თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

access_time2021-02-23 19:05:09

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:


• Pevaton - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს დასავლეთ ევროპულ ბრენდებს (მწარმოებლებს) მცირე დამოუკიდებელ მაღაზიებთან (საცალო მოვაჭრეებთან)


• On-demand delivery management platform DeliverOn - პროექტის მიზანია გაამარტივოს და სრულიად შეცვალოს მიწოდების ჯაჭვის ბოლო და ყველაზე ძვირადღირებული ფაზის მართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.


• Bugger Bluggers - პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო თამაში VR-ის ბაზარზე.


• ViDooFood - ინოვაციური კონცეფციის მატარებელი სამზარეულო საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.


• Legalle AI - ცენტრალიზებული, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჭკვიანი საძიებო სისტემა, რომელიც 10-ჯერ შეამცირებს სამართლის დარგის სპეციალისტების მიერ მოკვლევაზე დახარჯულ დროს.


• VISION - Blind Environment sensory system - უნივერსალური სენსორული სისტემა უსინათლოთა და შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის, რომელიც მათ გარემოსთან ადაპტაციაში დაეხმარება.


• Cityscape Pro - რევოლუციური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ახდენს არქიტექტურული და ვიზუალური პროგრამების მომხმარებელთა სამუშაოს დიდი ნაწილის ავტომატიზაციას.


• Immune-S - ბიოლოგიური იმუნომოდულატორი, რომელიც გამოიყენება როგორც კიბოს მკურნალობის, ასევე იმუნური სისტემის გააქტიურებისათვის.


• Portal AGRoGEORGIA - სასოფლო მეურნეობის დისტანციური მართვის სისტემა.



• autoElement- პროექტის იდეაა, შექმნას საერთაშორისო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში ფუნდამენტურად შეცვლის ავტონაწილებით ვაჭრობის ინდუსტრიას მსოფლიოს 30 ქვეყანაში.


• Usoft - ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო მართვის სისტემა.


• Atom Kids - ექსპერიმენტების ნაკრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის და შესაბამისი ონლაინ აპლიკაცია.


• Mobile Travel Guide Biliki - ტურისტული მარშრუტების გლობალური სივრცე, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს ტურების დაგეგმვაში, ხოლო ოპერატორებს - ტურების უკეთ გაყიდვაში.


• WebApp - სილამაზის სალონების, ესთეტიკური ცენტრებისა და სტომატოლოგიური კლინიკების აპლიკაცია.


• House of the future - სამშენებლო სისტემა, რომელიც იყენებს ბუნებრივ, განახლებად რესურსებს. ეკომეგობრული, 100%-ით განახლებადი და ყველაზე ჯანსაღი სამშენებლო მასალები.


• PAYZE- სივრცე ელექტრონული კომერციის წარმომადგენლებისთვის, რომელიც მათი ოპერაციების სწრაფ მასშტაბირებას მოახდენს გადახდის ახალი, ადვილად ინტეგრირებადი პლატფორმის, საშუალებებისა და ავტომატიზირებული ტრანზაქციების სქემების მეშვეობით.


• ultra-fast UV Sterilizer - ულტრაიისფერი სხივების სტერილიზატორი, რომელიც დაგვიცავს ვირუსების, ბაქტებიებისა და მიკრობებისგან, რომლებიც ყოველდღიური მოხმარების საგნების მეშვეობით გადადის.


• OMOFOX - ტვირთების მართვის ციფრული კომპანია.


• Rare Earth Elements and Their Alloys, Nano and Micron Sized Powder Production - ნანო და მიკრონის ზომის მიწის იშვიათი ელემენტების (REE) განვითარება და წარმოება.


• Sweeft KYC -პროექტისმიზანიაციფრულიონბორდინგისაპლიკაციისშექმნა. Sweeft KYC შესთავაზებს კლიენტებს მოწინავე ტექნოლოგიებს, რათა მათ შეძლონ მომხმარებლების თანამედროვე თაობის მოზიდვა და ამავე დროს საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.


გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინლიაო, ჯონათანთაუერი, ტიმვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020წლის17 ნოემბერს მეექვსედგამოაცხადა. შემოსული 303 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს,რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.


თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალი სმქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია დ აინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.


GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორწლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.


(NS)






საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up