თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი: „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოლიდური კერძო საინვესტიციო პლატფორმა“

თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენელი: „ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოლიდური კერძო საინვესტიციო პლატფორმა“

access_time2016-07-20 17:49:16

2016 წლის 14 ივლისს, CNBC-მ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მიმართულების მმართველ დირექტორს, ირაკლი მენაბდეს უმასპინძლა. ინტერვიუს ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის საქმიანობას, საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს და მასზე BREXIT-ის შესაძლო გავლენას. ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას.


ირაკლი მენაბდეს განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ფონდის როლიც უცხოელ ინვესტორთა მოზიდვის კუთხით.


„ფონდის სახით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სოლიდური კერძო საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებულ უცხოელ ინვესტორთათვის ძლიერ ადგილობრივ პარტნიორს წარმოადგენს. ფონდს შეუძლია მოიძიოს და ინვესტორებს შესთავაზოს კომერციულად მიმზიდველი პროექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ ამონაგებს ინვესტიციაზე (IRR). ჩვენ განვიხილავთ მინიმუმ $5 მლნ ამერიკული დოლარის ჯამური საინვესტიციო მოცულობის პროექტებს, რომელთა IRR მაჩვენებელი 17%-ს აღემატება. ენერგეტიკის მიმართულებით გვაქვს რამდენიმე მიმდინარე საინვესტიციო პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობები 150 მლნ ამერიკული დოლარიდან იწყება და ერთ-ერთი პროექტის შემთხვევაში 750 მლნ ამერიკულ დოლარს აღწევს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი მსხვილი უცხოელი ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ფონდის სახით ძლიერი საინვესტიციო პლატფორმის შეთავაზებაა.“ - განაცხადა ირაკლი მენაბდემ.


CNBC-ის ჟურნალისტი საქართველოზე BREXIT-ის ფაქტორის შესაძლო გავლენითაც დაინტერესდა. მენაბდეს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე გავლენა არ ჰქონია.



„აღნიშნულ თემაზე საუბრისას ვფიქრობ ორ ძირითად საკითხს უნდა შევეხოთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო უცხოელ ინვესტორთათვის მიმზიდველ ქვეყნად რჩება. ამაზე მიუთითებს 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით გაორმაგებულია.


რაც შეეხება უშუალოდ BREXIT-ის ფაქტორს, მოგახსენებთ, რომ საქართველოში ბრიტანული ბიზნესები მრავალი წელია წარმატებით ოპერირებენ და ვფიქრობ, ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ რეფერენდუმს არანაირი გავლენა არ ექნება არც ხსენებულ ბიზნესებზე და არც ბრიტანეთისა და საქართველოს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა რასაკვირველია, საქართველოდან ვაკვირდებით პროცესის განვითარებას და ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ურთიერთობის ის ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდება.“ - განმარტა მენაბდემ.


ინტერვიუს მსვლელობისას, ირაკლი მენაბდემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზეც ისაუბრა. CNBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რამდენად მიმზიდველია ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა დატოვა გაერთიანება, ირაკლი მენაბდემ განაცხადა: „ევროკავშირთან ძალიან საინტერესო ურთიერთობები გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აქტიურად გააგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) ასოცირების შეთანხმების უნიკალური კომპონენტია, რომელიც ევროკავშირთან განსაკუთრებული პარტნიორობის საშუალებას გვაძლევს. შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს ყველა საჭირო სტრუქტურულ რეფორმას, რათა მაქსიმალურად თანხვედრაში ვიყოთ ევროკავშირის რეგულაციებთან.


ეს არის სწორი გზა ქვეყნის განვითარებისთვის და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რათა მოხდეს პროდუქციის და მომსახურების ექსპორტისთვის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. მაგრამ, რაც მთავარია ეს პარტნიორობა გვაძლევს გადასახადებისგან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას მრავალი ქვეყნისგან შემდგარ ბაზართან, რომელიც ჩვენთვის DCFTA-ს წყალობით ერთიან სავაჭრო სივრცედ იქცა.“ - განაცხადა ირაკლი მენაბდემ.



ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up