„თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი - თუ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა გვინდა, ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს

„თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელი - თუ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა გვინდა, ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს

access_time2019-12-26 09:00:00

თუ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იზრდებოდეს, ჰიდროელექტროსადგურების ე.წ. ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ცოტნე ებრალიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.



გადაცემაში ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის, „თანაინვესტირების ფონდის“ წლევანდელი მუშაობის შედეგები შეაფასეს. ფონდის ხელმძღვანელი თვლის, რომ 2019 წელი ფონდის ოთხივე ძირითადი საინვესტიციო მიმართულებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება, მრეწველობა და ენერგეტიკა – საკმაოდ წარმატებული გამოდგა.



„ყველამ იცის ჩვენი ბრენდი „პლანტა“, რომლის პროდუქციაც ქართულ სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი. იმ სასათბურე მეურნეობისთვის, რომელიც „პლანტას“ პროდუქციას აწვდის, წარმატებული წელი იყო, რადგან მოსავლიანობის დახლოებით 23 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ამ კომპანიაში ახალი მიგნებები გამოვცადეთ, რამაც მოსავლიანობის გაზრდის საშუალება მოგვცა და ამიტომ ვთვლით, რომ საკმაოდ წარმატებული წელი იყო. თხილის მეურნეობის მიმართულებით სანერგე სამუშაოები დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში დავასრულეთ, ამიტომ ესეც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – განმარტა ებრალიძემ.



მისი შეფასებით, 2019 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა უძრავი ქონების მიმართულებითაც. ამ კუთხით ფონდის ყველაზე დიდი პროექტი „აქსის თაუერი“ დასკვნით ფაზაზე გადავიდა და 2020 წელს მისი სრულად ამოქმედება იგეგმება. რაც შეეხება „გალერია თბილისს“, სადაც თავიდან მხოლოდ სავაჭრო ფართი ფუნქციონირებდა, წელს 78 ადგილიანი სასტუმრო „რადიუსი“ ამოქმედდა, ხოლო სავაჭრო ფართი სრულად დაიტვირთა.




„გალერია თბილისისთვის“, წარმატებული იყო იმ მხრივ, რომ წელს უკვე გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს 78 ნომრიანი სასტუმრო „რადიუსი“. წელს „გალერია თბილისში“ გაიხსნა საოფისე ფართები და თავად სავაჭრო სივრცე 100 პროცენტიან დატვირთვაზე ავიდა – ყველა ფართი გაქირავებულია და მუშაობს“, – განაცხადა ებრალიძემ.



ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა ენერგეტიკის სექტორის და აქ განხორციელებული ინვესტიციების წარმატების მნიშვნელობა.



„ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკის მიმართულება, სადაც ახალი პარტნიორი შემოვიყვანეთ – ძალიან მსხვილი კორეული ენერგეტიკული კომაპნია, რომელთანაც მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და ერთად ვიწყებთ დაახლოებით 200 მეგავატიანი ჰესის განვითარებას. მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი 53 მეგავატიანი პროექტისთვის „მტკვარი ჰესისთვის“, რომელიც დაახლოებით 160 მილიონი დოლარი ღირებულებისაა. აქ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ გაკეთდა 10 კილომეტრიანი გვირაბი, რაც ფაქტობრივად ყველაზე გრძელი გვირაბია, რაც კი საქართველოში გაკეთებულა. ამ გვირაბის საექსკავაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა, სულ 300 მეტრამდე დარჩა და იანვარში ვფიქრობთ ამ სამუშაოებს დავასრულებთ და პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავალთ. 2021 წელს უკვე უნდა დასრულდეს „მტკვარი ჰესი“ და ამავე წელს ენერგიაც მივიღოთ. რაც შეეხება ცხენისწყალზე კორეელებთან ერთად გაფორმებულ ხელშეკრულებას, ეს ხანგრძლივი პროცესია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, სანამ პროექტი საბოლოოდ არ მომზადდება. პროექტის მომზადება და მერე ჰესის გაშვების პროცესი შეიძლება 5-დან 7 წლამდე გაგრძელდეს“, – განაცხადა ებრალიძემ.



ებრალიძის მოსაზრებით, თუ ქვეყანას ეკონომიკის ზრდა სურს, ეს ჰესების მშენებლობის გარეშე რთული იქნება.



„საბოლოო ჯამში ჰესების მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს. თუ გვინდა საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკურ ზრდას მივაღწიოთ, ეკონომიკური ზრდა თავისთავში ენერგეტიკაზე მოთხოვნის ზრდასაც გულისხმობს. თუ მოხმარების ზრდას გადავხედავთ ბოლო წლებში ისეთი დინამიკაა, რომ თუ 5-6 წლის წინ ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებული, ძალიან მალე სულ უფრო მეტი იმპორტი მოგვიწევს არა მხოლოდ ზამთრის, არამედ ზაფხულის პერიოდშიც. ენერგეტიკა არ არის ის სფერო, სადაც დღეს ჩადებ ინვესტიციას და ორი წლის მერე შედეგს მიიღებ. ეს სექტორი საკმაოდ გრძელვადიან ინვესტიციებს მოითხოვს. საუბარია 5,6,7 და ზოგჯერ 10 წელზეც. ჩვენ თუ გვინდა 5-6 წლის შემდეგ კარგი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს და თან ენერგოდამოუკიდებლები ვიყოთ, მაშინ ინვესტიციები დღესვე უნდა განვახორციელოთ. სხვა შემთხვევაში მომავალში ძალიან გაგვიჭირდება“, – განუცხადა ცოტნე ებრალიძემ „ბიზნესპარტნიორს“.




1tv.ge







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up