"თანაინვესტირების ფონდის" მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 6 მლრდ ლარია

access_time2019-05-09 15:45:13

"თანაინვესტირების ფონდის" მიერ 22-მდე მიმდინარე პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლრდ ლარს შეადგენს. როგორც "საქმის კურსს" ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, პროექტები ქვეყნის ეკონომიკისთვის აქტუალურ სექტორებს მოიცავს.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფონდში ფინანსურად გამორჩეული ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორია, რადგან პროექტების ჯამური ღირებულება 770 მლნ დოლარს სცდება.


როგორც ებრალიძე აღნიშნავს, ენერგეტიკის სექტორი პროექტების ჯამური რაოდენობით ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორებს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ფონდი ამჟამად სამ ენერგეტიკულ პროექტს "მტკვარი ჰესს", "ონი ჰესს", "ცხენისწყლის ჰესების კასკადს" ახორციელებს.


"ჩვენი ყველა პროექტი ქართული ეკონომიკისათვის აქტუალურ სექტორშია. მაგალითად: ტურიზმის და უძრავი ქონების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ასევე მრეწველობის მიმართულებით", - განაცხადა ებრალიძემ.



რაც შეეხება ვადებს, ფონდის ხელმძღავნელის განმარტებით, ყველაზე გრძელვადიანი ენერგეტიკული პროექტებია, რაც 2027 წლისთვის დასრულდება.


მისივე თქმით, საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ინიციატივით, აბასთუმანში, "მარიოტის" საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება და 2020 წლიდან სტუმრების მიღებას შეძლებს.


150–ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა, აუზი, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი და ტერასა 360–გრადუსიანი ხედით. წიწვოვანი ტყით გარშემორტყმული სასტუმრო 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 25 000 კვ.მ-ია.


BMG






დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up