობა ლურსმანაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი

მისი შვილი, ანი ლურსმანაშვილი 2018 წლიდან  სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მთავარი სპეციალისტია

ზვიად ძიძიგური - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი

მისი და, მარინე ძიძიგური 2017 წლიდან სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტია

ირაკლი (დაჩი) ბერაია - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი

მისი მეუღლე, ხათუნა ბობოხიძე 2017 წლიდან შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის კონსულტანტია

დავით სონღულაშვილი - 2016 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი

მისი მეუღლე, ქეთევან მაღულარია 2017 წლიდან სსიპ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საფინანსო სამსახურის უფროსი სპეციალისტია

შალვა კიკნაველიძე - 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი

მისი მეუღლე, თათია სახელაშვილი 2017 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალისტია

 

სასამართლო

ეკატერინე გასიტაშვილი -  2014 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

მისი მეუღლე, გიორგი ვაშაყმაძე 2017 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველია აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში

მიხეილ ჩინჩალაძე - 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, 2010 წლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

 

მისი მამა, თამაზ ჩინჩალაძე 2016 წლიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ექსპერტ-კონსულტანტია; მისი მეუღლე, მარიკა მარიკაშვილი 2016 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარი ანალიტიკოსია; მისი დედა, რუსუდან სამხარაძე 2015 წლიდან სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორია

ზაზა თავაძე - 2016 წლიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან ერთ-ერთი

 

მისი მეუღლე, თეა ძოწენიძე 2017 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის სპეციალისტია

ეკატერინე ცისკარიძე - 2006 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მისი მეუღლე, ნიკოლოზ ბენდელიანი 2017 წლიდან საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური

დეპარტამენტის სტატისტიკის, კვლევისა და

ანალიზის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურეა

თეიმურაზ სვანიძე - 2015 წლიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2012 წლიდან ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე

მისი შვილი, გიორგი სვანიძე 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანია

ირაკლი შენგელია - 2007 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე

მისი მეუღლე, ლანა თევზაძე 2017 წლიდან სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია


„კომერსანტი“




„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...


მსგავსი სიახლეები

up