თანაინვესტირების ფონდი ტურიზმის განვითარების ფონდს აფუძნებს

თანაინვესტირების ფონდი ტურიზმის განვითარების ფონდს აფუძნებს

person access_time2016-10-04 13:14:40

 

დღეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აფუძნებს ტურიზმის განვითარების ფონდს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფპნდის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალი ინიციატივა გადამწყვეტ როლს ითამაშებს ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ გვჭირდება განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში, განსაკუთრებით საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც ტურიზმი აქამდე ნაკლებად აქტუალური და პრიორიტეტული იყო",-აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა საქართველოს გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.


 

 

„ალბათ, ყველა ამჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის გაზრდილი, რასაც მოწმობს უახლესი სტატისტიკური მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ დღითი დღე იზრდება ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს აღმავალი ტენდენცია ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ. სწორედ ამის მისაღწევად ტურიზმის განვითარების ფონდის დაარსება ძალიან დროული ნაბიჯია. ფონდის მიმართულებები და კრიტერიუმები ზუსტად ის არის, რაც სჭირდება ქვეყანას და უზრუნველყოფს ტურიზმის სტაბილურ განვითარებას მომავალში. სწორედ ეს ფონდი ახორციელებს 8 უნიკალურ მსოფლიო დონის მრავალფუნქციურ სასტუმრო-კომპლექსს, საერთო ღირებულებით 680 მილიონი დოლარი. აქედან უკვე ინვესტირებულია 259 მილიონი ლარი. ფონდის მასშტაბურობაზე და უმაღლეს სტანდარტებზე მეტყველებს საერთაშორისო აღიარება, რომელიც მისმა სამმა პროექტმა უკვე მოიპოვა „მარიოტის" საერთაშორისო ქსელის მხრიდან: „სასტუმრო თავისუფლების მოედანზე", „სასტუმრო სოლოლაკსა"და „სასტუმრო შეკვეთილში" შემოვიდა „მარიოტის" უმაღელსი კლასის ბრენდის Autograph Collection", - განცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, თბილისში უკვე შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო, სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე.

 

 

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპლექსები და მათი კავშირი ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო გზით, ქმნიან იმ ახალ სავიზიტო ბარათს,რომელიც დედაქალაქის ტურიზმის განვითარების და ხარისხის ხვალინდელი დღე გახლავთ. თაბორის პროექტი, ეს არის 400 000 კვ.მ „ახალი ფილტვები"ქალაქისთვის (რეკრეაციული ზონა და გოლფის მოედნები). ასეთი ადგილი თბილისში არ არსებობს. შეიქმნება ტენდენცია სხვა მსგავსი პროექტების განვითარებისთვის. ამ კომპლექსების მშენებლობების პროცესში მთლიანობაში დასაქმდება 20 ათასზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2500 ადამიანი", - აღნიშნა კვირიკაშვილმა. 

 

 

 



„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“

„ჩვენი პროდუქცია აღარ იქნება სეზონური“ - რას გეგმავს ფერადი ბოსტნეულის მწარმოებელი „სამყურა“
access_time2021-07-25 16:00:36
ბიო მეურნეობა ,,სამყურა“ პანდემიის მიუხედავად გაფართოებას ახერხებს. მზესუმზირის ზეთის წარმოების დაწყების შემდეგ, მეურნეობა კაფი გახსნას და სათბურის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მეურნეობის...

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“

,,რამდენად რეალისტურია ჩვენი გეგმები, აგვისტო- სექტემბრის ეპიდ-სიტუაცია გამოაჩენს“ - „მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“
access_time2021-07-25 14:00:26
„მესამე „ლოქდაუნს ვერც ბიზნესი და ვერც ქვეყანა ვერ გადაიტანს“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. კახახაზარაძე აცხადებს, რომ ინფიცირების მატების შესაჩერებლად ერთ-ერთი გზა...

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა - რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება

ვირის რძე, ჩაი, კურკუმა, ჭინჭარი... ბებიის რეცეპტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, ჩაის საპონიც დაემატა -  რატომ მოუწია „დემას“ პროდუქტების გაძვირება
access_time2021-07-25 12:00:37
ვირის რძით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებს, ახლა უკვე ჩაის საპონიც დაემატა. როგორც კომპანია „დემას“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას...

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები

,,ავტო-იმპორტიორების კეთილსინდისიერების იმედად უნდა ვიყოთ“ - გამოჩნდება თუ არა ქართულ ბაზარზე ევროპის ქვეყნებში დატბორილი ავტომობილები
access_time2021-07-25 11:15:55
წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, ევროპის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაზიანებული რამდენი ავტომობილი შემოვა საქართველოში, თუმცა საფრთხე რეალურია, რომ რამდენიმე პროცენტი...

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის

ალექსანდრე ძნელაძე – საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის
access_time2021-07-25 10:00:07
“ბანკების ასოციაციაში” აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე...


მსგავსი სიახლეები

up