თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსთავი 2-ს  პასუხობს

თანაინვესტირების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი რუსთავი 2-ს პასუხობს

access_time2019-04-18 17:37:20


თანაინვესტირების ფინდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიცა ქისტაური,  რუსთავი 2-ის  განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც საუბარია იმაზე, რომ  თანაინვესტირების ფონდის პრესმდივანმა ჟურნალისტს არ უპასუხა და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა.


ნუცა ქისტარუის facebook სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


პირველ რიგში ძალიან უხერხულია, როცა ესე საჯაროდ ცდილობს ადამიანი (არ აქვს მნიშვნელობა მის პროფესიულ საქმიანობას) მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.


ბატონო ნოდარ, მე თქვენთვის ნამდვილად არ მითქვამს რომ „არ მცალია“, როგორც სატელეფონო საუბრისას შეგატყობინეთ, ვიყენებ ჩემს მოქალაქეობრივ უფლებას და ვიმყოფები დეკრეტში.  მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ნება-სურვილით კვლავ ვარ ჩართული ფონდის საქმიანობაში, გითხარით, რომ გადმოგირეკავდით და დეტალურად მოგახსენებდით ყველა იმ საჭირო კითხვაზე თუ სადავო საკითხზე პასუხს. თუმცა თქვენ მაინც წერთ, რომ თითქოს „არ მეცალა“ და შესაბამისად ჩემგან პასუხიც კი ვერ მიიღეთ.


გთხოვთ, მაჩვენოთ ჩანაწერი,  სადაც  გეუბნებით რომ „არ მცალია“. სამწუხაროდ, ასეთ ჩანაწერს ვერ წარმოადგენთ... საბედნიეროდ ვერც ერთი ჟურნალისტი ვისთანაც შეხება მქონია წლების განმავლობაში, ვერ იტყვის რომ როდესმე მე მათთვის ან არ მეპასუხა ან მსგავსი უხეში პასუხით დამესრულებინა მათთან საუბარი.


რაც შეეხება 2019 წლის 17 აპრილს, რუსთავი 2-ის ეთერში, კერძოდ გადაცემაში „კურიერი“ გასულ სიუჟეტს პანორამა თბილისისა და სამი დაშავებული მუშის თაობაზე, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სიუჟეტში არა ერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რაც ჩვენს მიერ გავრცელებულ რელიზში ცხადად არის მოყვანილი. ამასთანავე, შეგიძლიათ პირადად დაუკავშირდეთ შრომის ინსპექციის წარმომადგენლებს, რომლებიც თავად მოგახსენებენ, რომ ობიექტზე შესვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლეს.


და ბოლოს, ფაქტია,  ჩემი საკონტაქტო ინფორმაციაც გქონიათ ბატონო ნოდარ, თუმცა ჩვენს პრესსამსახურს არავინ დაკავშირებია. სოციალური ქსელის მეშვეობით თქვენთან საუბარს ნამდვილად აღარ ვაპირებ, ვინაიდან სრული 10 წუთის განმავლობაში ისედაც გვქონდა სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა. ვიმედოვნებ, სამომავლოდ მაინც გაითვალისწინებთ და ჟურნალისტური გამოძიების სრულფასოვნად ჩატარების მიზნით, აუცილებლად დაუკავშიდებით შესაბამისი უწყებების პრესსამსახურებს.



გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!



თანაინვესტირების ფინდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სტატუსი  რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებების მთავი პროდიუსერის ნოდარ მელაძის სტატუსს მოჰყვა


ნოდარ მელაძის სტატუსს ასევე უცვლელად გთავაზობთ 



დღეს თანაინვესტირების ფონდმა გაავრცელა განცხადება და ყალბი ფაქტებით სცადა რუსთავი 2 ის საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაცია. Tsotne Ebralidze თქვენმა პრესმდივანმა მითხრა, რომ არ სცალია სასაუბროდ, ამიტომ საჯაროდ დავწერ.


ტყუილი 1 ციტატა განცხადებიდან


რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ობიექტზე შესვლა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დახმარებით შეძლეს, რაც ტყუილია. - ის რომ შრომის ინსპექციის თანამშრომლების დაშვება არ ხდებოდა ადგილზე დგინდება შესაბამისი ვიდეოჩანაწერით, რომელიც გადაიცა 16 აპრილს კურიერში 9 საათზე.


ტყუილი 2 - ციტატა განცხადებიდან - სიუჟეტში ნახსენებია, რომ სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს კომპანია ჯითიდიეფ სოლუშენს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. უკანა ფასადის ლესვით სამუშაოებს, სადაც მოხდა ინციდენტი, ახორციელებდა შპს ენერჯი პლიუსი, შპს თბილისი სითი-ს დაკვეთით. - ის რომ სამუშაოებს ახორეციელებს ჯითიდიეს სოლუშენი დგინდება სამშენებლო ობიექტზე გამოკრული აბრიდან. შესაბამისი ფოტო მტკიცებულება განთავსებულია რუსთავი 2 ის ვებ გვერდზე, სამშენებლო ობიექტზე არსად არ არის მითითებული შპს ენერჯი პლიუსი, მომხდარი ინციდენტის შემდეგ არ გაკეთებულა განმარტება და შესაბამისად მედიას ვერ ეცოდინებოდა კონტრაქტორის შესახებ.


ტყუილი 3 - ციტატა განცხადებიდან რუსთავი 2-ის წარმომადგენლები არ დაკავშირებიან საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს, არ გამოუთხოვიათ ინფორმაცია, რაც ამყარებს ეჭვს რომ რუსთავი 2-ის ინტერესი არა საზოგადოების ინფორმირება, არამედ მისი შეგნებულად შეცდომაში შეყვანაა - ესეც დიდი ტყუილი. რუსთავი 2 ის ჟურნალისტი Anna Tsereteli ჯითიდიეს სოლუშენის და ტურისზმის განვიათარების ფონდის სარეგისტრაციო მისამართზე იმყოფებოდა, 17 აპრილს დილით, 12 საათზე ვიდეომასალა გავიდა კურიერის ეთერში და განმეორეობით გადაიცა 3, 6, 9 საათზე, თუმცა ამის მიუხედავად არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. ამ ვიდეოჩანაწერითი დგინდება, რუსთავი 2 ის სურვილი მოეძებნა კომპანიის დამფუძნებლები და ჩაეწერა მათთან ინტერვიუ.


დასკვნა, თანაინვესტირების ფონდის მიერ მიერ დღეს გავრცელებული განცხადება არის სრული დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ სამი ადამიანის სიმაღლიდან ჩამოვარდნის ფაქტს კომპანია მხოლოდ მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც რეპორტაჟი კურიერში მომზადდა და ორი დღის განმვალობაში მათ ობიექტზე მომხადარ შემთხვევაზე ხმაც კი არ ამოუღიათ.













რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
access_time2021-02-25 18:10:04
სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისათვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული, მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუქის კონტურია დატანილი. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით თქვენ მარტივად შეგიძლიათ განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან. სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-25 21:00:23
1. როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა, რომ არა 1921 წლის 25...

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

Washington post: ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
access_time2021-02-25 20:00:09
ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინაამღდეგ ახალ სანქციების, ამჯერად ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის და ამერიკის საჯარო სტრუქტურებზე კიბერშეტევის გამო ამზადებს.   დამსჯელი ზომების მიზანია მსოფლიოსთვის მკვეთრი სიგნალს გაგზავნა იმაზე, რომ რუსეთი აშშ-ს და მოკავშირეების წინაამღდეგ კიბერ-ინსტრუმენტებს წლების მანძილზე იყენებს, არჩევნებში ერევა, ჰაკერებთან თანამშრომლობს და ბოლო პერიოდში - აშშ-ს სახელმწიფო ორგანოების მუშაობას აფერხებს.   სასჯელი...

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს

GeoFresh სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტს იწყებს
access_time2021-02-25 19:00:13
კომპანია GeoFresh 2021 წელს ლურჯი მოცვის და სატაცურის ექსპორტის დაწყებას სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს.   კომპანია 2016 წელს 2-მა ებრაელმა ბიზნესმენმა დააარსა და ის დღეს კახეთში 13 ჰექტრის სატაცურის, ხოლო სამეგრელოში ლურჯი მოცვის 7 ჰექტრის  პლანტაციებს ფლობს. სავარაუდოდ, 2021 სატაცურის მოსავალი 20-25, ხოლო ლურჯი მოცვის - 60-70 ტონას მიაღწევს.   ამ დროისთვის კომპანია Global G.A.P  სერტიფიკატის მიღებაზე მუშაობს, რაც შემდგომში...

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს

„ოკტოპუს ფიტნეს კლუბი“ მუშაობის განახლებისთვის 200 000-მდე ლარს დახარჯავს
access_time2021-02-25 18:00:46
„ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორი გიორგი ასათიანი  აცხადებს, რომ კომპანია 15 მარტიდან მუშაობის გასაახლებლად ემზადება. მისი განცხადებით, დაგეგმილია კომპანიის ყველა ფილიალის გახსნა.   როგორც ასათიანი განმარტავს, იმ პირობებში, როდესაც სპორტული დარბაზები 9-10 თვის განმავლობაში დაკეტილები იყვნენ, მუშაობის გასაახლებად საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.   „სასურველი იქნებოდა, სექტორს გარკვეული ტიპის საგადასახადო შეღავათები ჰქონოდა, რადგან მართლა...


მსგავსი სიახლეები

up