„საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის  პროექტით  ვერ  ვისარგებლეთ,მექანიზმი რეალურად საპიარო იყო“

„საოჯახო სასტუმროების ხელშეწყობის პროექტით ვერ ვისარგებლეთ,მექანიზმი რეალურად საპიარო იყო“

access_time2019-11-14 10:00:03

მთავრობამ მცირე სასტუმროების საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსება ჯერ კიდევ ივლისში დააანონსა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, ყველაზე მეტად სწორედ აღნიშნული სექტორი დაზარალდა. „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“ პროგრამის განაცხადის მიღების ვადა 15 ნოემბერს იწურება. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რეალურად, როგორ იმუშავა ეკონომიკის მინისტრის მიერ დაანოსნებულმა მექანიზმმა? როგორც აღმოჩნდა, სასტუმროების უმრავლესობამ აღნიშნული პროგრამით ვერ ისარგებლა.


„ურეკში არსებული სასტუმროების უმრავლესობა, 90%-ზე მეტი საბანკო სესხებზე არის დამოკიდებული და სახელმწიფოს თანადაფინანსების პროექტის შესახებ ინფორმაციამაც ძალიან გაგვახარა, ბანკებმაც დროულად მოგვაწოდეს არსებული სიახლე, მაგრამ იყო ბევრი შეზღუდვა და ჩემს ირგვლივ თითქმის ვერავინ გამოიყენა.  იყო ბევრი დეტალი, მათ შორის უცხოურ ვალუტაში ვისაც ჰქონდა. სესხი 100 000 დოლარი არის მაქსიმუმი, უმეტესობას კი უცხოურ ვალუტაში აქვს კრედიტი  დაბალი პროცენტიდან გამომდინარე და ეს თანხაც მინიმუმია იმასთან შედარებით, რა სესხიც გვაქვს დასაფარი. გარდა ამისა, თუ სხვაზე იყო სესხი ან მეწარმეს ჰყავდა თავდები პირი - არ ფინანსდებოდა, მფლობელზე უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული საკადასტრო კოდიც.  არ ეხებოდა თანადაფინანსება სახელმწიფო სამსახურში მომუშავე მეწარმესაც და ა.შ. მოკლედ, იყო ბევრი ბიუროკრატიული დეტალი, რომელიც ჩემს ირგვლივ ყველა მცირე ზომის სასტუმროს ჰქონდა და შესაბამისად ვერავინ გამოვიყენეთ. თანადაფინანსების პროექტი სახელმწიფომ კი გამოაცხადა, ალბათ ისევ სარეკლამოდ, მაგრამ რეალურად ვერავინ ვისარგებლეთ“,-  განაცხადა სასტუმრო Ureki hotel g&n მფლობელმა ეკატერინე ზალინაშვილმა.


აჭარაში არსებული საოჯახო სასტუმროების მფლობელების თქმით, მართალია, სეზონი წელს შარშანდელთან შედარებით ადრე დაიწყო, მაგრამ ცოტა ხანს გაგრძელდა და აღნიშნული პროექტი მათთვის ბოლო იმედი იყო, რომელიც ვერ გამოიყენეს.


„თანადაფინანსების შესახებ ინფორმაცია ზაფხულში გავრცელდა და ეს ჩვენი ბოლო იმედი იყო, თუმცა არ გამოგვიყენებია, რადგან ბევრი დეტალი უნდა დაეკმაყოფილებინა მცირე სასტუმროს, მათ შორის ოთახების რაოდენობა, მაქსიმალური თანხა და ა.შ. არადა ძალიან რთული სიტუაციაა, ის კონტიგენტი ვინც უნდა ჩამოსულიყო, ფაქტობრივად  ვერ ჩამოვიდა. მართალია ამინდებიდან გამომდინარე სეზონი მაისიდან დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. წელს ტურისტების რაოდენობა 40%-ით შემცირებული იყო, რადგან ჩვენ ძირითადად რუს ტურისტებზე ვართ დამოკიდებული“, - განმარტავს სასტუმრო „რივიერას“ მფლობელი ლია ტაკიძე.



Mestia Valeris Guesthouse-ის მფლობელი მაკა უბესიანი მართალია თანადაფინანსების პროექტის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა, თუმცა სეზონით უკმაყოფილო არ არის.


„თანადაფინანსების პროექტის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად არც გვისარგებლია. ახლა ნამდვილად დავინტერესდები და ვისარგებლებ. რაც შეეხება სეზონს, მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავეთ,  არ გვიგრძვნია რუსი ტურისტების სიმცირე. აღსანიშნავია, რომ აპარტამენტი თბილისშიც მაქვს და არც იქ შემქმნია პრობლემა. ჩემს ირგვლივ არსებულ სასტუმროებშიც ანალოგიური სიტუაციაა, მართალია ტურისტების რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა წინა წლების მსგავსად იყო, უფრო მეტ აქტიურობას  ზამთრის სეზონზე ველოდებით“,  - ამბობს მაკა უბესიანი.


სახლმწიფო თანადაფინანსების პროგრამის ხარვეზებზე საუბრობს ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინაც, რომელიც სიღნაღში 2 სასტუმროს (Sighnaghi Art Hotel-ის და Villa Provance) ფლობს.


„სახელმწიფოს თანადაფინანსების მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. ყველა ბანკთან გვაქვს საუბარი, რადგან ყველა ჩვენგანს იპოთეკით აქვს სესხი აღებული და ერთი თეთრით არ გვეხმარებიან. ბანკები ამბობენ, რომ ჩვენთან არ მოსულა არანაირი განკარგულება და სხვა ვერავინ გვცემს პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით. კარგი იქნება საშეღავათო 6 თვე მაინც რომ გაგვიკეთონ, მაშინ როდესაც საერთოდ ტურისტი არ არის. მაისში ძირითადად რუსი ტურისტები მოდიოდნენ, შემდეგ წელს ალბათ ამასაც ვერ მივიღებთ და ეს ნიშნავს, რომ ისევ 3 თვიან ტურიზმზე გადავდივართ, დანარჩენი თვეები რითი უნდა ვიხადოთ ეს ყველაფერი ამაზე არავინ ფიქრობს. გარდა ამისა, მუდმივად მაქვს საუბრები სიღნაღის სასტუმროების მეპატრონეებთან, რომ სჯობს  იყოს ლოგიკურად დაბალი ფასი, ვიდრე ალოგიკურად მაღალი, მაგალითად, არ შეიძლება სეზონზე ჩურჩხელა 10 ლარი ღირდეს, ხოლო ხაჭაპური 25 ლარი. სიღნაღში საერთო სურათი გაფუჭდა, რადგან ევროპელები, მაგალითად ფრანგები და გერმანელები ძირითადად ისვენებენ ივლისი-აგვისტოში, სექტემბერში აღარ მიდიან დასასვენებლად და ამ პერიოდიდან ძირითადად რუს ტურისტებზე იყო ყველაფერი გათვლილი. მხოლოდ იმის დეკლარირება, რომ რაღაც გაკეთდება და თანადაფინანსება დაიწყება - არაფერს ნიშნავს“, - Sighnaghi Art Hotel-ის და Villa Provance-ს მფლობელი ლალი მოროშკინა.


ნინო თამაზაშვილი






მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up