„თანაინვესტირების ფონდის“ 8 ექსკლუზიური პროექტი, რომლითაც ინვესტორები არ დაინტერესდნენ

„თანაინვესტირების ფონდის“ 8 ექსკლუზიური პროექტი, რომლითაც ინვესტორები არ დაინტერესდნენ

access_time2016-09-09 10:09:28

„თანაინვესტირების ფონდმა" მიმდინარე წლის ივნისში 8 პროექტის პრეზენტაცია გამართა. მაშინ ითქვა, რომ პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

 

„კომერსანტი" დაინტერესდა ისარგებლეს თუ არა ინვესტორებმა ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებით. როგორც თანაინვესტორების ფონდიდან გვაცნობეს, ამ დროისთვის შეთავაზებული პროექტებით არავინ დაინტერესებულა ვინც შეძლებს რომელიმე მათგანის სრულყოფილად განხორციელებას და უზრუნველყოფს მის წარმატებულ ფუნქციონირებას.

 

„ რვავე პროექტი ვითარდება და ხორციელდება ფონდის მიერ, წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით. ჩვენი უპრეცედენტო ინიციატივა და შეთავაზება ძალაში რჩება და როგორც თავდაპირველად განვაცხადეთ, რვავე მასშტაბური პროექტის ინიციატორი და ინვესტორი მზად არის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე პროექტები გადასცეს დაინტერესებულ ინვესტორებს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები დადგენილი პირობები სფარგლებში მათ წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ" – აცხადებენ ფონდში.

 

მათივე შეფასებით, 8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არათუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებული არცერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა: განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომლებიც დედაქალაქის და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიონაობის ასამაღლებლად საერთაშორისო მასშტაბით.

 

პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $574 მლნ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

აქედან, დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 243მლნ ლარი.

 

მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი.

 

პროექტების ჩამონათვალი:

 

1. შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსი 5* (Marriot International - Autograph Collection)


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $75 მლნდოლარი


პროექტი დასრულდება 2016 წელს

2. სასტუმრო განმუხური 5*



ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $40 მლნდოლარი


პროექტი დასრულდება 2018 წელს

 

3. სამკურნალო - გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია 5*


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $80 მლნდოლარი


პროექტი დასრულდება 2019 წელს

 

4. სასტუმრო თავისუფლების მოედანი 7* (Marriot International - Autograph Collection)


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $90 მლნდოლარი


პროექტი დასრულდება 2018 წელს

 

5. სასტუმრო სოლოლაკი 5* (Marriot International - Autograph Collection)


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $200 მლნდოლარი


პროექტი დასრულდება 2019 წელს

 

6. I სასტუმრო ერეკლე II-ს მოედნის N3-ში,5*


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $9 მლნდოლარი


პროექტი დასრულდება 2017 წელს

 

7. II სასტუმრო ერეკლე II-ს მოედანზე, კოტე აფხაზის N22-ში, 5*


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $40 მლნ


პროექტი დასრულდება 2019 წელს

 

 

8. თაბორის რეკრეაცია და გოლფი 5*


ჯამური საინვესტიციო მოცულობა: $40 მლნდოლარი

პროექტიდასრულდება 2018 წელს

 

 

 

 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up